რას ვიცავთ კანონით სინამდვილეში?
საიდან გაჩნდა კანონი? რისთვის გვჭირდება ის ან როგორ მოვახერხეთ ადამიანებმა მსგავს აბსტრაქტულ ცნებაზე შეთანხმება და მეტიც, მასზე მთელი რიგი სისტემების დაფუძნება? ამ კითხვებზე უამრავ ადამიანს უფიქრია და მეტ-აკლებად მისი საინტერესოდ ახსნაც უცდია. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ახსნა არის, რომ კანონები ადამიანებმა ერთობლივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და უსაფრთხოებისთვის შევქმენით. ბუნებითი მდგომარეობის ლოკისეული ახსნაც მსგავსია, რომ თითქოს ადამიანებმა თავისუფლების რაღაც ნაწილი დავთმეთ უსაფრთხოებისთვის და კანონი არსებობს თავისუფლების, სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად. თუმცა, საინტერესოა, კანონის ძალით ცხოვრების მოწესრიგებამ ხომ არ მიიყვანა საზოგადოებები ფილანტროპულ ტირანიასთან, რეალურად შესაძლებელია კი კანონის ძალით თავისუფლების დაცვა, თუ მხოლოდ ფასადური ჩარევებით ვცდილობთ თავისუფლების ილუზიის შენარჩუნებას?
თავისუფლების განმარტების ან მისი არსებობის ფორმების მრავალი ვერსია არსებობს, როგორებიცაა „პასუხისმგებლიანი თავისუფლება“, „თავისუფლება მანამ სანამ სხვას ზიანს მიაყენებ“, „შეზღუდული თავისუფლება“ და ა.შ. თუმცა, ეს სიტყვა ყველაზე სადად და მარტივად გულისხმობს აკეთო ის რაც გინდა და თავად შეარჩიო ფორმები, ბუნებრივი და ლოგიკური წინააღმდეგობების გარდა, იარსებო შეზღუდვების გარეშე.
ასევე, კანონის არსზე მსჯელობისას, აურაცხელია მის აღწერისა და განმარტების მცდელობები. ყველაზე ტრივიალურად, ესაა წესები, რომლებიც უნდა არეგულირებდეს ადამიანთა ცხოვრებას. წესები ბუნებრივია აბსტრაქციაა, არასდროს უარსებია ხელშესახები ფორმით და ცხადია, რომ ის ადამიანთა წარმოდგენის ნაყოფია. ეს არის ერთგვარი დაშვება, რომელსაც თამაშის ყველა „მოთამაშე“ აღიარებს. მნიშვნელოვანია გავიგოთ, თუ რა არის ზოგადად კანონის ბუნება და არის თუ არა შესაძლებელი კანონმა მართლაც დაიცვას თავისუფლება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კანონის მთავარი დანიშნულებაა დარეგულიროს ადამიანთა თანაცხოვრება. შესაბამისად, კანონი აუცილებლად გულისხმობს რაღაცის აკრძალვას, არაა აუცილებელი რომ ეს აკრძალვა პოპულარული აღქმით ტირანული ხასიათის იყოს. რეალურად, კანონი თავის თავში მოიცავს რაიმეს აკრძალვას, რაზეც მრავალი კლასიკური ავტორის თანახმად, დავთანხმდით საკუთარივე უსაფრთხოების დასაცავად. თუმცა, ხომ არ არის წინააღმდეგობრივი კანონის ბუნება თავისუფლების არსთან. ამ დისკურსში უამრავი ადამიანის არგუმენტი იქნებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები ვიცხოვრებდით მუდმივ შიშში, იქნებოდა „ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ“ ან ადამიანთა ცხოვრება იქნებოდა ხანმოკლე, სასტიკი და მარტოსული. ეს არგუმენტები კარგად წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში საკითხი ეხება არა თავისთავადად არსებულ ცნებას - თავისუფლებას, არამედ კონკრეტულ სიკეთეებს, რომლის სასარგებლოდაც ადამიანებმა არჩევანი გააკეთეს და ეს არჩევანი მოიხსენიება, როგორც თავისუფლების მხოლოდ ნაწილის დათმობა უსაფრთოხებისთვის.
კითხვაზე, თუ რას ვიცავთ რეალურად კანონებით, ბევრი ადამიანის პასუხი იქნებოდა რომ ვიცავთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ შორის თავისუფლებას. თუმცა, რა არის კანონის მოქმედების ქვეშ მოქცეული თავისუფლება, ან რა რჩება მისგან. თავისუფლება, როგორც ასეთი, გულისხმობს თუ არა მის არასრულ ან ნაწილობრივ ფორმებს? არსებობს ე.წ „აბსოლუტური თავისუფლების“ მიღმა თავისუფლების სხვა ფორმა, თუ ყველა სხვა დანარჩენი ადამიანების ილუზიაა თავისუფლებაზე. ადამიანები აბსტრაქტული კონცეფციის - „სოციალური კონტრაქტის“ საფუძველზე ვექცევით დიდ ჯაჭვში, სადაც კოლექტიური უსაფრთხოების და საზოგადოების სიკეთეებისთვის ვთმობთ „თავისუფლების ნაწილს“ მაგრამ ფილოსოფიური აზრით რამდენად შესაძლებელია თავისუფლების ნაწილ-ნაწილ არსებობა და დანაწევრება. შესაძლოა, რომ კანონებით ვიცავთ რიგ სიკეთეებს, კეთილდღეობებს, ან რომელიმე ჯგუფის ინტერესებს, რომელთათვის შესაძლოა „ნაწილობრივი თავისუფლება“ იყოს საჭირო, თუმცა ეს თავისუფლება რეალურად ადამიანების კონკრეტული პრიორიტეტებისთვისაა ღირებული და არა როგორც თავისთავადი ფასეულობა. ფილანტროპული ტირანიის იდეაც, რომელსაც ფრედერიკ ბასტია აღწერს, ნაწილობრივ ამ აზრს ეხმიანება, რომ ადამიანები ყალბი ფილანტროპიის სახით ვქმნით საზოგადოებებს, სადაც, საბოლოო ჯამში, კოლექტიურ ინტერესებზე აპელირებით ტირანია მყარდება. ადამიანები გადასახადებით, ანუ კანონისმიერი ძარცვით, თითქოს კოლექტიურ სიკეთეებს ვუზრუნველყობთ, თუმცა ამავე დროს ნებითვე უარს ვამბობთ თავისუფლებაზე. შესაბამისად, კანონის მიერ თავისუფლების დაცვა ოქსიმორონიც კი შეიძლება იყოს.
Safety is number one priority
ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტალური საჭიროება არის უსაფრთხო გარემო. ეს მას იმისთვის სჭირდება, რომ განვითარდეს და თავისი ენერგია დახარჯოს ახლის შექმნაში და არა იმაზე ზრუნვაზე, მივა თუ არა იმ დღეს სახლში ცოცხალი. სოციუმის შექმნის უდიდესი მოტივატორი ზუსტად უსაფრთხო გარემოს შექმნა იყო, შემდეგ კი დიდწილად ეს ფუნქცია სახელმწიფო აპარატმა ითავა. ფაქტობრივად ყველა ქვეყნის უსაფრთხოების უდიდესი ნაწილზე პასუხისმგებელია სახელმწიფო. რა თქმა უნდა ამ უსაფრთოხებას ის განაგებს უსაფრთხოების ინსტიტუტებითა და რაც მთავარია, კანონებით.
რაც უფრო მეტი დრო გადის, პირადად მე ვამჩნევ, რომ უსაფრთხოების ეგიდით სახელმწიფო სოციუმისთვის უფრო საზიანო ქმედებებს ახდენს, ვიდრე ამის გაძლიერების გარეშე და ზუსტად აქ ჩნდება კითხვა - არსებობს თუ არა ზღვარი, რომლის შემდეგაც დაცვის მიზნით მიღებული აქტები, კანონები და ქმედებები პირადი თავისუფლების შეწირვას იწყებს?
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ უსაფრთხოებაში მხოლოდ ფიზიკური დაცვა არ იგულისხმება, აქ შედის, როგორც „მორალური უსაფრთხოება“, რომელიც თავის თავში გულისხმობს სწორი და უსაფრთხო ინფორმაციის მიწოდებას ხალხისთვის და ზოგადად ინფორმაციის გაძლიერებულ გაფილტვრას, ფინანსური და მრავალი სხვა.
თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ მაგალითი: წარმოვიდგინოთ 2 ბავშვი, მიახლოებით 10 წლამდე. ერთის მშობელი აძლევს მას უფლებას გარეთ თამაშის, მეგობრებთან დარჩენის, მდელოზე სირბილის და შედარებით მეტ თავისუფლებას არჩევაში, მეორე ბავშვის მშობელი კი მას მუდმივად აკონტროლებს, რომ ის არ გაიქცეს მდელოში, რადგან იქ შეიძლება ის წაიქცეს, ფეხი დაიზიანოს, ანდაც თუ მეგობრებთან ერთად თამაში შეიძლება დასრულდეს რაიმე ინციდენტით, რომელიც ასევე ძალიან ძალიან საშიშია, ამიტომაც გამოდის, რომ მეორე ბავშვი მუდმივად „უსაფრთხოდ“ არის, მშობლებთან ახლოს, არსად არ გადის და ხშირად არ თამაშობს. ასეთი ორი შემთხვევა ხშირად გვხვდება და შემდეგ, ბევრი წლის მერე, ესეთი მშობლების მიდგომა ორივე პიროვნებაზე მოქმედებს. პირველი უფრო დიდი ალბათობით გაიზრდება სოციალურ, გახსნილ და დამოუკიდებელ ადამიანად, ვიდრე მეორე, ვისაც ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ მეტად დამოკიდებულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
ეს ანალოგია შეგვიძლია ერთი ერთში მოვარგოთ სოციუმისა და სახელმწიფოს. თუ ჩვენ გვექნება ზედმეტად „მზრუნველი“ და ყველაფერში ჩამრევი მმართველი აპარატი, რომელიც ეცდება ყოველი ნაბიჯი გააკონტროლოს, რადგან ასე უფრო „უსაფრთხოა“, მივიღებთ მეორე ს.ს.რ.კ.-ს, რომელმაც მთლიანად გაანადგურა ადამიანის საკუთარი უფლებების განცდა ადამიანში, ის ხალხი კი, ვისაც არ სურდა ყოველი ნაბიჯი ლუპის ქვეშ ყოფილიყო, ან დატოვა ეს სახელმწიფო ან სახელმწიფომ შეწირა. ასევე საზოგადოება ძალიან დაშორდება მმართველ აპარატს და ზოგადად ლეგალურ გარემოს, რადგან უმეტეს შემთხვევაში უფრო მარტივი იქნება არა ლეგალური გზებით რაიმეს მოპოვება (იგივე მოსყიდვით, ქურდობით ან კონტრაბანდით), ვიდრე ლეგალურად და „უსაფრთხოდ“ რაიმეს მიღება.
უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მიღებული კანონების გამოყენება ძალიან ხელსაყრელია ავტოკრატიული მმართველობის ფორმებისთვის. დღევანდელი რუსეთის მაგალითზე ძალიან კარგად ვხედავთ, რომ გზების უსაფრთხოების მიზნით დაყენებული კამერები (მოსკოვი გამოირჩევა უსაფრთხოების კამერების რაოდენობით მთელ მსოფლიოში) გამოიყენება, როგორც არასასურველი ხალხის (პოლიტიკური შეხედულებები იგულისხმება აქ) პოვნით და დაჭერით. განათლების და სწავლების რეფორმით, რომელმაც უნდა დაიცვას მიწოდებული ინფორმაციის სისწორე და ჭეშმარიტება, იზღუდება ხალხი, ვინც მმართველი ჯგუფისთვის არასასურველ ინფორმაციას ავრცელებს, იქნება ეს ლიბერალური იდეები თუ კორუფციის შესახებ გამოძიებები. უცხოური ჯაშუშებისგან დაცვის მიზნით მიღებული კანონის მეშვეობით კი შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის სრულიად განადგურება, რაც ზუსტად რამდენიმე კვირის წინ მოხდა ნავალნის პარტიის შემთხვევაში (რამდენიმე კვირა აითვლება 09/05/2021 დან).
უსაფრთხოება არის ძალიან ფართო ცნება, ის ეხება ადამიანის ცხოვრების ყველა
ასპექტს. ზუსტად მისი კომპლექსურებიდან გამომდინარე სრული უსაფრთხოება ვერასდროს ვერ მიიღწევა და ის გზა, რომელიც სახელმწიფომ აირჩია (ესაა რაიმეს აკრძალვა, დავალდებულება) არაფრით არ განსხვავდება ადამიანის უფლებების პირადი დარღვევისგან. მშობელი, რომელიც თავის ბავშვს „უსაფრთხოდ“ აცხოვრებს, რეალურად ძალიან ბევრ რამეს კრძალავს და არ აძლევს მას განვითარების შესაძლებლობას. სახელმწიფო კი მშობელზე უარესია, მას როგორც საკუთარი უფლებების განახევრება შეუძლია ადამიანისთვის, ასევე უსაფრთხოების სახელით ტირანული/ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოყალიბება. ამიტომაც როდესაც საკითხი მიდგება უსაფრთხოება თუ თავისუფლება, არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ უსაფრთხოებას ძალიან მარტივად შეუძლია თავისუფლების შთანთქმა, თავისუფლების დაბრუნება კი გაუსაძლისად გრძელი პროცესია.
თავისუფლების პაწუკა ლამპარის მბჟუტავი სინათლის ფონზე
ბავშვობაში მუდამ ვინტერესდებოდი სხვადასხვა ზღაპრით, ლეგენდითა თუ მითით და იმის მიუხედავად, რომ დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მათი შინაარსის გაგება და ზოგჯერ დაზუთხვაც კი, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ მათში ჩაქსოვილ იდეებს სწორად ვერ აღვიქვამდი.
ცოტა ხნის წინ გავეცანი პლატონის გამოქვაბულის მითს, რომელშიც სოკრატე აღწერს სცენას, სადაც პატიმრები გამომწყვდეულნი არიან გამოქვაბულში, სრულ სიბნელეში, და წინ არსებულ კედლებზე მხოლოდ გარკვეული ჩრდილების დანახვა შეუძლიათ. ეს ერთადერთი რამ არის, რაც პატიმრებს უნახავთ, ამიტომ მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ობიექტური რეალობა და ერთადერთი ჭეშმარიტება - მხოლოდ და მხოლოდ ბუნდოვანი სილუეტები. მეგობრებთან ამაზე დისკუსიის დროს, ყველანი შევთანხმდით, რომ გამოქვაბულის გარეთ ნეტარი თავისუფლება იმალებოდა. აქამდე მეგონა, რომ ყველაფრის გააზრების სწორი საშუალება ის იყო, რომ სიტუაციები ჩემს თავზე წარმომედგინა და გამეაზრებინა ის, თუ რას ვიფიქრებდი მაშინ, თუ მეც იმ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი, ამიტომ შევეცადე, აქაც ეს მიდგომა გამომეყენებინა. მაგრამ ჩემდა გასაკვირად, დიდად არაფერი შეცვლილა.
და მაშინ დავფიქრდი, რომ იქნებ, წარმოდგენა არც კი იყო საჭირო. იქნებ, მეც სწორედ იმ გამოქვაბულში ვიყავი გამომწყვდეული, რომელშიც მხოლოდ იმას ვხედავდი, რისი დანახვის უფლებასაც მაძლევდნენ. თუმცა ჩემი სუბიექტური აზრები გვერდზე გადავწიე და შევეცადე, ეს ყველაფერი მთელ სოციუმზე განმეზოგადებინა. არც მათში დამინახავს რაიმე ცვლილება, ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც აქამდე ვხედავდი. უამრავი აზრი მომაწვა თავში და ვცდილობდი, როგორმე გამერკვია, თუ რისთვის/ვისთვის შეიძლებოდა მიმემსგავსებინა გამოქვაბულში არსებული ადამიანების ბორკილები და საბოლოოდ პასუხს მხოლოდ იმ ყავისფერყდიან ქაღალდთა შეკვრაში მივაგენი, რომელსაც კონსტიტუციას ვეძახით. და გაჩნდა კითხვა: მზღუდავს თუ მათავისუფლებს ეს კანონები? და თუ ვფიქრობ, რომ მათავისუფლებს, ეს ჩემი რეალური შეხედულებაა, თუ უბრალოდ იმ ზემდგომ ძალას, რომელიც მე ბორკილებს მადებს, უნდა, რომ ასე ვიფიქრო?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სწორად უნდა გამეგო კანონისა და თავისუფლების მნიშვნელობა, მათი ზემოქმედება ადამიანზე და მათი ისტორიაც, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პასუხების გაცემას ჩემით არ ვცდილობდი. ფილოსოფოსების ნაშრომებს ვეცნობოდი და მეგონა, რომ სხვა ადამიანი დამიჭერდა ხელში ლამპარს, რომელიც მთელ რეალობას სინათლეს მოჰფენდა. დავიწყე ბუნებითი სამართლით და გავიგე, რომ თომა აქვინელისთვის კანონი რაციონალურობაზე დაფუძნებული გარკვეული ტიპის მოწესრიგება იყო, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო საერთო სიკეთისადმი. თურმე სოციალური ცხოველი ვყოფილვარ, რომლის მიზანიც დასაწყისშივე განსაზღვრული იყო და მხოლოდ ჩემი ფუნქციის შესრულებაღა მევალებოდა. ამ პასუხმა ვერ დამაკმაყოფილა და შევეცადე, ცოტათი განსხვავებული აზრები მეპოვა. დეონტოლოგიის შესახებ დაწერილ მასალებში კი წავიკითხე, რომ „მხოლოდ იმ წესის მიხედვით უნდა იმოქმედო, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.“ მაგრამ აქ კიდევ უფრო დავიბენი. კი, მორალური კანონების დაცვა ძალიან სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში, მაგრამ თითქოს აქაც ვხედავდი გარკვეულ ხარვეზს. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მემოქმედა ისე, რომ სხვა ადამიანების ქმედებაც ამაზე დამეფუძნებინა და ყველაფერთან ერთად განმესაზღვრა, თუ რა იქნებოდა შემდგომში სწორი ნაბიჯი. ვერ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს, თუ რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებდნენ დეონტოლოგები ერთ უბრალო ადამიანს, რომელსაც თავის გონებაში მთელი მსოფლიოს მოსახელობისთვის უნდა გადაეწყვიტა, თუ როგორ მოქცეულიყო. მას ხომ შემდგომში ეს სერიოზული მისია თავის პაწუკა გულში მყარად და მტკიცედ უნდა შეენახა. თითქოს ისევ ვიგრძენი, თუ როგორ ეხვეოდა ამ ადამიანს მძიმე ბორკილები ყელზე, ხელებსა და ფეხებზე და სადღაც სიბნელეში, გაურკვევლობისა და დაბნეულობის პიკზე მარტოსულს ტოვებდა. შემდეგ გადავედი კონსეკვენციალიზმზე, რომელიც მოქმედების სისწორეს მისი თანმდევი შედეგით განსაზღვრავდა. მაგრამ მე ხომ უკვე ვიცოდი, რომ ცუდი მოქმედებით კარგი ეფექტის მიღწევა გამართლებულად მაინც ვერ მიიჩნეოდა, ამიტომაც აქაც ვერ მივხვდი, თუ როდის უნდა ყოფილიყო კანონები სწორი და სამართლიანი და რა უნდა მოეწოდებინა მას ადამიანებისთვის.
გადავწყვიტე, რომ პასუხები იქ უნდა მეპოვა, სადაც თავდაპირველად მას, ალბათ, არ მივაკითხავდი. ამიტომაც განვმარტოვდი, მშვიდად მოვეწყვე და დავიწყე ფიქრი ამ თემებზე. თავისუფლება ხომ იძულების არარსებობაა, ანუ გამოდის, რომ კანონების არსებობა თავისუფლებას მიზღუდავს? მაგრამ თუ თავისუფლება მეზღუდება და ჩემთვის არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირებულებას ნელ-ნელა ვკარგავ, მაშინ საერთოდ რისთვის მჭირდება კანონები? რაციონალურმა აზროვნებმა გადმომძახა, რომ ეს კანონები საზოგადოებრივი სიკეთეების მისაღწევად იყო საჭირო და სამყაროში მშვიდობისა და წესრიგის შენარჩუნებას მიემართებოდა. მაგრამ თუ ასეა, ე.ი. საზოგადოებრივი წესრიგი და ინდივიდუალური თავისუფლება ერთმანეთს ეწინააღმდეგება? სადღაც შეცდომას ვუშვებდი. მივხვდი, რომ ინდივიდუალურ თავისუფლებას ცალკე მდგომ ცნებად განვიხილავდი და მას არ ვუკავშირებდი სოციალურ ცხოვრებას. შემდეგ უფრო რაციონალურ აზროვნებას მოვუხმე და აღმოვაჩინე, რომ ვერც საზოგადოებრივ წესრიგს ვხედავდი უზენაეს და აღმატებულ ცნებად, რომ მისთვის ყველაფერი მსხვერპლად შემეწირა. რეალურად ადამიანის სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინება უნდა ხდებოდეს საზოგადოების კეთილდღეობის იდეასთან ერთად. თუ მე არ დავაშორებდი ერთმანეთს პიროვნების ინდივიდუალურ თავისუფლებასა და სოციუმის კეთილდღეობას, მაშინ დავინახავდი, რომ შესაძლოა, სწორედ ამ ორის უნიკალური სიმბიოზის დროს წარმოიქმნება ის დიადი ფუნდამენტი, რომელზეც ზემოდან კიდევ უფრო მეტი თავისუფლების დაშენებაა შესაძლებელი.
