წარმოიდგინეთ სამყარო წესების გარეშე. არაფერია არალეგალური, ამორალური და ყველა ადამიანს გააჩნია აბსოლუტური თავისუფლება. შეიძლება ეს სიტუაცია, როგორც უტოპია ისე ჟღერდეს, მაგრამ 17-ე საუკუნის ბრიტანელი ფილოსოფოსის- თომას ჰობსი სიტუაციას, სადაც არ არის წესები, რომლებიც განაგებენ ქმედებებს უწოდებს ბუნებით მდგომარეობას და მსგავს სიცოცხელს აღწერს, როგორც მარტოსულ, ღარიბ, უსიამოვნო, ბრუტალურ და მოკლე ხნიანს. სამყარო, სადაც აკეთებ იმას, რაც გინდა სასურველად ჟღერს, სანამ გავაანალიზებთ იმ ფაქტს, რომ როგორც ჩვენ ვართ სრულიან თავისუფალი წესებისგან, ასევე არიან სხვებიც. ვხვდებით, რომ გვაქვს უსაღვრო თავისუფლება, მაგრამ არ გვაქვს უსაფრთხოება. თუნდაც იყო ფიზიკურად ყველა ძლიერი, მაინც არ გაქვს გარანტია, რომ შენი სიცოცხლე დაცულია, რადგან მუდმივალ იარსებებს საფრთხე, რომ სხვები შენ წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ესეიგი მსგავსი ცხოვრების სისტემა- ანტისისტება, წესრიგისა და კანონების გარეშე- არც ისე სასურველ ცხოვრების გზად შეგვიძლია ვაღიაროთ. ჰობსიც ამბობს, რომ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი მივიდა ლოგიკური მსჯელობით დასკვამდე, რომ სისტემა უნდა შეცვლილიყო. მათ საკუთარი ბუნებრივი თავისუფლება გარკვეულწილად დათმეს უსაფრთხოებისთვის და საბოლოოდ მივიღეთ ცივილური საზოგადოება. ეს კონტრაქტი ერთგვარი გასაღები იყო ქაოსისგან თავის დასაღწევად.
ჰობსის არ ფიქრობდა, რომ ადამიანში არსებობს რაიმე ღრმა მორალური კანონი, იქნება ეს ღვთიური, სამყაროს განონზომიერებებთან ჰარმონიული თუ ა. შ. მისთის მორალი არ წარმოადგენდა ბუნებრივს და თანდაყოლილს, არამედ მოაზროვნე ადამიანების მიერ შექმნილ წესებს, მათთვის სასურველი ცხოვრების მისაღწევად. ისინი აანალიზებენ, რომ მეტ სარგებელს მიიღებენ ერთიანი ძალებით, შეთანხმებითა და წესრიგით, რის გამოც ირჩევენ იცხოვრონ კონტრაქტის პირობებში, მაგრამ, მეორე მხრვ, ჩვენ ასევე გვიწევს ცხოვრება გარკვეული წესების ქვეშ, რომლებსაც არასდროს დავთანხმებივართ.
მაგალითად, თუ ჩვენ საგზაო პოლიციას, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაგვაჯარიმებს, ვეტყვით, რომ არასდროს დავთანხმებივარ სიჩქარის შეზღუდვის კანონს, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჯარიმას მაინც ვერ ავცდებით.
ერთი შეხედვით, მსგავსი შემთხვევები შესაძლოა უსამართლოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ჰობსის მომხრეთა მიხედვით ეს ასე არ არის. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის უამრავი ბენეფიტი, რომლითაც სისტემის წყალობით ვსარგებლობთ. ამ შემთხვევაში, თუნდაც ის მოვლენა, რომ მანქანით გადაადგილებისას საფრთხის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ესეიგი უფლება მოითხოვს მოვალეობას, ჰობსის მიხედვით-ადამიანები სარგებლობენ თანაცხოვრებისგან, იღებენ ბენეფიტებს, მაგრამ ასევე ისინი უნდა ელოდონ გარკვეული საზღაურის გაღებას. მაგალითად, ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ჯარიმებს, როდესაც ვარღვევთ წინასწარ, კონტრაქტით შეთანხმებულ წესებსა და კანონებს, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ მათ.
იმისთვის, რომ გადავურჩეთ „ომს ყველა ყველას წინააღმდეგ“ და შევძლოთ მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანამშრომლობა ვთმობთ ჩვენივე ნებით კონკრეტულ უფლებებს, მაგრამ ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვაქვს განვითარების საშუალება, კერძო საკუთრების ქონის, შენარჩუნების გარანტია, უსაფრთხოება, წესრიგი და ა.შ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.