თამარ მურაჩაშვილი სწავლას აგრძელებს University College London (UCL)-ში
28 August 2026
ბიზნესის სკოლის (ESM) საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული თამარ მურაჩაშვილი სწავლას აგრძელებს დიდ ბრიტანეთში, University College London (UCL)-ში MSc Banking and Digital Finance-ის სამაგისტრო პროგრამაზე. მან Chevening-ის პროგრამის სტიპენდია მოიპოვა და სრული დაფინანსებით ისწავლის.
თამარი ამჟამად მონაცემთა უფროსი ანალიტიკოსია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში და განსაკუთრებით დაინტერესებულია იმით, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგია საფინანსო სექტორს. სამაგისტრო პროგრამა კი კარგი შესაძლებლობაა უფრო ღრმად შეისწავლოს ხელოვნური ინტელექტის, დიდი მონაცემების და დეცენტრალიზებული ფინანსების გავლენა ინდუსტრიაზე.
თამარმა აგრეთვე გაიმარჯვა Swedish Institute-ის პროგრამის კონკურსში - SI Scholarship for Global Professionals და მოწვევა მიიღო KTH Royal Institute of Technology-ის სამაგისტრო პროგრამიდან, მაგრამ არჩევანი მაინც UCL-ის პროგრამაზე შეაჩერა, პროგრამის ძლიერი აკადემიური და ტექნიკური სტრუქტურის გათვალისწინებით.
Similar news
08 December 2023
თაკო სულაქველიძისა და ნათია გოგოტიძის საკურსო პროექტი
05 June 2024
ვერიკო შელიამ DAAD-ის სტიპენდია მოიპოვა
19 November 2024
ნათელა ფაცაცია სწავლას King’s College London-ში აგრძელებს
28 November 2024
გიგი გიორგაძე სწავლას აგრძელებს London Business School-ში
05 April 2025