ნიკა ქურდაძე სწავლას აშშ-ში აგრძელებს
20 June 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ქურდაძე სწავლას აგრძელებს აშშ-ში – University of California, Riverside-ში. ის ფიზიკის სადოქტორო პროგრამაზე ისწავლის, კონდენსირებული გარემოს ფიზიკის მიმართულებით.
ნიკას აკადემიური ინტერესის სფეროა კორელირებული სისტემები და კვანტური ინფორმაციის დამუშავება, ხოლო University of California, Riverside ამ მიმართულებით განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს.