მგონი, ამაზე ფიქრით ზედმეტად გადავიღალე. ჩემს გონებაში არსებული საიდუმლო ოთახიდან ბორკილებიანი ხელებით მივწვდი იმ მბჟუტავ პაწუკა ლამპარს, რომელიც ჩემი ქვეცნობიერის საწერ მაგიდაზე უნდა დამედგა, რათა მას ჩემთვის ფიქრების წერის პროცესი კიდევ უფრო ლამაზი გაეხადა. შთაგონების მოლოდინში კი ისევ ძველი აღტაცებით დავიწყე რეალობის იმ სილუეტების ყურება, რომელთა უკანაც კიდევ უფრო მშვენიერი იდეები იმალებოდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, მე მათ ვერასდროს ვერ დავინახავდი.
Laws: Too much or not enough?
Laws: Too much or not enough?!
თანამედროვე სამყაროს ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონების კრებულები, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ქცევის ზოგად წესს; მისი მიზანია უზრუნველყოს და დაარეგულიროს საყოველთაო წესრიგი და შექმნას რაც შეიძლება მშვიდი გარემო, რომელშიც ადამიანები თავს დაცულად იგრძნობენ. აღნიშნული დეფინიცია კანონისა უნაკლოდ ჟღერს - წესით, აღწერილი მიზანი უნდა გვიქადდეს საყოველთაო სიმშვიდეს, სიხარულსა და ბედნიერებას. თუმცა, სინამდვილეში, კანონების რაოდენობამ და ფორმებმა მსოფლიოში უკონტროლო ხასიათი მიიღო. მის მიზანს ახლა მხოლოდ უსამართლობის პრაქტიკის შემცირება და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა აღარ წარმოადგენს, მისი საშუალებით კონტროლდება უზენაეს კანონებს დაქვემდებარებული ქვეყნების მოქალაქეების თითოეული ნაბიჯი, საქციელი, სიტყვა თუ ქმედება.
კანონი, საკუთარი უტოპიური ფესვებიდან დიდი ხანია ამოვიდა და ახლა არა განმათავისუფლებელი, არამედ შემბოჭავი ელფერი აქვს ამ სიტყვას. იქ, სადაც კანონი უზენაესია და შეუვალი, მკაცრად ფორმულირებული და შეუბღალავი, დრომოჭმული და აბსტრაქტული, იმდენად დრეკადი, რომ კორუფციული ძალაუფლების მიერ უმარტივესია მისი მართვა, შეიძლება ისაუბრო თავისუფლებაზე და მართლად გქონდეს ჯანსაღი ამბიცია, სამყაროში ცხოვრობდნენ თავისუფალი, შეუზღუდავი ადამიანები?
საზოგადოებაში არსებობს ტენდენცია, რომ როგორც კი გარკვეული პრაქტიკა არ მოეწონება ვინმეს, ან ჩათვლის რომ არამიზანმიმართულია საზოგადოებისთვის ან მისი რომელიმე ნაწილისთვის, უმალვე მისი აღმოფხვრივ ერთადერთ ჭეშმარიტ გზად მისი კანონისმიერი აკრძალვა მიიჩნევა ხოლმე. ბევრი კანონი და ნაკლები სამართლიანობა საკითხის მთავარ დილემას ბადებს: ზედმეტად ბევრი კანონი გვაქვს თუ არასაკმარისი რაოდენობის იმისთვის, რომ საყოველთაო მშვიდობა დამყარდეს,თანაც დაცული და ხელშეუვალი იყოს ადამიანის, ინდივიდის პირადი თავისუფლება. ხამურაბის „თვალი თვალის წილ“ კოდექსიდან დაწყებული თანამედროვე ლიბერალურ კონსტიტუციებამდე ყველა საზოგადოება ცდილობს კანონები იმგვარად შეაგინონ, რომ ადამიანების ერთგვარი „საერთო მოლოდინი“ გაამართლოს. მაშინ, რა იქნება, თუ კი კანონები აღარ იარსებებს სამყაროში? თავისუფალი და თვითმყოფადი, თვითკმარი საზოგადოება გვექნება, რომლებიც შინაგანი წესრიგის გრძნობით თანაარსებობას შეძლებენ კონტროვერსიალური ღირებულებების ადამიანებთან თუ პირველყოფილ ჯოგს დავემსგავსებით, რომლისგან გაქცევას და თავის მოზღუდვასაც ამდენი ხანია ცდილობს კაცობრიობა?
ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი, ცხადია, არ არსებობს. მიმაჩნია, რომ როგორც ფრედერიკ ბასტია წერს, კანონი თავისი ჭეშმარიტი ფუნქციებით რომ შემოიფარგლებოდეს, მაშინ თითოეული ადამიანის ინტერესი კანონისადმი ერთნაირი იქნებოდა. რადგანაც ეს თანამედროვე საზოგადოებაში ღირებულებების პოლარული განსხვავებების გამო შეუძლებელია, მაშინ კანონის ფუნქცია მხოლოდ ძალმომრეობითია და საკუთარ პირველად მიზანთან წინააღმდეგობრივიც. ფაქტია, რომ სრული უკანონობა ქაოსს წარმოქმნის საზოგადოებაში, რადგან არ არსებობს სპონტანური წესრიგი, ბუნებითი სამართლის მიხედვით აღქმული შინაგანი მორალები, რომელიც თავად დაარეგულირებს ურთიერთობებს უსამართლობის გრძნობის გარეშე. ის ფაქტი, რომ კანონების რაოდენობის ზრდა სამართლიანობის ხარისხის გაზრდის პირდაპირპროპორციული არაა, საგანგაშოა. Ზედმეტი კანონები, უსასრულო რეგულაციები და აკრძალვები მიუთითებს არა სამართლიანობის ზრდაზე, არამედ სოციუმის ნაკლოვანებებზე. “Whenever in a society there are too many laws, it is a sure sign that that society will die soon”. უკანონოდ საზოგადოება ვერ იარსებებს, ხოლო კანონები თავისუფლების შემზღუდავია(მცირედით თუ მეტად), რასაც სამყაროს უდიდეს პარადოქსამდე მივყავართ.
“The more laws, the less justice”
-Cicero
თავისუფლება და კანონი
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების არსებობას საფუძველი საუკუნეების წინ ჩაეყარა დღესაც, ტექნოლოგიური განვითარების და პროგრესის სამყაროშიც ისმის კითხვა - როგორი უნდა იყოს ადამიანთა ის კავშირი, ასოციაცია, რომელიც დაიცავს პიროვნებას, მის საკუთრებას და ამავე დრო თანაცხოვრების პირობებში მიანიჭებს მას თავისუფლებას. ზოგიერთი ფილოსოფოსი ამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებლობად მიიჩნევდა, რომ ასოციაციის ყოველმა წევრმა რაღაც უნდა დათმოს, უარი უნდა თქვას თავის პირად უფლებებზე მთელი საზოგადოების სასარგებლოდ. აღარ უნდა არსებობდეს კერძო ნება, აღარ უნდა არსებობდეს ცალკეული ნებანი, იარსებებს მხოლოდ საერთო, ზოგადი ნება. ნუთუ ყველაფერი ასეთი რადიკალურია. შეგვიძლია იმის თქმა, რომ როცა ადამიანი საკუთარ გულის თქმას ემორჩილება, მაშინ ის მონაა, და როცა ემორჩილება კანონს, რომელიც თავის თავს ოდესღაც თვითონ დაუწესა საზოგადო სიკეთისთვის, თავისუფალია?
დავიწყოთ თავიდან. საერთოდ რაში გვჭირდება შემზღუდველი კანონი რომელიც ჩვენს თავისუფლებას ეჭვქვეშ აყენებს. მოგეხსენებათ თვითგანვითარება და თვითგადარჩენა ადამიანისთვის დამახასიათებელი მისწრაფებაა. წარმოვიდგინოთ, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა შეუზღუდავად გამოიყენოს თავიანთი უფლებები, შესაძლებლობები და შრომის ნაყოფი, მაშინ ალბათ უწყვეტ, შეუქცევად და უნაკლო სოციალურ პროგრესს მივიღებდით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს რაციონალურ არსებას ვუწოდებთ, მას ერთი მნიშვნელოვანი მიდრეკილება ახასიათებს. როცა კი შესაძლებლობა გამოჩნდება, იგი აუცილებლად ეცდება სხვის ხარჯზე განცხრომით ცხოვრებას. ამან განაპირობა კაცობრიობის ისტორიაში არსებული არაერთი ომი, მასობრივი მიგრაცია, რელიგიური დევნა, მონობა, უპატიოსნო ვაჭრობა, მონოპოლია და ასე შემდეგ. ეს დამღუპველი სურვილი თავად ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს. სწორედ იმ საყოველთაო, პირველყოფილი და უდრეკი ინსტიქტისგან, რომელიც აუცილებელს ხდის ადამიანთა მხრიდან ეგოისტურად მხოლოდ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილების დაუცხრომელი სურვილის მოთოკვას. ხანდახან ამ ქმედებას თავისუფლების შეზღუდვასთან ვაიგივებთ. წესრიგს, სახელმწიფოს, კანონებს ვადანაშაულებთ იმ თავისუფლების შეზღუდვაში, რომლის რაციონალურად და სამართლიანად გამოყენებას ქონის შემთხვევაში ალბათ ვერც კი შევძლებდით.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ცალკეული პიროვნება არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით, საკუთარი არჩევანის საფუძველზე აბატონებს ხალხის სუვერენობას და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ახერხებს საზოგადოების განუყოფელ ნაწილად ქცევას. ეს სუბიექტური გადაწყვეტილებაა და ამიტომაც არის, რომ მშობელსაც კი არ აქვს უფლება ეს ხელშეკრულება ძალაუფლებასთან და კანონთან შენს მაგივრად გააფორმოს. რადგან ყველა დაბადებიდანვე არის თავისუფლად შობილი, თავისუფლება მათივე საკუთრებას წარმოადგენს პირველივე წამიდან. მანამ სანამ შვილები სრულწლოვანებას მიაღწევენ მშობელს შეუძლია შვილის სახელით შეთანხმება დადოს, ცხადია მათივე არსებობის უზრუნველყოფისა და კეთილდღეობისთვის. თუმცა ეს პროცესი დროებითია და ამგვარი შეთანხმების დადება შენს გარდა სამუდამოდ და უპირობოდ არავის შეუძლია. ამის გამოა, რომ ყოველი თაობის ადამიანი თავად არის უფლებამოსილი მიიღოს მმართველობა ან უარყოს იგი. მმართველობა, რომელიც გვიწესებს კანონებს, რომლების დაცვაც არა მონებად და თავისუფლება „გასხვისებულ“ სუბიექტებად, არამედ მოწესრიგებული საზოგადოების წევრებად გვაყალიბებს. ასეთი მმართველობა, თუნდაც უფლებამოსილი, ვერასდროს იქნება თვითნებური.
