„დაბადების ადგილი: თბილისი“ – ქართული პრემიერა და დისკუსია
25 December 2025
კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა გაგა კაპანაძისა და გიორგი დადიანის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის – „დაბადების ადგილი: თბილისი“ – ქართული პრემიერა და დისკუსია.
ჩვენება შედგა თავისუფალი უნივერსიტეტის მეხსიერებისა და შფოთვის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით; წარმდგენი და დისკუსიის მოდერატორი იყო ანთროპოლოგი ნუცა ბათიაშვილი, დისკუსანტი – არქიტექტორი დავით გიორგაძე.
„დაბადების ადგილი: თბილისი“ სადებიუტო ექსპერიმენტული ფილმია, რომელიც ქალაქის ლანდშაფტის, არქიტექტურის, რეკრეაციული ზონებისა და მისი ზოგადი დინამიკის შესახებ მოგვითხრობს.
ნამუშევარი შედგება ოთხი სეზონის განმავლობაში გადაღებული დოკუმენტური მასალისგან, რომლისგანაც საბოლოოდ ერთი დღის ციკლია შექმნილი. ფილმის მთავარი პერსონაჟი თავად დედაქალაქია – დიდი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მრავალი განსხვავებული ნიშნისა და ნაკადისგან შედგება.
ფილმი 2024 წლის ტრიერის მოკლემეტრაჟიან კინოფესტივალზე საუკეთესო 10-ეულში მოხვდა.