2023-2024 აკადემიური წლის ბოლო გაცნობითი პროგრამა ჩატარდა

22 April 2024

2024 წლის 6 აპრილს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა მეშვიდე გაცნობითი პროგრამა. 400-მდე მოსწავლე ესტუმრა კახა ბენდუქიძის კამპუსს და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ მიმდინარე აკადემიურ წელს ჩატარდა 7 გაცნობითი პროგრამა აბიტურიენტებისათვის, რომელსაც ჯამში 3 000-ზე მეტი მოსწავლე ესტუმრა.

გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

Gacnobiti 1 (1) Gacnobiti 2 (2) Gacnobiti 3 (1) Gacnobiti 4 (1) Gacnobiti 5 (1) Gacnobiti 6 (1) Gacnobiti 7 (1) Gacnobiti 8 (1)