კანონი არ ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას, იგი ადამიანებს სრულფასოვანი ფუნქციონირების საშუალებას გვაძლევს. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება სხვადასხვა სისტემებთან. სისტემებთან რომლებიც ვერ იარსებებდნენ მაწესრიგებელი კანონის გარეშე. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასამართლო სისტემებს, შრომით თუ სხვა სახის ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის, სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის გვჭირდება, სწორედ რომ კანონები აწესრიგებენ. შესაბამისად კანონი წარმოადგენს ჩვენი მიზნების ეფექტურად მიღწევისა და ყოველდღიური აქტივობიდან მაქსიმალური სარგებლის მიღების საშუალებას. კანონივე უზრუნველყოფს რომ თითოეული სისტემით სარგებლობა სამართლიანობის დაცვით განხორციელდეს და არ დაირღვეს ის, რასაც დემოკრატიულ საზოგადოებაში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ - თანასწორობა. რათქმაუნდა რადგანაც კანონების მიერ შექმნილი სისტემურობა ისეთ ციხესიმაგრეს ემსგავსება, რომლის შიგნით ოპერირების საშუალება გვაქვს, მის გარეთ კი ქმედება გვეზღუდება, გვიჩნდება განცდა, რომ ჩვენი თავისუფლება ამ სისტემურობის გავლენით იზღუდება. თუ კანონებით შეზღუდული თავისუფლებით სარგებლობა უსამართლობად გვეჩვენება მაშინ წარმოვიდგინოთ სამყარო სადაც არც განათლება, არც ეკონომიკა არც შრომითი ურთიერთობები ან სხვა ნებისმიერი სისტემა, არ წესრიგდება არანაირი კანონით. მაშინ აბსოლუტური თავისუფლების მქონე ადამიანებს მოგვიწევდა არა ჩვენი მიზნებისა და საჭიროებების მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებაზე (როგორც ეს ახლა „შეზღუდული თავისუფლების“ პირობებში ხდება), არამედ ელემენტარული წესრიგის დამკვიდრებაზე ზრუნვა ქაოსით მოცულ ურთიერთობებში. ჩვენი შესაძლებლობების ამაზე დახარჯვა და „პირველად მდგომაროებაში“ დაბრუნება უფრო დიდ უსამართლობად მეჩვენება, ვიდრე „შემზღუდველი“ კანონების პირობებში ქონა შესაძლებლობისა განვახორციელო ჩემი მიზნები მაქსიმალურად ეფექტიანად.
ამრიგად, თანამედროვე საზოგადოებრივ წყობაში, თუ ადამიანები დავრჩებით ისეთები, როგორებიც ვართ, ხოლო კანონები იქნებიან იმგვარნი, როგორადაც ყოფნაც შეუძლიათ - შესაძლებელია მმართველობის ისეთი კანონიერი და მყარი წესების არსებობა, რომელიც ჩვენს თავისუფლებას „შეზღუდავენ“ მხოლოდ იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა საზოგადოებაში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება შევძლოთ.
სად გადის ზღვარი პიროვნულ თავისუფლებასა და კანონს შორის
ადამიანთა თანაცხოვრება მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად მიმდინარეობს. ჩვენ მივაღწიეთ განვითარების იმ დონეს, სადაც აღარ გვიწევს განუწყვეტლივ ფიქრი თვითგადარჩენაზე, ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი აღარ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ დგომარეობას კაცობრიობამ მიაღწია არც ისე დიდი ხნის წინ და მალევე დაიწყო გეომეტრიული პროგრესიით განვითარება, რადგან ჩვენი მთელი ენერგია განვითარებისკენ სწრაფვაში იხარჯებოდა. რა იყო ის გარდამტეხი ფაქტორი, რამაც კაცობრიობას ამხელა ნაბიჯი გადაადგმევინა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებისკენ გაუხსნა გზა?
„ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“.
თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტალური მოთხოვნილებაა, მაგრამ სად გადის ზღვარი ჩემსა და სხვა ადამიანების თავისუფალ ნებას შორის? იმისთვის, რომ არ დაირღვეს ჩემი თავისუფლება, მე თანახმა ვარ საკუთარი ნებით დავთმო გარკვეული პრივილეგიები, რათა მქონდეს გარანტია, რომ ვიქნები დაცული როგორც მე, ასევე ჩემი საკუთრებაც- ამაში მდგომარეობს სოციალური კონტრაქტი. ამ ყველაფერს კი არეგულირებს კანონი, ესეიგი ხელისუფლება- მესამე, ‘ობიექტური’, მიუკერძოებული პირი, რომლის ერთ-ერთი უმთავრეს მიზანს ადამიანთა შორის კონფლიქტის დარეგულირება წარმოადგენს.
თავისუფლებასა და კანონს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და ბუნდოვანი საკითხია. სხვა და სხვა მოაზროვნეების დამოკიდებულებაც, შესაბამისად, განსხვავებული იყო და არის ამ საკითხზე. მაგალითად, ბუნებრივი სამართალი, რომელიც თომა აქვინელმა შექმნა, წარმოადგენს სამართლებრივ სისტემას, რომლის ლეგიტიმაციაც მომდინარეობს ადამიანის ბუნებაზე დაკვირვებით და ეფუძნება ადამიანის ბუნებითად თანდაყოლილ ღირებულებებს. ბუნებითი სამართლის თეორიიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გააჩნია ბუნებითად მინიჭებული უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურია არა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, არამედ მომდინარეობენ „ღმერთიდან, ბუნებიდან, ან არსიდან“. ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი ჟან-პოლ სარტრი ეთანხმებოდა აქვინელს იმ ნაწილში, რომ ადამიანში მართლაც არსებობს ღვთიური განგებისა თუ კანონზომიერების ერთგვარი ხვრელი, მაგრამ, როგორც მოგეხსენებად, სარტრი ათეისტი იყო, შესაბამისად თვლიდა, რომ ეს ნაწილი ადამიანში ცარიელია და მასში ტოვებს მუდმივ განცდას სიცარიელისა, რომელიც ვერასდროს შეივსება.
მთავარი კითხვა, რომელიც ბუნებითი სამართლის მიმართულებით ისმევა არის, რომ თუ კი ღმერთმა საკუთარ ხატად შეგვქმნა და თუ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ გავიაზროთ ეს, მაშინ რატომ ლახავენ ადამიანები მუდმივად ამ ბუნებრივ კანონს? აქვინელს ამაზე ორი პასუხი ჰქონდა- ემოციები და უმეცრება. მისი აზრით, ჩვენ გვსურს, რაც კარგი გვგონია, მაშინ როდესაც ის არ არის კარგი, რადგან ჩვენ არ გვყოფნის ცოდნა და ასევე ეხმიანება არისტოტელეს, რომელიც თვლიდა, რომ მართალია ადმიანი რაციონალური არსებაა, მაგრამ გარკვეულ დონეზე ჩვენ მაინც ემოციები გვმართავენ.
დეონტოლოგიის მიხედვით არსებობს გარკვეული წესები, რომლებიც მიგვიყვანს მორალურ ჭეშმარიტებასთან, რომელიც უნივერსალური და დასაბუთებული იქნება ყველა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანისთის და სწორის და არასწორის განსამარტავად აღარ იქნება საჭირო რაიმე მეტაფიზიკური, ღვთაებრივი ახსნის მოძებნა, მაგალითად, რომელსაც აქვინელი გვთავაზობს. კონსეკვენციალიზმის მიმდევრებიც, დეონტოლოგიის მსგავსად, გამორიცხავენ მეტაფიზიკურ ახსნას გარკვეული მოქმედებებისა თუ აკრძალვების შემოსაღებად და ათვლის წერტილად იღებენ სახალხო სიკეთეს, რომელსაც ქმედების შედეგი გამოიღებს. ამ თეორიის მიხედვით, კონკრეტულმა ქმედებამ შესაძლოა შელახოს ერთეული პიროვნებების ინტერესები, მაგრამ თუკი მასშტაბური რაოდენობის ხალხი მიიღებს სარგებელს, მაშინ შეგვიძლია ისმისაღებად ჩავთვალოთ.
ბუნებითი სამართალი, რომლესაც თომა აქვინელი გვთავაზობს, შეგვიძლია შევადაროთ სტოიკურ სამყაროს ხედვას , რომელიც ემორჩილება კონკრეტულ კანონზომიერებებს, სადაც შემთხვევით არაფერი ხდება და თითოეული მოქმედება ბუნების მიზანს და კანონებს ემსახურება. ვფიქრობ, ბევრად მარტივი გამოსავალია მიენდო სამყაროს მსგავს ხედვას და საკუთარი პასუხისმგებლობა ზებუნებრივ მიზნებსა თუ მიზეზებს გადააბარო. ჩემი ღრმა რწმენით, რაციონალური ადამიანისთვის არ წარმოადგენს გამოსავალს მსგავსი „ნახტომი რწმენაში“, რადგან მისი პრინციპები მუდმივად ბუნდოვანი და არამყარი იქნება. ისინი ხომ დაფუძნებული იქნება გრძნობებზე, ემოციებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება. ხოლო კანონები, რომლებიც ლოგიკასა და განსჯაზე იქნება დაფუძნებული იქნება ბევრად მყარი და მშვიდობის მომტანი, რადგან მისი დასაბუთება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი აბსტრაქტული ახსნების გარეშე, შესაბამისად შეცდომის დაშვების ალბათობაც თითქმის ნულამდე იქნება დაყვანილი
თავისუფლება ისე არ მოდის!
Თავისუფლება ისე არ მოდის!
