ENG GEO

Search form

ლიბერტარიანული პატერნალიზმი/Does mama know best?

Პატერნალიზმი პირობითად  გაგებულია, როგორც ჩარევა ადამიანის თავისუფლებასა და ავტონომიაში ‘მისივე სასიკეთოდ’. Მრავალი ადამიანისთვის ეს ტერმინი არსებითად უარყოფითია და “ცუდ” მდგომარეობასთან ასოცირდება, თავად ფაქტი, რომ პოლიტიკა ან დაწესებულება პატერნალისტური ბუნებისაა ბევრისთვის მისი უარყოფის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა, Მეორე მხრივ, მრავალი პატერნალისტური რეგულაცია სრულიად მიღებულია, უდავოა დემოკრატიულ საზოგადოებაში. Ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს, რომელიც მძღოლებს უსაფრთხოების ღვედის ტარებას ავალდებულებს ან სურსათის ჰიგინის კანონებს, რომელთა საშუალებითაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტების გაყიდვა იკრძალება. ამ ერთგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულების აღმოფხვრისთვის, ვფიქრობ, სიტყვა ‘პატერნალიზმის’ მნიშნველობის გადახედვაა საჭირო. ერთგვარი საზღვრის დადგენა, რომლის შიგნითაც პატერნალიზმი შესაძლოა გამართლებული იყოს. Ეს აუცილებელია იმისათვის, რათა გავიგოთ რა არის ლიბერტარიანული პატერნალიზმი. 

 Პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ means პატერნალისტი და ends პატერნალისტი. Ends პატერნალისტი ცდილობს ხალხის წაყვანას იმ მიზნებისკენ, რომლებიც არ არის მათთვის არსებითად მნიშველოვანი. Მაგალითად, ამ პატერნალისტმა შეიძლება მოუწოდოს ადამიანებს სექსუალური ცხოვრებისგან თავშეკავებისკენ მაშინაც კი, თუკი სავარაუდო ბენებიფიარები არ ეთანხმებიან, რომ ეს თვითშეკავება საზოგადოდ ღირებული მიზანია. Means პატერნალისტები კი, ამის საწინააღმდეგოდ, პატივს სცემენ ადამიანების პრეფერენციებს და მიზნებს, მაგრამ ერევიან მათ საქმეში, როდესაც საშუალებები, რომელთაც ადამიანი იყენებს რაიმეს მისაღწევად შეცდომაში შემყვანია, ან ირაციონალურია. Მაგალითად, წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელმაც ესესაა საწამლავი უნდა დალიოს, რადგან შეცდომით სჯერა, რომ ჭიქაში ღვინოა. Means პატერნალისტი ამ დროს მოქმედებას აირჩევდა, რადგან იმ ადამიანს გამიზნულად არ სურს თავის მოწამვლა. Ცნობილი უტილიტარისტი, ჯონ სტიუარტ მილიც კი, რომელსაც ხშირად მიაწერენ ლიბერალური პატერნალიზმის მიუღებლობას, ამტკიცებდა, რომ გამართლებულია ქმედებისთვის ხელის შეშლა, თუკი ის საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს იმ ადამიანისას, რომელიც ‘საღ აზრზე არ არის, ან რაღაც მიზეზის ზემოქმედებით არ შეუძლია საკუთარი განსჯის გამოყენება.’ ლიბერტარიანელი პატერნალისტები სწორედ means პატერნალიზმის ტრადიციებზე ამყარებენ საკუთარ შეხედულებებს, მაგრამ მნიშვნელოვნად აფართოებენ დასაშვები ინტერვენციების ფარგლებს. Ისინი ამტკიცებენ, რომ არასასურველი ან ირაციონალური მოქმედებები არც თუ ისე იშვიათია, არამედ გავრცელებული ან უნივერსალური ნაწილია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. Აღნიშნული ვითარება, ბევრად უფრო დიდ გასაქანს აძლევს პატერნალისტურ ჩარევებს ვიდრე, მაგალითად, მილს ჰქონა მხედველობაში. 

  Მეორე განმასხვავებელი ნიშანი არის ადამიანის გადაწყვეტილებებში ჩარევის სიმძაფრე: შედარებით ‘მსუბუქი’ ჩარევა, რათა უბიძგონ ადამიანებს აირჩიონ რაიმე ერთი მოქმედება მეორეს ნაცვლად, განსხვავდება ‘ძლიერი’ ან ‘იძულებითი’ მცდელობებისგან- შეუზღუდონ ადამიანებს თავისუფლებები მათთვის არჩევანის უფლების ჩამორთმევით. ალპინისტების დავალდებულება შეიძინონ დაზღვევა, სანამ საშიშ მთაზე ავლენ, პირველი სახის პატენალიზმის მაგალითია; ხოლო სამართლევრივი ძალის გამოყენებით მათი შეჩერება, იძულება, რომ არ ავიდნენ მთაზე- მეორე, იძულებითი პატერნალიზმია.

