ENG GEO

Search form

თვითმმართველობისა და თავისუფლების კავშირი

თავისუფლების და თვითმმართველობის კავშირის სხვადასხვანაირი გაგება არსებობს. სახელმწიფოს მხრიდან, ვფიქრობ, თავისუფლება ერთგვარად თვითმმართველობის შედეგია, ადამიანი თვითონ აკონტროლებს საკუთარ თავს, ბედს, ასევე იმ გადაწყვეტილებების მონაწილეა, რომელიც მასთან დაკავშირებულ საკითხებსაც არეგულირებს. 

ვფიქრობ, საჭიროა უკეთ განვიხილოთ რესპუბლიკანიზმი და მის მიერ აღქმული თავისუფლება. ის რამდენიმე სახედ იყოფა - ზოგიერთი ვერსიით თვითმმართველობასა და თავისუფლებას შორის იდეური კავშირი არებობს და ისინი მჭიდროდ არიან გადაჯაჭვული, თავისუფლება კი თვითმმართველობაზეა დამოკიდებული. ძველ დროში კი ეს ყველაფერი უფრო მძაფრად და დასანახად იყო გამოხატული. მაგალითად, სამოქალაქო სათნოება და თვითმმართველობა, ანუ პოლიტიკური მონაწილეობა პირდაპირ წარმოადგენდა თავისუფლების შინაარსს. ჩვენ თავისუფლები ვართ იმდენად, რამდენადაც ეს საერთო სიკეთესთანაა დაკავშირებული. რესპუბლიკური იდეალი სხვა ვერიები სამოქალაქო სათნოებას სხვაგვარად უყურებს, ისე ხედავს, როგორც თავისუფლების ინსტრუმენტს. აქედან შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მიზნები, გეგმები და მათი შესრულება ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების თავისუფლების შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ განიხილავს ლიბერალიზმი თავისუფლებასა და თვითმმართველობას შორის კავშირს. ადამიანი თავისუფალია, იმდენად, რამდენადაც არის იმ უფლებები მატარებელი, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტს უმრავლესობის გადაწყვეტილებებისგან. ლიბერალიზმის გაგებით თავისუფლება შემთხვევით არის დაკავშირებული თვითმმართველობასთან. თავისუფლება არის ადამიანების ინტერესების განხორციელება, ამის შესაძლებლობა. 

თავისუფლების გაგებათან დაკავშირებით, ვფიქრობ, ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა აუცილებელია. ლიბერალიზმსა და რესპუბლიკანიზმს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ ლიბერალი მოქალაქეებთან ურთიერთობისას ეძებს სამართლიანობის პრინციპებს, ცდილობს სამართლიანად მოექცეს ყველა ადამიანს. რესპუბლიკელი კი უფრო მეტად ორიენტირებულია თვითმმართველობის შექმნაზე მოქალაქეების მიერ, ის ეძებს ამის განხორციელებისთვის შესაფერის პირობებსა და პოლიტიკურ ფორმებს. ვფიქრობ, საინტერესოა იმის განხილვაც, თუ როგორ უყურებ თითოეული ტრადიცია ერთმანეთის შეხედულებებსა და ნაკლოვანებებს. ლიბერალიზმის მიხედვით ამხელა აქცენტი თვითვმმართველობაზე ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას ერთგვარად დაუცველს ხდის უმრავლესობისგან, ზღუდავს მას. ასევე მოქალაქეების პირად სივრცეში შეჭრამ შეიძლება გამოიწვიოს ჩაგვრა ან მათი თავისუფლების შეზღუდვა. ამის საპირისპიროდ, რესპუბლიკელები თვლიან, რომ უფლებამოსილების დაკარგვა სწორედ მოქალაქეების პირველ ადგილას დაყენება და მათ უპირველეს ღირებულებად გამოყვანაა. 



 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.