გამოვლინდა მაქსის ალუმნების სტიპენდიის გამარჯვებული - გვანცა ვახტანგიშვილი
21 November 2025
გამოვლინდა MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიის გამარჯვებული.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულების ინიციატივით 2020 წელს პირველად დაწესდა MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდია, რომელიც წელს მეხუთედ გამოცხადდა.
წელს სტიპენდიის გამარჯვებულია ამავე პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი, გვანცა ვახტანგიშვილი. გვანცა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიას, რომელიც შეადგენს ყოველთვიურად 1,000 ლარს.
სტიპენდიის მიზანია კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის სტუდენტებს შორის კარგი აკადემიური მოსწრების დამატებით წახალისება.
MACS[E]-ის ალუმნის სტიპენდიაზე დარეგისტრირდა 34 სტუდენტი. გასაუბრებისათვის შეირჩა 9 სტუდენტი, რომლებიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებდნენ სტიპენდიის კრიტერიუმებს.
სტიპენდიის დამფუძნებლების მიერ ჩატარებული გასაუბრებების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.
სტიპენდიის დამფინანსებლები არიან კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის პროგრამის კურსდამთავრებულები: ირაკლი ფოფხაძე, დავით მაღალთაძე, თამუნა გელდიაშვილი, ელენე კავთელაძე, გიორგი ხოსროშვილი, გიორგი ცერცვაძე, ლაშა ლაკირბაია, გიორგი ქოჩაკიძე.
Similar news
04 June 2024
ვახო კოტორეიშვილმა მუშაობა დაიწყო Google-ს ვარშავის ოფისში
26 September 2024
Campus RC Race 2024 – 18 ოქტომბერს
01 October 2024
LAB Technologies-მა პირველკურსელს სასწავლო სტიპენდია გადასცა
10 June 2025
Campus RoboSumo 2025
03 July 2025