ნებისმიერი საგნისა თუ მოვლენის შესწავლისას და ანალიზისას, მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში მისი წარმოშობა დავდგინოთ. საუკუნეთა მანძილზე, სანამ ფილოსოფია და საზგადოება განვითარდებოდა, ითვლებოდა რომ მმათველობის უფლებას ადამიანები ღვთის ან რაიმე ზებუნებრივი ძალების მეშვეობით იღებდნენ. იქმნებოდა ათასგვარი თეორია და ისინი ხშირ შემთხვევაში სწორედ მმართველებზე და პოლიტიკურ გარემოზე იყვნენ მორგებულნი. განმანათლებლობის პერიოდში კი იქმნება სოციალური კონტრაქტის თეორია, რომელიც რადიკალურად განსხვავებულ ინტერპრეტაციასა და ახსნას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რატომ და რის საფუძველზე იქმნება ხელისუფლება.
სოციალური კონტრაქტის თეორია წარმოადგენს ქვაკუთხედს იმ იდეისა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ნებისმიერი სახე ხალხისგან უნდა მოდიოდე. სოციალური კონტრაქტის იდეის მიხედვით, სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამხსნელ ყველა თეორიაში საწყისი წერტილი არის ადამიანთა მდგომარეობა იმ პერიოდში, რომლის დროსაც არ არსებობს რაიმე სახის საზოგადოებრივი წესრიგი, ამ მდგომარეობს სხვანაირად „ბუნებით მდგომარეობასაც“ უწოდებენ. ამ დროს ადამიანი არ არის დამოკიდებული არც სახელმწიფოზე, არც კანონზე და არც თუნდაც რელიგაზე. მთავარი საკითხი და პრობლემა კი, რომლის გადაჭრასაც ცდილობენ სოციალური კონტრაქტი თუ მისი მომხრეები არის ის- თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია ძალაუფლების მიღებისთვის საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა ან უარის თქმა მასზე.
თომას ჰობსი, მე-17 საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, „ლევიათანში“ აღწერს იმ სიტუაციებს და შედეგებს, რომელიც ბუნებით პირობებში ყოფნისას შეიძლება დადგეს. ჰობსის მიხედვით, ადამინებს შორის არსებული თავისუფლება და თანასწორობა მათ საბოლოოდ ქაოსამდე და ომის მდგმარეობამდე მიიყვანთ. კონფლიქტის წარმომშობის სამი ძირითათი მიზეზი კი- შეჯიბრი, შიში და პატივმოყვარება საბოლოოდ დაანახებთ, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი რაციონალური საშუალება ავტორიტეტული პიროვნების არსებობა იქნება, რომელიც ხელში აიღებს მართვის სადავეებს. ასეთ შემთხვევაში ჰობსის აზრით თავისუფლების დათმობა გამართლებულია, რადგან ადამიანისთვის პრიორიტეტულია უსაფრთხო გარემოს შექმის სურვილი და ისეთი სახელმწიფოს წარმოქმნა, რომლიც ამ უსაფრთხოებას, შვიდობასა და თავისუფლებას უზრუნველყოფს.
თუკი მუდმივი დაპირისპირებებისა და ომის მდგომარეობსი თავიდან აცილების გზად სოციალური კონტრაქტი გვესახება, რომელიც გულისხობს, რომ ადამიანი ნებაყოფლობით ამბობს უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემს, წესრიგის მოპოვების მიზნით, რატომ ვერ მე ვალდებული, რომ ვიღაცის ოდესრაც არსებული სურვლის გამო, ამ კონტრაქტის მომედების შესახებ, ვიქცე მისი იდეების თვითნებურ მონაწილედ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ? რამდენად ვალდებული ვარ შევასრულო ის, რაც სახელმწიფოსთვის ჩემი ნებით არ დამითმია?
თუმცა, ალბათ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სოციალური კონტრაქტის იდეაც თავიდანვე კომპრომისებს დაეფუძნა. თუკი საკუთარ თავებს სახელმწიფოსა და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად აღვიქვამთ, გვაქვს სურვილი რომ მმათველობაში საკუთარი წვილიც შევიტანოთ მოგვიწევს ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რომლებიც განგვასხვავებინებენ ჩვენს მოვალეობებს და ვალდებულებებს სახელმწიფოს მიმართ და წარმოაჩენენ, ამ უკანასკნელთა შორის რომლის შესრულებაა ჩვენთვის უფრო პრიორიტეტული. გამოდის, რომ ადამიანებს გვიწევს საკუთარი თავისუფლების დათმობა სახელმწიფოს სასარგებლოდ, რადგან შეიქმნას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდმი სარგების მიღების შესაძლებლობა.
საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ უშუალდ ჩვენ არ ვაწერთ სოციალურ კონტრაქტებზე ხელს და შეიძლება მასში გარკვეულ ნაკლებსაც ვხედავდეთ, ვფიქრობ, მაინც აუცილებელია დავეთანხმოთ მას, რადაგან შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ის უკიდურესი ომის, ქაოსის, არაორგანიზირებულობის მდგომარეობა და მივაღწიოთ წესრიგს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.