ENG GEO

Search form

სახელმწიფო ჩამოყალიბების პროცესშია...

 

 მმართველი და მართული, სახელმწიფო და ადამიანი. ეს ორნი ერთმანეთზე დამოკიდებულნი არიან, სახელმწიფო ვერ იარსებებს ადამიანების გარეშე და ადამინს ცხოვრებისთვის სჭირდება სახელმწიფო, მაგრამ როგორი უნდა იყოს იგი, რომ ყველა კმაყოფილი იყოს?

ადამიანები ერთად ცხოვრებას ვართ მიჩვეულნი. ჩვენთვის სასურველი და აუცილებელიცაა ერთად ყოფნა, რომ მშვიდად ვიგრძნოთ თავი. რატომ გვჭირდება საერთოდ გარეშე ძალა, რომ ჩვენს ურთიერთობებში ჩაერიოს, გააკონტროლოს ჩვენი ქმედებები და დაგვიწესოს წესები, კანონები-რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა. ნუთუ ასეთი მცირე დისციპლინა გაგვაჩნია ადამიანებს, რომ ჩვენით ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს საქციელს და ვიღაცამ უნდა მოგვიაროს მუდმივად.

მთავარი კითხვაა რატომ და როგორ ჩამოყალიბდა სახელმწიფო და არის თუ არა იგი ზუსტად  ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს და გვჭირდება.

წარმოვიდგინოთ სამყაროს სადაც არ არსებობს სახელმწიფო, რა მდგომარეობა იქნებოდა მაშინ?

ტომას ჰობსი ამას უწოდებს ბუნებრივ მდგომარეობას. მისთვის ეს იყო საწყისი მდგომარეობა, სადაც არ იყო ჩამოყალიბებული სახელმწიფო. ჰობსის აზრით, ადამიანები ასეთ გარემოში მუდმივად შიშისა და საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ , რადგან მათ არ აქვს უსაფრთხოების გარანტია. ეს არის მუდმივი ომის მდგომარეობა. არის სრული ქაოსი და ცხოვრება დადის მხოლოდ თვითგადარჩენაზე. აქედან ერთადერთი გამოსავალი კი ჰობსისთვის სუვერენული სახელმწიფოს შექმნაა. ეს იქმნება არა გონიერებაზე, არამედ ინსტიქტებზე დაყრდნობით. თითქოს ადამიანები დებენ კონტრაქტს ერთმანეთთან და ამით ეძიებენ უსფართხოებას. მთავრობის მთავარი მიზანია დაიცვას მოსახლეობა საგარეო თუ საშინაო ხელისშემშლელი ფაქტორებისგან და თავიდან ააცილონ პრობლემები. ამ მომენტში ისინი თმობენ გარკვეულ ფაქტორებს, რომ შემდგომ ჰქონდეს ისეთი ცხოვრება , რომ თავდაცვის გარდა იფიქრონ სხვა მოვლენებზე.  არისტოტელესთვის, როგორც ის „პოლიტიკაში“ გამოთქვამს,  სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ცხოვრება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის და უნდა იყოს ისეთი სახელმწიფო, რომელიც მისაღები იქნება სხვა სახელმწიფოებისთვის. იგი მოსახლეობას ყოფს სამ ნაწილად, ესენია : ძალიან მდიდრები, საშუალო ფენა და ძალიან ღარიბები. მისი აზრით სწორედაც , რომ საშუალო ფენაზე უნდა იყოს მორგებული სახელმწიფო, რადგან იგი არის „ოქროს შუალედი“ უზნეო მდიდრებსა და გაბოროტებულ ღატაკებს შორის. არისტოტელე ორ უკიდურესობას უარყოფს, როგორც ერთეული ადამიანისთვის , ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის და ამიტომაცაა, რომ მისი აზრით საშუალო ფენა და მასზე მორგებული მმართველობა არის საუკეთესო გამოსავალი.

