ENG GEO

Search form

ადამიანს ყოველთვის შემოექმნება სახელმწიფო

ადამიანის ბუნება ყოველთვის ცდილობს სამყაროში იპოვოს რაღაც სახის კანონზომიერება, როდესაც ამ კანონზომიერებას ვერ მიაგნებს იწყებს მცდელობას შექმნას სისტემა, რომელიც შეეცდება სამყარო თავის ფარგლებში მოაქციოს ყველაფერი დააკანონოს და წესრიგი შექმნას, რადგან ქაოსისს შიში აქვს ადამიანს. ბევრჯერ მიფიქრია, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფოს კონცეფცია არ იარსებებდა და ადამიანები განვითარების იმ დონიდან დაიწყებდნენ არსებობას რა დონეზეც ახლა, თანამედროვე დროშ ვართ. ეს აზრი იქიდან გამომდინარე გამიჩნდა, რომ ვხვდები სახელმწიფოს არსებობისა და მთავრობის არსებობის კულტურა ღრმად არის ადამიანის გონებაშ ჩამჯდარი და მის გარეშე საზოგადოების არსებობის იდეაც კი შემზარავად ჟღერს ხლახის უმეტესობისათვის, თითქოს შეუძლებელი იქნებოდა მეზობელს ნორმალურად დალაპარაკებოდი, თუკი არ გეცოდინებოდა, რომ სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი აღმასრულებლები შენ, შენს მეზობელსა და თქვენს საუბარსაც კი თვალყურს ადევნებს და რაც მთავარია, იცავს. ამ ყველაფერზე ფიქრისას გამახსენდა, რომ დღესდღეობითაც არსებობენ სახელმწიფოსა და მთავრობის იდეის მოწინააღმდეგეები, ანარქისტები ხომ სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან. ამ ყველაფერზე მახსენდება ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, რომელიც არც ისე დიდი ხანია, რაც შეიქმნა. პოპულარული ვიდეო თამაშის „მაინქრაფთის“ ერთ-ერთ მრავალმოთამაშიან სერვერზე, რომელიც ცნობილია „dream smp”_ს სახელით, მოთამაშეები იწყებენ თამაშს განვითარების ნულოვანი დონიდან. დროთა განმავლობაში მათ უნდა შექმნან იარაღები, რომლებსაც გმაოიყენებენ განვითარების ახალი დონეების მისაღწევად. ჩემთვის საინტერესოა ის, რომ ამ სერვერზე ხალხმა მოინდომა და შექმნა კიდევაც სხვადასხვა სახელმწიფოები. ეს სერვერი დაახლოებით ნახევარი წელია, რაც არსებობს და ამ მცირე დროში სერვერზე უკვე არაერთი მმართველობის ფორმა ვიხილეთ, კომუნიზმი, მონარქია, კონსტიტუციური-მონარქია, დემოკრატიული მმართველობა, ანარქო-კაპიტალიზმი, ტირანია და ა.შ. სულ რაღაც 6 თვეში ადამიანებმა მოახერხეს და მაინც შექმნეს სახელმწიფოები და ვფიქრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვნეი ისტორიისაგან განსხვავებით, რომელიც გვიჩვენებს, რომს ახელმწიფოების ჩამოყალიბების მთავარი აქსელერატორი იყო თვითგადარჩენა, ამ შემთხვევაში მიზანიც და მიზეზიც, თუ რატომ მოინდომეს ადამიანებმა სახელმწიფოების ჩამოყალიბება არის ძალაუფლება. ძალაუფლებისაკენ სწრაფვამ განაპირობა ის, რომ შექმნილიყო სახელმწიფოები. ადამიანებს მოუნდათ ჰქონოდათ სხვა ადამიანებზე კონტროლი, უნდოდათ, რომ სამყაროში კანონს ფასი ჰქონოდა, რათა საზოგადოებაში წესრიგს დაესადგურებინა, თუმცა სინამდვილეში ამ ყველაფერმა ქაოსი გმაოიწვია, რადგან სერვერზე არსებობდნენ ანარქიის მომხრენიც, სამაგალითო ანარქისტი კი ტექნობლეიდია. ის არის მაგალით იმისა, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ადამიანის აზროვნებიდან სრულიად გავაქროთ სახელმწიფოს იდეა.

მე მიმაჩნია, რომ ადამიანის ადგილი არის სახელმწიფოში და სახელმწიფო ყოველთვის შექიმნება იქ სადაც ადამიანები მივლენ, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ერთი, რომელსაც მოუნდება ძალაუფლება, რომელსაც მოუნდება წესრიგი და ამ წესრიგის კონტროლი. მაშასადამე ადამიანს ყოველთვის შემოექმნება სახელმწიფო.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.