Ალბათ, იცით ეს ბრწყინვალე ფრაზა, მართალიც იქნებით თუ გონებაში უნებურად წაიღიღინეთ: “თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია!” ერთი შეხედვით ეს უბრალო, ჩვეულებრივი სტროფი, რომელიც პათოსითაა გაჯერებული და მის უკანმდებარე აზრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უტოპიურია (ამიტომაც ჩანს სიტყვების მომნუსხველი მაგია და არა მათი იდეურობა) საერთოდ რას ნიშნავს თავისუფლება ისე არ მოდისო და მერე მხოლოდ ლომთა ხვედრი რატომაა ეს “დალოცვილი”.
Ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ერთი ბებო გამჭოლი მზერით, მაგრამ ნელი ნაბიჯით მომიახლოვდა (ველოდები “ამხანაგებს”). Არც აცია და არც აცხელა, პირდაპირ მკითხა: “ბებო, რა მოგწონს კაპიტალიზმშიო?” - დაბნეულმა (რადგან მგონია, რომ მაქსიმუმ მძიმე ჩანთის ტარებაში დახმარება მთხოვოს ან მინიმუმ საათი მკითხოს) კითხვა გავამეორებინე მოწიწებით. Არ დააყოვნა. Ბევრი არც მე მიფიქრია და ვუთხარი პირდაპირ რაც მომადგა - “თავისუფლება”. Რატომ ვთქვი, ამას დღემდე ვერ ვხვდები, მაგრამ რა თქვი ეს უკვე კარგად მომეხსენება”სავით”.
Ამასწინათ ვკამათობდით ზუსტად ამაზე მე და ჩემი “ამხანაგები”, რა ხილია სოციალიზმი - დასკვნა გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის სათაურს ჰგავდა: “მაცდური სოციალიზმი”. Მერედა მართლა ეგრე არ არის? Დღეს არ არის საკმარისი მხოლოდ ის, რომ კანონი იყოს სამართლიანი. Ჩვენ უფრო მისი “ქველმოქმედება” გვაინტერესებს, რამდენად კეთილი და მზრუნველია, გამრჯე და კაცთმოყვარე. Მაგრამ უფრო შორს მივდივართ და ვამბობთ, რომ არც ის კმარის თუ კანონი გარანტია თითოეული ადამიანისთვის, თავისუფლად და უვნებლად გამოიყენოს მორალური და ფიზიკური თვითგანვითარების ნება. Ამიტომაც ვითხოვთ, ნებსით თუ უნებლიეთ, რომ კანონით გავრცელდეს კეთილდღეობა, განათლება, ზნეობა და ა.შ ყველა ადამიანში.
Ალბათ თქვენც მოგეწონებოდათ. Მოიხიბლეთ არა? Მაცდური არ არის სოციალიზმი? Დააბალანსა თქვენი ბედნიერებაც და სხვა დანარჩენისაც თანაც კანონის ფარგლებში. გამოდის ისე, რომ წესი უნივერსალურია, ყველასთვის ერთნაირი და ამასთან ჩვენი წილი დიდია იმაშიც, რომ ყველამ უნდა მიიღოს სიამოვნება, სიკეთე, ბედნიერება. Რა გამოვიდა,რომ “უნაკლოდ ვართ, უნაკლო სამყაროში, თავადვე უნაკლოები”.
Სულ ცოტა რაციონალურობა გვჭირდება და კითხვაც მკაფიოდ გაისმის, მერედა რატომ არ ხდება ეს ასე? Რა არის ამაში რთული, “ამხანაგობაში”. Სიკეთეს ყველა ერთად ვაკეთებთ ( შესაძლოა არა განზრახვით, მაგრამ კანონმორჩილებით ასე უწევს), ჩვენი პირადი წესებიც, რომელიც ჩვენს სიამოვნებებსა და მორალს ეხება, სხვასაც აკმაყოფილებს ( რადგან კანონი ფილანტროფია და ეს ჩვენ მოგვწონს). Ლამაზად ჟღერს მაგრამ განზე გვრჩება ის პატარა ხრახნი, რომელიც საცაა გამოსხლტება სისტემიდან და ჩამოშლის ამ ჩვენს “ედემის ბაღს”. Ეს ხრახნია თავისუფლება. Საკმარისია ადამიანმა გაიაზროს, რომ ამ ყველაფრის მისაღწევად აუცილებელია სასწორის მეორე პინაზე თავისუფლება დაიდოს, რომ აჯანყდება, როგორც თავისი “ამხანაგობის” ასევე საკუთარი თავის მიმართ. “Აუფ რა ქვეყანა დაანგრიეს და რის გამო?”. Იკითხავთ და სრულიად ბუნებრივიცაა, უღირდა ადამიანს განა სამუდამო სიმშვიდე თავისი ახირების გამო? Თანაც ეს სამუდამო სიმშვიდე ყოვლისმომცველია, ყველასთვისაა. Ამას პასუხი ჩვენმა უხსოვარმა წინაპარმა გასცა ბრწყინვალედ: უბრალოდ ადგა და ვაშლი შეჭამა.
Ხოოომ… არ მოდის თავისუფლება ისე. Თავისუფლება ლომთა ხვედრია. Საფარაშიც ძნელად თუ დაათმობინებ ფაფარაშლილ ცხოველს მეფობას. Ადამიანისთვისაც ეგრეა, სულ რომ სამოთხეში შებრუნება შესთავაზო, მაინც იქიდან გამოქცევას მოინდომებს. Ამიტომაც არის ასე, ადამიანი ვერ იქნება ერთდროულად თავისუფალიც და “ტყვეც”, თუნდაც ეს უკანასკნელი თავისსავე მიღებულ სამართლიან კანონებში ხორციელდებოდეს. Თუნდაც ის ისეთივე მიმზიდველად გამოიყურებოდეს, როგორიც საერთო სიკეთის, თანაბრად ცხოვრების, სოციალიზმის იდეებშია. Თუნდაც ის ზუსტად, მკაცრად განსაზღვრავდეს რა არის მორალურ-ზნეობრივი და თანაც ამას არგებდეს უკლებლივ ყველას.
Და მაინც შესაძლოა მოსვენებას არ გვაძლევდეს ის კითხვა, რატომ არ შეიძლება თვითონ კანონი გამოვიყენოთ თავისუფლებისთვის, კანონი რომ დავაკანონოთო. Მართალიც ვიქნებით მაგრამ აქ ასე ხდება. Კანონი და მისი ძალა უპირველესად არა რაიმეს მიღწევისთვის განცალკევებულ არსებობას გულისხმობს, არამედ რაიმეს დაცვისთვის განკუთვნილ ოპტიმალურ გზას, რომელიც მათ ერთიანობაზე დგას. Აი ზუსტად ისეა, როგორც მაკკოფეს რეკლამაში: “ორი ერთში” (იქ სამი იყო, მაგრამ არაუშავს).
Გამოდის, რომ კანონის ძალით ვერასდროს იქნები თავისუფალი. Მაშინ სხვაგვარად რომ ვთქვათ: კანონი იყოს ის ერთადერთი სწორი გზა, მორალურად გამართლებული და ჭეშმარიტი, რომელიც თავისუფლებას შეზღუდავს. Ამასთან ეს ყველასთვის ასე იქნება, არა რომელიმე ცალკეული პირისთვის. Ვფიქრობ ამ ვითარებით იქამდე ვიქნებით კმაყოფილი სანამ პრობლემას არ შევეჩეხებით: თუ კანონი ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ მორალურად ეს გამართლებულია და ამავდროულად ის სხვას რგებს, მაშინ იკარგება თანასწორობის და თავისუფლების იდეა. Ასე, რომ კანონი ვერ არის სწორად დადგენილი, რადგან მისი ძალა შეუძლებელია ერთდროულად თანასწორად ვრცელდებოდეს ორ ადამიანზე (თან იყოს მორალურად სწორი) მაგრამ აქედან ერთს სიამოვნებას ანიჭებდეს, თავისუფლებას, მეორეს კი პირიქით ართმევდეს მას, აკნინებდეს.
Ამიტომაც: თავისუფლება ისე არ მოდის! Არც სამართლიანობა მოდის ასე!
ადამიანის უფლებები და კანონი
თავისუფლება და კანონი არის ის ორი ცნება, რომელთა ურთიერთკავშირიც საკმაოდ საინტერესოა. ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც კანონი აძლევს მას ამის საშუალებას. რა არის კანონი?- კანონი სახელმწიფოს მიერ მიღებული აქტია, რომელიც საზოგადოებრივ ურთიერთობებს არეგულირებს და უზრუნველყოფს ადამიანის პიროვნული უფლებების დაცვას. ადამიანის ძირითად უფლებებს საფუძვლად ღირსებისა და თანასწორობის ცნებები უდევს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ეპყრობოდეს ხელისუფლება თუ კონკრეტული ინსტიტუტი ინდივიდს.
კანონი არის სახელმწიფოს ის ბერკეტი, ის რეგულირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა უფლებების დაცვას და სახელმწიფოში წესრიგის შენარჩუნებას და უწესრიგობის, ქაოსისა და ანარქიის პრევენციას. ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და თავისუფალი, თუმცა, თუ ჩემი ამ თავისუფლებით სხვის უფლებებს ვლახავ და ვზღუდავ, დაუშვებელი და ყოვლადგაუმართლებელია. შენი უფლებები იქ მთავრდება, სადაც სხვისი იწყებაო, ნათქვამია, თუმცა ასე კონკრეტული ზღვარი, მიჯნა შენი და სხვის უფლებებს შორის, შეუძლებელია გამოვკვეთოთ.
სახელმწიფოს მიერ აღიარებული ადამიანის უფლებები განაპირობებს და უზრუნველყოფს ინდივიდის თავისუფლებასა და მის დაცულობას. მაგალითად, ადამიანს აქვს სიცოცხლის, აზრის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, განათლებისა და მუშაობის უფლება. ამას დამატებული აკრძალვა იმისა, რაც ამ უფლებებს შელახავს და უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ადამიანზე, მაგალითად- წამების აკრძალვა-როცა არავის აქვს იმის უფლება, ფიზიკური ტკივილი მოგაყენოს.
ადამიანის ეს უფლებები სახელმწიფოს ვალდებულს ხდის, რომ მიიღოს კონკრეტული ზომები ამ უფლებების დასაცავად. შეიმუშაოს კანონები და საკანონმდებლო სისტემა, რომ უზრუნველყოს მოქალაქეთა დაცულობისა და უსაფრთხოების ხელშეუხებლობა.
