2025-26 სასწავლო წლის მეოთხე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
22 იანვარი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეოთხე გაცნობითი პროგრამა 20 დეკემბერს გაიმართა. გაცნობით პროგრამას 500-მდე მოსწავლე დაესწრო და დეტალური ინფორმაცია მიიღო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ.
გაცნობითი პროგრამების ფარგლებში, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა ეწვიონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტში ჩაბარების პირობების შესახებ, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა დაგეგმილია 30 იანვარს.