  Ლიბერტარიანული პატერნალიზმი ხშირად ემხრობა მსუბუქ მიდგომებს. მსუბუქი ბიძგი(Nudge), რომელიც მიმართულია მოქმედების ცვლილებისკენ, მაგრამ არ ითვალისწინებს ნებისმიერი გადაწყვეტილების აკრძალვას. Თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ეს მსუბუქი ბიძგები და ლიბერტარიანული პატერნალიზმი არ არსებობენ ერთ დროსა და სივრცეში. Რადგან, Პირველ რიგში, ზოგიერთი ასეთი მსუბუქი ბიძგი არ არის პატერნალისტური თავისი ბუნებით, ხოლო ლიბერტარიანული პატერნალიზმი კი არ გამორიცხავს უფრო მკაცრი ფორმებსაც. Ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ ადამიანების მიზნებში ჩაურევლობის პრინციპი ანიჭებს ამ თეორიას ლიბერტარიანულ თვისებას და არა მისი მიდგომის ‘სიმსუბუქე’. Სხვა სიტყვებით, ლიბერტარიანელი პატერნალისტები არიან Means პატერნალისტები პირველ რიგში და მხოლოდ ამის შემდეგ ‘მსუბუქი’ პატერნალისტები(soft paternalists).

  Როგორ ამართლებენ ლიბერტარიანული პატერნალიზმის დამცველები თავიან შეხედულებებს? Ნაწერების უმრავლესობაში, ამ თეორიების ცნობილ წარმომადგენლებს მოჰყავთ ემპირიულად დამტკიცებული მაგალითები ისეთი ‘ბიძგებისა’(Nudges), რომელთა დაკანონებაც ადამიანთა უმრავლესობისთვის მისაღები იქნებოდა. Მათ თეორიაში უმნიშვნელოვანესია: Welfarist და Inevitability არგუმენტები. 

  Welfarist argument. Ძირითადი კონცეფცია სახელმწიფო ქმედების არის სოციალური დახმარებით მომარაგება, რაც ემსახურება ინდივიდუალური კეთილდღეობის გაერთიანებას და გაუმჯობესებას. Ინდივიდუალური კეთილდღეობა არის ის, რაც ინდივიდის ცხოვრებას უკეთესს გახდიდა. Სხვა სიტყვებით, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ადამიანების მიზნებსა და სურვილებს. Თუმცა, მისინფორმაციის თუ ნების სისუსტის გამო, ადამიანები ხშირად ცდებიან საკუთარი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე გამოყენებული საშუალებების კეთილდღეობაში. Რათა გაუმჯობესდეს კეთილდღეობა, სახელმწიფომ Means პატერნალიზმს უნდა მიმართოს.

 Inevitability argument. Სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირად ისეთ გავლენას ახდენს სოციალურ გარემოზე, რომ ეს ზემოქმედებს მოქალაქეთა არჩევანზე. Რადგან შეუძლებელია სოციალურ გარემოზე უარის თქმა, აუცილებელი ხდება ‘არჩევანის არქიტექტურის’ ცნების შემოღება. Აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ადამიანის გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება დაშვებადია.

 Ცნობილი მაგალითი არჩევანის არქიტექტურისა არის ‘კაფეტერიის საქმე’. Წარმოვიდგინოთ კაფეტერიის მენეჯერი, რომელიც თვითონ გადაწყვეტს როგორ იქნება საჭმელი წარმოდგენილი და დალაგებული კაფეტერიაში. Თუკი მომხმარებელმა უნდა ჩაუაროს სალათის დახლს, სანამ ბურგერის დახლამდე მივა, უფრო დიდი შანსი იქნება იმის, რომ იგი სალათს შეიძენს. Ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჯერ ბურგერს დაინახავს, ალბათ, მას იყიდის. 

 Ლიბერტარიანელი პატერნალისტები ამტკიცებენ, რომ ასეთ შემთხვევებში, უკეთესი არჩევანის გაკეთებისთვის ხელშეწყობა, მსუბუქი ბიძგის მიცემა, სრულიად დაშვებულია. Ადამიანის ქცევის ცვლილება წინასწარ განჭვრეტადი მიმართულებით, რომელიმე ალტერნატივის აკრძალვის ან მნიშვნელოვანი სტიმულატორული ცვლილებების გარეშე -მათი თეორიის ძირითადი პრინციპია.

  Არჩევანის არქიტექტურა გარდაუვალია, ხოლო სახელმწიფო ყოველთვის ზემოქმედებს ინდივიდთა გადაწყვეტილებებზე - ნებსით ან უნებლიეთ.რა თქმა უნდა, Მხოლოდ შორსმჭვრეტელობა ვერ იქნება პატერნალიზმის გამამრთლებელი, Თუმცა, თუკი ვთანხმდებით, რომ სახელმწიფოს როლი გულისხმობს მოქალაქეთა კეთილდღეობით მომარაგებას, და თუკი ეს შეიძლება გაუმჯობესდეს პატერნალისტური მიდგომებით, ამ შემთხვევაში ‘გარდაუვალობის(Inevitability) არგუმენტი’ გულისხმობს პატერნალისტური ჩარევების  აუცილებლობას სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთობაში. Სხვა სიტყვებით, თუ ჩვენ ვიღებთ გარდაუვალობის არგუმეტს, როდესაც ის გაერთიანებულია ადამიანთა კეთილდღეობასთან, მაშინ შესაძლოა იმის მტკიცება, რომ ცდებიან ისინი, ვინც გამორიცხავენ ადამიანების არჩევანზე ზემოქმედებას მათი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ამ კეთილდღეობაში ვგულისხმობთ ადამიანთა საკუთარ იდეებს იმაზე, თუ რა არის მათთვის სასიკეთო და რა არის მათი საბოლოო მიზანი.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.