რახან კანონები არეგულირებენ ადამიანთა ქცევას, მათი ბუნებაც, გასაგებია, ითვალისწინებს რაღაც შეზღუდვებს. თითქოს ადამიანს მაინც უზღუდავს სრულ თავისუფლებას. ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად აქვს თავისუფლება გააზრებული, ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს პიროვნულ თავისუფლებას. შესაბამისად, თუ რაიმემ არ დაარეგულირა მათი ქცევები, სახელმწიფოში ქაოსი და არეულობა დაისადგურებს და სრულ ქაოსამდე მიგვიყვანს, სადაც, რეალურად, არავის თავისუფლება არ იქნება დაცული და გარანტირებული.
Fire in the Bush - The spirit burning, not consuming but purging mankind
ჯონ სტიუარტ მილი ტრაქტატში <<თავისუფლების შესახებ>> დათქვამს:
პრაქტიკული საკითხი, თუ სად უნდა გავავლოთ საზღვარი – როგორ უნდა დამყარდეს შესაფერისი წონასწორობა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასა და სოციალურ კონტროლს შორის – არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც თითქმის ყველაფერი ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ყველაფერი, რის გამოც ადამიანისთვის მისი არსებობა ღირებულია, დამოკიდებულია სხვა ადამიანების იძულებაზე, შეზღუდონ თავიანთი ქმედებები.
ინტერესთა დაბალანსებისთვის დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას აღუნუსხავს – კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების გამოყენების რესურსი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში გამოიკვეთა, ძირითადად, ორი მიმართულებით:
ა) კონსტიტუციური უფლების ფარგლებისა და დიაპაზონის გააზრებისთვის, განმარტებისთვის;
ბ) ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების კრიტერიუმების, მეთოდების დანერგვისთვის.
Მომყოლი,
კონსტიტუციური უფლებები არცერთი ადამიანისთვის უზრუნველყოფს დათქმას, რომ მას ამ უფლებებით ყოველთვის შეუზღუდავად, შეუფერხებლად, მისი სურვილისამებრ სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. კონსტიტუცია საზოგადოდ და, განსაკუთრებით, კონსტიტუციური უფლებები, პირველ რიგში, იმის გარანტიაა, რომ ამ უფლებების სუბიექტებს აქვთ განვითარების ერთნაირი სამართლებრივი შესაძლებლობანი. ამიტომ, თითოეული ადამიანის თვითრეალიზაციის ზღვარი, პირველ რიგში, სხვა ასეთივე ადამიანებია. ადამიანის უფლებების ადამიანის უფლებებით შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია უფლებებით ეფექტური სარგებლობა და ინტერესთა სამართლიანი ბალანსი.
თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს და მისი ძირითადი დატვირთვა არის ადამიანის უფლებების შეზღუდვისას სახელმწიფოსთვის ფარგლების განსაზღვრა. უზრუნველყოფს რა თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ამდენად, მას კონსტიტუციური კონტროლისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. Შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ, ერთი მხრივ, თანაზომიერების პრინციპი დაუდო ზღვრად ხელისუფლების მოქმედებას, ხოლო მეორე მხრივ, თავადაც დაივალდებულა, შეიბოჭა თავი უპირობო ვალდებულებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის უფლებაში ხელისუფლების ჩარევის სამართლიანობა, კონსტიტუციურობა სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეაფასოს, რაც არაერთგზის და არაორაზროვნად გაიმეორა სხვა გადაწყვეტილებებშიც:
სადავო ნორმა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სწორედ თანაზომიერების პრინციპი ადგენს მატერიალურ მასშტაბებს კანონმდებლისათვის ძირითადი უფლებების შეზღუდვისას. თუ ნორმა ამ პრინციპებს არ შეესაბამება, ის დაუშვებს თვითნებობის შესაძლებლობას. სახელმწიფოს თვითნებობა ადამიანის თავისუფლების სფეროში კი ავტომატურად ნიშნავს ადამიანის ღირსების, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმაღლესი პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას და ადამიანის ძირითადი უფლების არაკონსტიტუციურ ხელყოფას. კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრიციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო [ლეგიტიმური] მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე. შეიძლება ჩაითვალოს თანაზომიერების პრინციპის ზოგად საფუძვლად, თუმცა ამომწურავად არ განსაზღვრავს მის მნიშვნელობას. ის კონკრეტულ შინაარსს ზუსტად საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში იძენს, რადგან თანაზომიერების პრინციპი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარმოადგენს განმსაზღვრელ კრიტერიუმს ამა თუ იმ ნორმატიული აქტით ადამიანის უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების და, შესაბამისად, კონსტიტუციურობის დადგენისას.
კანონი, როგორც ძარცვის ლეგალიზება
ადამიანის ძირითადი უფლებების არსისა და მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა სათავეს იღებს ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს ფილოსოფიური მოძღვრებებიდან, რომლის პოლიტიკურ-სამართლებრივმა აზროვნებამ საფუძველი ჩაუყარა ბუნებითი სამართლის იდეას. ბუნებითი სამართლის მოძღვრების მიხედვით, ყველა ადამიანი ფლობს თანდაყოლილ და გაუსხვისებელ უფლებას, რომლის ქონაც გამომდინარეობს მხოლოდ მისი ადამიანური საწყისებიდან და სახელმწიფოს არ აქვს მისი მინიჭების თუ ჩამორთმევის უფლება. ბუნებითი სამართლის შემუშავების და მისი კოდიფიცირების შემდეგ კი დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ პოზიტიურ სამართალთან ერთად არსებობდა რაღაც ისეთი ბუნებრივი უფლებები, რომელიც გააჩნია ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის ადამიანია და ამ უფლებების ჩამორთმევა არის დაუშვებელი, თუმცა შეიძლება შეიზღუდოს. ამ ძირიტად უფლებებს განეკუთვნება სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები.
თუმცა, ამ ძირითადი უფლებების შეზღუდვა ხდება კანონების საშუალებით. თუ ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება, ამას მოყვება ის, რომ ადამიანთა ჯგუფს აქვს უფლება შეიმუშავოს ორგანიზებული, საერთო ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ამ უფლებების მუდმივ დაცვას. ასეთ ორგანიზებულ ძალას წარმოადგენს კანონი. მაგრამ რა ხდება, როცა კანონს ვაძლევთ საშუალებას შეზღუდოს ჩვენი საკუთრების უფლება? შესაძლებელია თუ არა, კანონს გააჩნდეს ძარცვის ლეგალიზების პოტენციალი? განვიხილოთ კანონი, რომელიც კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ართმევს იმას, რაც მისი საკუთრებაა და აძლევს იმ ადამიანებს, რომელთაც ეს არ ეკუთვნის და ამის მოპოვება მხოლოდ და მხოლდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ დანაშაულს არ ჩაიდენდა - არ გაძარცვავდა მის მფლობელს. ამაში ვგულისხმობ გადასახადებს, რომელიც შემდგომ ბიუჯეტის დაგეგმარების და გადანაწილების შედეგად გადაეცემა სხვადასხვა ჯგუფს თუნდაც სუბსიდიის, რაიმე ბენეფიტის სახით, ჯანდაცვის სფეროს, საჯარო სკოლებს და ა.შ. ანუ ადამიანის საკუთრება კანონის აღსრულების შედეგად ხმარდება ისეთ პიროვნებებს, რომელთაც ეს არ ეკუთვნოდათ.
ეს საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ კონსეკვენციალიზმის ფილოსოფიის ჭრილიდანაც. ამ ფილოსოფიის მიხედვით, მოქმედების მორალურობასა და სისწორეს განსაზღვრავს მხოლოდ და მხოლოდ მისი შედეგი. კონკრეტული ქმედება აუცილებლად უნდა ახდენდეს საზოგადო ბედნიერების, საყოველთაო კეთილდღეობის მაქსიმიზებას. შესაბამისად, ამ დოქტრინიდან გამომდინარე, თუ ჩავთვლით, რომ კანონი რომელიც ლეგალურად უწესებს გადასახადებს მოქალაქეებს თავიანთ საკუთრებაზე, უზრუნველყოფს ადამიანთა იმ მრავალრიცხოვანი ჯგუფის ბედნიერების მაქსიმიზებას, ვისაც მართლაც ესაჭიროება ამგვარი დაფინანსება, მაშინ ამგვარი კანონი ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და საერთო ბედნიერების მაქსიმიზებას.
თუმცა, შეგვიძლია კონსეკვენციალისტურ ფილოსოფიას დეონტოლოგიური მოძღვრება დავუპირისპიროთ, რომელიც ქმედების სისწორეს განსაზღვრავს არა შედეგის, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ის იმპერატიული ხასიათის ნორმების ერთობლიობას. მთავარი დატვირთვა მიზეზებსა და მოვალეობებზეა. თუ იმ ადამიანთა ჯგუფის დახმარება, რომელთაც მართლაც სჭირდებათ ამ დაფინანსების მიღება იმპერატიული ხასიათისაა, ეს ქმედება მორალურად გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ, საინტერესოა თავად ამ ქმედების მიზანი. როდესაც კანონი ვალდებულს ხდის ადამიანებს, გადაიხადონ საკუთრებაზე დაწესებული მაღალი გადასახადი და ასე დააფინანსონ სხვები, ასეთ დროს ხომ არ მოდიფიცირდება მოქმედების მიზანი. ამ დროს ჩემი ქმედების მიზეზი მხოლოდ რაღაც იძულებითი მდგომარეობაა და არა ის მორალური ვალდებულება, რომ დავეხმარო ჩემზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
საბოლოოდ ვფიქრობ, რომ ვალდებულებითმა კანონმა, რომელიც აიძულებს ადამიანებს საკუთრებაზე დაწესებული მაღალი გადასახადებით დააფინანსონ სხვა ჯგუფები, ართმევს ადამიანს თავისუფალ ნებას და გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. ასეთი იძულებითი მდგომარეობა კი ადამიანის საკუთრებასთან ერთად უკვე მის თავისუფლებასაც შეზღუდავს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე საკუთარი მორალური ჭრილიდან გამომდინარე.
თავისუფლება დანაშაულის საწინდარია
ადამიანი დანაშაულად აღიქვამს იმ ქცევას რომელიც არღვევს კანონს, ან უნივერსალურ მორალურ სტანდარტს, ან საკუთარ მორალურ სტანდარტებს. დანაშაული მჭირდოდ არის დაკავშირებული დასჯის შიშთან, სირცხვილთან და სინანულთან. იმისათვის, რომ ინდივიდმა განიცადოს შიში, შერცხვეს, ინერვიულოს და ინანოს აუცილებელია იყოს პასუხისმგებელი, ხოლო ვერ იქნები პასუხისმგებელი თუ არ ხარ თავისუფალი.
