ENG GEO

Search form

თამარ თომაშვილი

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო სისხლის სამართალი

აკადემიური საქმიანობა: თამარ თომაშვილი ბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ლექციებს 2014 წლიდან კითხულობს. თამარ თომაშვილი ასევე ასწავლიდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სკოლაში.

განათლება: თამარ თომაშვილს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჟენევის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტში (HEI), აგრეთვე სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო გამოცდილება: თამარ თომაშვილს აქვს პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და იურიდიულ მრჩევლად საქართველოს ჟენევის წარმომადგენლობაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მას ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. თამარი საქართველოს სახელით თანამშრომლობდა საერთაშორისო სასამართლოებთან (ICJ, ICC) და მონაწილეობდა ასოცირების შეთახმების და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.