მაგრამ არის თუ არა ეს მართლაც ასე? სახელმწიფო ძალიან კომპლექსური რამაა. ტომას ჰობსიც და არისტოტელეც ამბობდნენ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმროს ხალხს და ისეთი გარემო შეუქმნას , რომ მათ შემდგომ ბედნიერებისკენ სწარფვა დაიწყონ. მაგრამ როგორ შეიძლება მივაღწიოთ ბედნიერებას? რა პირობები უნდა გვქონეს ამისთვის? უნდა გვქონდეს გარკვეული ეთიკური ნორმები, ჩამოყალიბებული და ყველასათვის მიღებული მორალი , რომლის მიხედვითაც ადამიანები იმოქმედებენ. უტილიტარიზმი არის ერთ-ერთი მძლავრი ზნეობის თეორია, რომელიც ისწრაფვის საერთო სიკეთისკენ და ამბობს, რომ ადამიანის მოქმედება სწორი არის მაშინ, როდესაც მას მოაქვს  მაქსიმალური სიკეთე/სიამოვნება.  ერთი შეხედვით ეს თითქოს იდეალურადაც ჩანს, ყველამ ვაკეთოთ ის, რაც გამოიწვევს მაქსიმალურ სიკეთეს და არავინ და არაფერი არ იგრძნობს საფრთხეს და ვიცხოვრებთ ბედნიერებისკენ სწრაფვაში, მაგრამ შეგვიძლია თუ არა ამის რეალობაი განხორციელება. წარმოიშვება ძალიან ბევრი კითხვა, მაგალითად რა არის ეს საერთო სიკეთე, როგორ უნდა შეჯერდნენ ადამიანები იმაზე, თუ რას მოაქვს ყველაზე მეტი სიამოვნება. შეიძლება ერთი ადამიანისთვის სიკეთე იყოს მეორესთვის უბედურება, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ. სახელმწიფოს ჩამოყალიბებისას მართველობაას ანხორციელებენ ადამიანები, როგორ და რა პრინციპით უნდა ავირჩიოთ ისინი. აქ ჩამოყალიბდა ეროუს შეუძლებლობის თეორემა, რომელიც ამბობს, რომ თუ ამომრჩევლებს აქვთ სამზე მეტი ვარიანტი, მაშინ არც ერთ რანჟირებულ საარჩევნო სისტემას არ შეუძლია გადააკეთოს ინდივიდუალური რანჟირებული უპირატესობები საზოგადოების მასშტაბით, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთ შემთხვევას ვერ მივაღწევთ, რომ მაქსიმალური საერთო სიკეთე მივიღოთ. დეონტოლოგია გვთავაზობს, რომ ადამიანები უნდა მიყვნენ დაწესებულ კანონებს და თუ არავინ გადააუხვევს ამ გზიდან , მაშინ იდეალური ცხოვრებაც შედგება, რადგან არაფერი დაშავდება სამყაროში. რეალურად რომ შევხედოთ ამ საკითხს, პირველი, რომ თითქმის შეუძლებელია , რომ ყველა მიყვეს დადგენილ კანონებს და მეორე, არის შემთხვევბი როდესაც დეონტოლოგიის თეორიას სისუსტეები ჩნდება. ყველას გვქონია შემთხვევა, რომ ტყუილის თქმა შეიძლება ჯობდეს სიმართლეს (ამას „თეთრ ტყუილსაც“ კი ეძახიან). ბოლოს კი ნუთუ სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები და კანონები მართლაც აუცილებელია ჩვენთვის, ისნი ხომ გარკვეულ წილად ადამიანის თავისუფლებას საზღვრავენ.

ერთი ადამიანის სრული თავისუფლება შეიძლება ცუდად ეხებოდეს მეორეს თავისუფლებას და ლახავდეს. ამიტომაცაა, რომ ჩვენ, ადამიანები ვთმობთ ჩვენი თავისუფლების ნაწილს იმისთვის , რომ გვქონდეს მშვიდი ცცხოვრება და არ დღეები არ გავატაროთ შიშში. ეს დათმობა გამოიხატება ზუსტად კანონების შემოღებაში.

როგორც უკვე ვახსენე სახელმწიფო ძალიან რთული სისტემაა, რომელიც ყოველდღე იცვლება და ყალიბდება, ასე, რომ იდეალური და ყოვლად ჩამოყალიბებული სახელმწიფო ჯერ არ არსებობს და ალბათ მუდმივად პროცესში იქნება. 

                

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.