ქრისტიანულ რწმენაში, სინანულის მეშვეობით შესაძლებელია ცოდვის შემდეგ გავხდეთ უცოდველები და გავთავისუფლდეთ მარადიული ტანჯვისგან. ქრისტიანულ ეთიკაში მნიშვნელოვანია თავისუფალი ადამიანიის იდეის არსებობა. ადამიანი ვერ დაეცემა და შემდეგ ვერ იქნება მიტევებული, რომ არ არსებობს სამყარო სადაც იგი თავისუფალია. ადამიანი ვერ იქნება მიტევებული თუ არ ინანებს, ხოლო სინანული არ იარსებებს თუ არ იქნება თავისუფლება, მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია ინანოს, რადგან მხოლოდ თავისუფალ ინდივიდი არის პასუხისმგებელი საკუთარ ქცევებზე.
საპირისპიროდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ დეტერმინისტული, წინასწარგანჩინებული სამყარო სადაც ადამიანები ცხოვრობენ წინასწარ დაწერილი წესებით. მათი ყველა ქმედება მიზან - შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული. ისინი აკეთებენ იმას რასაც აკეთებენ, რადგან სხვა რამის გაკეთება და სხვაგვარად მოქცევა არ შეუძლიათ. მაშინ წარმოუდგენელია ასეთ სამყაროში მცხოვრებ ადამიანს რაიმე პასუხისმგებლობა დააკისრო. დავუშვათ ამ სამყაროში მცხოვრება ინდივიდმა ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა ხვანაირად მოქცევა მას არ შეეძლო, რადგან სამყარო რომელშიც იცი ცხოვრობდა ამის საშუალებას არ აძლევდა, შესაბამიად მას ვერ მოვთხოვთ იყოს პასუხისმგებელი იმ ქმედებაზე რაც ჩაიდინა, ხოლო თუ არ არის პასუხისმგებელი, ვერ ექნება სინანულის განცდა.
თუ არსებობს სინანული, მისი განცდა მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია, ხოლო სინანული აუცილებლად დანაშაულის შედეგია. რომ არ იყოს დანაშაული არ იქნებოდა სინანული და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სიანანული მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია მივიღებთ შედეგს, რომ დანაშუალის ჩადენა მხოლოდ თავისუფალი ადამიანისთვისაა შესაძლებელი.
თავისუფლების სამი კომპონენტი
თავისუფლების კონცეფცია საკამათო თემაა მასობრივი კონსტიტუციის შექმნის შემდეგ, შესაბამისად თავისუფლების განსაზღვრაც მრავაფეროვანია. თითოეულ განმარტებაში მოიძებნება საერთო მახასიათებელი: ყველა თავისუფლებას ეძებს, თუმცა ოდესმე ნამდვილად მოიპოვება კი იგი? შესაძლოა თუ არა სრულიად თავისუფალ მდგომარეობას მივაღწიოთ? რა თქმა უნდა, არა. იყო თავისუფალი, პირდაპირ უკავშირდება შეზღუდვების ქონას თუ არქონას. დღეს ჩვენს სამყაროში თავისუფლება უფრო იდეაა, მიუწვდომელი კონცეფცია, რომელსაც მუდმივად ეძებენ.
თავისუფლება არ არის ცხადი და ზუსტი იდეა. მისი მნიშვნელობა იცვლება იმისდა მიხედვით, როგორ აღიქვამს მას თითოეული ინდივიდი. ჩემთვის თვისუფლება საკუთრი თავის გამოხატვის შესაძლებლბაა. იმისთვის, რომ არჩევანის გაკეთება შევძლოთ , თუ სად გვინდა ვიცხოვროთ, რომელი წიგნი წავიკითხოთ და რა ჟანრის მუსიკას მოვუსმინოთ, რომელი რელიგიის გვწამდეს, გვჭირდება თავისუფლება. გადაწყვეტილების მიღების და ჩვენი რწმენის სასარგებლოდ მოქმედების შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, ჩემთვის თავისუფლება არ იარსებებდა. სწორედ ამიტომ სიტყვა შესაძლებლობა თავისუფლების სინონიმია, და როცა ადამიანს ეზღუდება საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების შესაძლებლობა, ოცნებების ასრულება და გადაწყვეტილების მიღება, ე.ი ის თავისუფალი არ ყოფილა.
საინტერესოა სახელმწიფოში, სადაც ადამიანები ვცხოვრობთ რა უნდა იყოს ისეთი, რაც საფუძველი იქნება ჩვენი ინტერესის გათვალისწინებისა, რამ უნდა დაიცვას ჩვენი და სხვისი თავისუფლება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მინდა გამოვყო თავისუფლების სამი კომპონენტი: დემოკრატია, კონსტიტუცია, ხალხი.
დემოკრატია, ხალხის მმართველობა, უნდა დამყარდეს იმისთვის, რომ გათვალისწინებული იქნეს მოქალაქეთა აზრი და შენარჩუნებული მშვიდობიანი სახელმწიფო. დემოკრატია დადასტურებაა იმისა, რომ უმცირესობას მართავს უმრავლესობა, თუმცაღა ჩემმიერ ნახსენები მეორე კომპონენტის, კონსტიტუციის გარეშე, შანსი დიდია რომ დემოკრატია ტირანიად იქცეს, შესაბამისად შეიზღუდოს მოქალაქეთა უფლებები, შეილახოს მათი თავისუფლება და საფრთხე დაემუქროს ადამიანის ძირითად უფლებებს. მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში კონსტიტუცია, როგორც ყველაზე ძალოვანი ნორმატიული აქტი, შეგვიძლია ამერიკის შეერთებული შტატები განვიხილოთ, აქ მრავალი შეთავაზებული კანონპროექტი დახურეს, რადგან ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანთა უფლებებს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ კონტიტუცია არის თავისუფლების ერთ-ერთი კომპონენტი.
თუმცა რომ არა ხალხი, არც კანონმდებელი იარსებებდა, არც კონსტიტუცია შეიქმნებოდა და ვერც თავისუფლების იდეის განმარტებას ვერ შევეცდებოდით. სწორედ ხალხია ერთადერთი წყარო სახელმწიფოსა. ადამიანებს გვაქვს უფლებები და ჩვენ თავად ავირჩიეთ კანონებით შევიზღუდოთ სრული თავისუფლება, რათა სახელმწიფომ დაგვიცვას ჩვენ და ჩვენი საკუთრება. აღსანიშნავია ისიც, რომ უფლებები არსებობდა კონსტიტუციამდე, ანუ ჩვენთვის ისინი არავის მოუნიჭებია. ამის საილუსტრაციოდ დავიმოწმებ საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს: ,,სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“.
და მაინც, კიდევ ერთხელ დავსვათ ეს შეკითვა, შეიძლება კი აბსოლუტური თავისუფლების მიღწევა მაშინ, როდესაც თავისუფლების გვერდით არსებობს კანონი? ცხადია, რომ არა. თუმცა, მგონია, უფრო სწორი იქნება ასეთ დაშვებას გავყვეთ: წარმოვიდგინოთ მოცემულობა, სადაც ყველა თავისუფალია და სადაც არ არსებობს ამ თავისუფლების შემზღუდავი კანონი, რას მივიღებთ? ეყოფა კი ადამიანს ნებისყოფა და სურვილი იმისა, რომ საკუთარი ინტერესების და სურვილების დასაკმაყოფილებლად არ შელახოს სხვისი უფლებები? რა თქმა უნდა, არა. ცნობიერად, შესაძლოა არცერთ ადამიანს არ სურდეს გახდეს სხვისი სიცოცხლის ან საკუთრების უფლების დამრღვევი, მაგრამ ყოველთვის არსებობს ის ბნელი სამყარო, რომლესაც არაცნობიერს ვუწოდებთ. და რადგან ყველა დაუკმაყოფილებელი სურვილი, ნატვრა, ზრახვა გადაისროლება ადამიანის ქვეცნობიერში, შეუძლებელია კანონის არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ არ მიგვენიჭებინა უპირატესობა გონების ამ სიღრმეში არსებული განზრახვებისათვის. კანონის გარეშე ყოველთვის, ყოველწამიერად იქნებოდა ბრძოლა ადამიანთა შორის, ერთის თავისუფლება მუდმივად შელახავდა მეორეს თავისუფლებას. სწორედ ადამიანის ფსიქოტიპიდან გამომდინარე და იქედან რომ მძაფრ შეგრძნებათაგან პირველი ალბათ მაინც შიშია, შიში რომ დაისჯება, ჩვენ ვემორჩილებით კანონებს, მეტიც ადამიანებიც კი ავირჩიეთ, ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც ამ კანონებს ქმნიან, თუმცა ზუსტად თავისუფლების ჩემმიერ აღნიშნული სამი კომპონენტის: ხალხის, დემოკრატიისა და კონსტიტუციის წყალობით, არც ამ კანონმდებლებს აქვთ ჩვენზე მეტი შესაძლებლობა იყვნენ უფრო თავისუფალნი. პარადოქსია, მაგრამ ისინი, ისევე, როგორც ჩვენ, საკუთარი ხელით შექმნილი კანონმდებლობით იზღუდებიან.
როდესაც ვცდილობ ერთად განვიხილო თავისუფლებისა და კანონის ცნებები, ასეთი ასოციაცია მიჩნდება, თითქოს ადამიანებს გვკითხეს გვინდოდა თუ არა თავისუფლება და ამის სანაცვლოდ თუ ავიტანდით შეზღუდვებს- და ჩვენ დავთანხმდით ამ შემოთავაზებას, ყველანი ერთად მივედით საერთო დასკვნამდე. თუ გვსურს ,მინიმუმ, გვქონდეს დაცულობის განცდა, ჩვენ გვჭირდება ვიღაცამ უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაგვიცვას რათა არ შეილახოს სიცოცხლის, საკუთრების, აზრის გამოხატვის უფლებები. ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ დემოკრატიას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კანონის გარეშე მმართველობის ეს ფორმა ქმნის საფრთხეს, რომ ძალაულება ბოროტად იქნეს გამოყენებული და ადგილი ჰქონდეს მცირე ჯგუფთა თვითნებობას. თავისულების მეორე კომპონენტი, კონსტისტუცია, სწორედ ის ბერკეტია, რომელიც ერთი- გვიცავს სხვა ადამიანებისაგან და ამავდროულად ზღუდავს ჩვენმიერ არჩეული მმართველების მოქმედების არეალსაც, ისევ იმიტომ, რომ ხალხის, როგორც ლეგიტიმაციის მთავარი წყაროს, უფლებები და თავისულებები დაცულ
დემოკრატიული სახელმიფოების მმართველობის ფორმათა გასნხვავებების დასაბამი.
