ნიკა დურიშვილის ნაშრომი ამერიკის ოპტიკური საზოგადოების ჟურნალში
04 October 2026
ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის, ნიკა დურიშვილის ნაშრომი "Spatio-temporal Coherent Molding and Retrieval of Pulsed Signals in Optical Waveguides" გამოქვეყნდა ამერიკის ოპტიკური საზოგადოების პრესტიჟულ ჟურნალში Optics Letters.
ნაშრომში წარმოდგენილია სიგნალის დაშიფვრის, შორ მანძილზე გადაცემის და განშიფვრის სქემა. დაშიფრული ოპტიკური სიგნალის გაშიფვრა შესაძლებელია დეკოდერის საშუალებით მხოლოდ მაშინ, როდესაც დეკოდერი აკმაყოფილებს გარკვეულ პირობებს. ეს სამეცნიერო თემა საინფორმაციო ტექნოლოგიებში ერთ-ერთი აქტუალურია. შემდეგი ეტაპია წარმოდგენილი სქემის ეფექტურობის ჩვენება სხვადასხვა ნანო-ზომის სტრუქტურებისათვის და საბოლოოდ ოპტიმალური სტრუქტურის შერჩევა.
საქართველოს გარდა ნაშრომში მონაწილეობენ University of Duisburg-Essen და Martin Luther University Halle-Wittenberg (გერმანია), Nagoya Institute of Technology (იაპონია), University of Pennsylvania (აშშ).
ნიკას ნაშრომის ხელმძღვანელია მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერების და ინჟინერიის სკოლის პროფესორი, ასოცირებული დეკანი ვახტანგ ჯანდიერი.
Similar news
04 June 2024
ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში
26 September 2024
Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს
01 October 2024
LAB Technologies-მა პირველკურსელს სასწავლო სტიპენდია გადასცა
10 June 2025
Campus RoboSumo 2025
03 July 2025