ალუმნი ფონდის ყოველწლიური ღონისძიება - Alumni Experience ჩატარდა
18 ოქტომბერი 2025
26-27 სექტემბერს ალუმნი ფონდის ყოველწლიური ღონისძიება - Alumni Experience ჩატარდა.
თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სტუდენტებს პროფესიული გამოცდილებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესახებ გამოცდილების გასაზიარებლად შეხვდნენ.
კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს: საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე, წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებაზე, ფინანსურ სფეროში რეალურ პრაქტიკაზე, სამეცნიერო და კვლევით საქმიანობასა და ნაშრომის გამოქვეყნებაზე, ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის კარიერულ გზებზე.
ღონისძიება კახა ბენდუქიძის კამპუსის გალერეაში ჩატარდა.
Alumni Experience-ის გენერალური სპონსორები არიან EY და Alta. საორგანიზაციო ხარჯებთან ერთად, სპონსორები სრულად დააფინანსებენ 2025 წლის მიღების ორი სოციალურად დაუცველი სტუდენტის სტიპენდიას.
#FreeUni #Alumni #Experience #BendukidzeCampus