დემოკრატია სახელმწიფო მართვის ფორმაა, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. ტერმინი ისევე , როგორც თავად მმართველობის სისტემა ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს.დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყანათა დიდი ნაწილი დემოკრატიული მოწყობისაა .იმის გასააზრებლად თუ რამდენი სახის დემოკრატიული მმართველობა შეიძლება არსებობდეს დღეს მსოფლიოში და რამდენად , და რომელი ასპექტებით შეიძლება განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან , ვთვლი , რომ მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკური წყობის საწყისს მივუბრუნდეთ და განვიხილოთ თუ რა ტიპის დემოკრატიებს განასხვავებდნენ ძველი ბერძნები და რაც მთავარია , რა იყო ამ განსხვავებთა გაჩენის მთავარი მიზეზები. არისტოტელე საკუთარ ნაწარმოებში „პოლიტიკა „ საუბრობს დემოკრატიის არსზე და მის ფორმებს განიხილავს. მისი თმით , მიზეზი იმისა , რომ დემოკრატიული მართველობები ერთმანეთისგან განსხვავდება , არის ორი: პირველი და უმთავრესი, თავად ხალხის განსხვავებულობაა. ერთი მხრივ არსებობს მიწათმოქმედთა სიმარავლე , მეორე მხრივ , ხელოსნებისა და დაქირავებული მუშებისა. განსხვავებულ საზოგადოებებში ამ მოსახლეთა რაოდენობა , გავლენა და მნიშვნელობაც განსხვავდება .შესაბამისად , თუ საზოგადოებაში რომელიმე ეს ფენა ჭარბობს ,მათი დემოკრატიული მოწყობის პრინციპიც , პირველ რიგში , მოსახლეობის უმრავლესობაში მყოფი ფენის ინტერესბიდან გამოვა.მეორე მიზეზი კი ის ფაქტორებია, რაც დემოკრატიას მოსდევს შედეგად .ეს ფაქტორებია სპეციფიურია ,ისინი კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული და უმთავრესად კონკრეტულ არეალში მცხორები საზოგადოების ინტერესებისა და გამოწვევების გამოძახილია . მათ სხვადასხვა კომბინაციას ,საბოლოოდ განსხვავებულ დემოკრატიის ფორმების მიღებამდე მივყავართ.
დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპს თავისუფლება წარმოადგენს. „ თავისუფლების ერთ-ერთი ნიშანი , ის არის , რომ რიგ-რიგობით ყველა მოქალაქე ქვეშევრდომიც და ხელმძაღვანელიცაა. თანასწორობა დემოკრატიული კანონით ხორციელდება არა ღირსების , არამედ რაოდენობის მიხედვით , რადგან აქ სამართალიც ასეთია „ წერს არისტოტელე. ანუ , საუბარია იმაზე , რომ დემოკრატიის ძირითადი პრინციპით სწორი და სამართლიანი ისაა, რასაც უმრაველესობა ფიქრობს და შესაბამისად , სახელმწიფოს მიზანიც ამ უმრაველესობის ხედვას უნდა დაემთხვეს.არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული პირისა თუ დაჯგუფების ავტორიტეტს, გამოცდილებასა ან თუნდაც მატერიალურ შესაძლებლობებს , მათი აზრი უარყოფილი უნდა იყოს, თუ ის მოსახლეობის უმრავლესობის შეხედულებას არ ემთხვევა.ბერძნული გაგებით , დემოკრატიულ სახელწიფოში ძლიერი ხალხის უმრავლესობაა და არა კონკრეტული ინდივიდები. რაც შეეხება იმას , თუ რატომაა არისტოტელეს აზრით , ყოველი ადამიანი დემოკრატიისას ხელმძღვანელიც და ქვეშევრდომიც , ჩემი აზრით , ეს შემდეგნაირად აიხსნება :დემოკრატიული მართველობისას ყველა ხელმძღვანელ პირს ირჩევს ხალხი , ანუ ყველა .ყველა ხელმძღვანელობს თითოეულს , ხოლო შემდგომ ეს თითოეული ხელმძაღვანელობს ყველას. შესაბამისად , ასეთ წყობაში , ნებისმიერი ადამიანი დაქვემდებარებულიცაა და იმავდროულად ზემდგომიც. საბოლოოოდ შეიძლება ითქვას , რომ დემოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობის შექმნიდან მოყოლებული მისი უამრავი სახესხვაობა და ვარიაცა შეიქმნა მსოფლიო მასშტაბით , თუმცა მიუხედავად დემოკრტიიის კონკრეტული სახელმწიფოებრივი ფორმების ცვლილებებისა , ყველა დემოკრატიული რეჟიმის სამართლიანად შერაცხვა შესაძლებელია თუ გრძელვადიან პერიოდში გადაწყვეტილების მიმღები არა ცალკეული ადამიანები , არამედ საზოგადოების უმრავლესობის ერთობაა.
To Break Or To Replace Chains?
მონობა წარმოადგენს სოციალურ ინსტიტუტს, რომელიც ემყარება ერთი ინდივიდის მიერ მეორესადმი კუთვნილებას, დომინირებასა და ექსპლუატაციას.მონობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ ეწინააღმდეგება საკუთრების, თვითმყოფადობისა და თავისუფლების უფლებებს, რომელთაც ფრედერიკ ბასტია ღვთისაგან ბოძებულ საჩუქარს უწოდებს, საჩუქარს, რომელთან თანახმიანიც უნდა იყოს კანონი. ბასტიატის თქმით, კანონმა დაკარგა საკუთარიპირვანდელი სახე, საკუთარი ჭეშმარიტი არსი და ახლა უკვე სრულიად საწინააღმდეგო მიზანს ემსახურება- კანონი თვით დამნაშავე ხდება იმ ბოროტებაში, რომლის აღმოფხვრაც უნდა იყოს მისი მიზანი. თუმცა რამდენად სწორია პასუხისმგებლობა დავაკისროთ კანონს, რომლისშემოქმედს თავად საზოგადოება წარმოადგენს?
კაცობრიობის არსებობის განსხვავებულ ეტაპზე საზოგადოებაში ჩნდება და ფეხს იკიდებს სტრატიფიკაციის გარკვეული ფორმები, რომლებიც მეტად დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებივი ცხოვრების ყოველ ასპექტზე, მათ შორის კანონზეც, და განაპირობებს მათ ცვლილებას. Სხვადასხვა ხალხების მიერ ამერიკის კოლონისაციას მოჰყვა მონობის მეტად რადიკალური ფორმების ჩამოყალიბება, რომელმაც ხალხის აზროვნებაში გარკვეული ფორმირებები შეიტანა. Ევროპიდან ამერიკაში მიგრირებული ხალხებისათვის მონობის ინსტიტუციის არსებობა სრულიად არ წარმოადგენდა დაბრკოლებას, ისინი დიდ სარგებელსაც კი ნახულობდნენ მათ საკუთრებაში მყოფი უუფლებო ადამიანებისაგან, სწორედ რასაც მოჰყვა მონობის დაკანონება. კანონი, რომელიც მონებს სრულიად უუფლებო მოსახლეებად აყალიბებდა, ერთგვარი პასუხი იყო ამერიკაში მცხოვრები საზოგადოების ქმედებებზე და არა პირიქით. მეტიც, კანონის წინააღმდეგობაში მოსვლა იმ დროს დამკვიდრებული ქმედებებისა მეტად უფრო მასშტაბურ სისხლიან შედეგებს გამოიწვევდა, რის მაგალითადაც შეიძლება „სამეფო კარის თამაშებში“ განვითარებული მოვლენებიც განვიხილოთ.
„სამეფო კარის თამაშების“ გმირი- დედოფალი დეინერისი შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ძლიერ დამცველად ნებისმიერი პერსონაჟის თვითმყოფადობისა და ინდივიდუალურობისა, რომელიც საკუთარ თავს „ჯაჭვების გამტეხსაც“ უწოდებს. ის მონების ყურეში შედის მიზნით, რომ გაათავისუფლოს მონები მათი დაუნდობელი ბატონებისაგან, რომელთაც ჯვრებზე აკრავს. დედოფალი ათავისუფლებს მონებს საკუთარი მმართველობისაგან იმ შემთხვევაში თუ ისინი ასე მოისურვებდნენ, თუმცა დედოფლის მიერ ამ ხალხის მონობისაგან გათავისუფლება უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მეომრები არ ტოვებენ დედოფლის ჯარს, რასაც განაპირობებს მათი შეუბღალავი მორჩილება, ისინი თავს აღწევენ ძველ მმართველებს, თუმცა ექცევიან ახალი მმართველის ქვეშ, ისინი კვლავ არ არიან თავისუფალნი და, ამასთან ერთად, დედოფლის ამ მოქმედებას ეწირებიან მონათმფლობელები. თუ დედოფლის ამ ქმედებას განვიხილავთ, როგორც ერთგვარ ცვლილებას კანონმდებლობისას, დავინახავთ, რომ მისი შეუთავსებლობა საზოგადოებისწყობის ამ ფორმასთან შედეგად უდიდეს მსხვერპლს მოიტანს. ამგვარი ცვლილებები საჭიროებსმზაობას, მზაობას, რომელიც მოაქვს საზოგადოების ეტაპობრივ განვითარებას. ვფიქრობ, განვითარების წინაპირობა სახელმწიფოს მოსახლეებში ყალიბდება და ღვივდება, მისმა ხელოვნურად წარმოქმნამ (კანონისმიერი გზით) შესაძლოა მისი გადაწვა გამოიწვიოს.
საბოლოოდ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ კანონი ერთგვარი გამოხატულებაა საზოგადოების აზროვნებისა და ნათლად ასახავს განვითარების რა საფეხურზე დგას ის. კანონის ამ სარკისებური ფუნქციის არარსებობა და, დღევანდელი გადმოსახედიდან, სამართლიანი და თანასწორი კანონმდებლობის ჩამოყალიბება მეტად მცდარი ნაბიჯი იქნებოდა წინა საუკუნეების სახელმწიფოებისათვის. ამგვარად, მეტად საკამათოდ შეიძლება ჩაითვალოს ბასტიატის სიტყვები, რომლის მიხედვითაც კანონს დამნაშავის ფუნქცია ენიჭება, ამის საპირისპიროდ, შეიძლება ითქვას, რომ არა კანონი, არამედ საზოგადოებაა პასუხისმგებელი მისსავე ბოროტ ქმედებაზე, კანონი კი მხოლოდ და მხოლოდ ექვემდებარება საზოგადოებრივი განვითარების გარკვეულ ეტაპებს.