Რა არის პატრიოტიზმი ან საერთოდ, არსებობს თუ არა ის? ალბათ, Ბევრი ადამიანი ამ კითხვებზე ცალსახა პასუხს გასცემს, რომ პატრიოტიზმი ეს სამშობლოს სიყვარულია და არც კი დაუშვებს ეჭვს იმისას, რომ ის არ არსებობს. Ბენედიქტ ანდერსონი თავის წიგნში “წარმოსახვითი საზოგადოებანი” წერს, რომ ერები ხშირად ჯარისკაცთა საფლავებსა და კენოტაფებს განადიდებენ. თუმცა არც კი უშვებენ იმას, რომ ეს საყოველთაო პატივისცემის საგანი შესაძლოა სულაც ცარიელი იყოს ან მასში მტრის ძვლები იყოს დამარხული. Მე მტკიცედ მწამს, რომ ადამიანები უბრალოდ მიდრეკილნი არიან არ იყვნენ მარტო, იყვნენ საზოგადოების ნაწილი, შექმნან ოჯახი. და შემდეგ, როგორც არისტოტელე ამბობს, სწორედ ოჯახთა ერთობა ქმნის სახელმწიფოს. Და ადამიანებსაც უყვართ ეს ერთობა. Მაგრამ ამავდროულად, ეს სიყვარული ეყრდნობა ისეთ მითებისა და ლეგენდებს, რომლებიც სინამდვილეში სულ არ არსებობს. Მაგალითად, ბევრი ქართველი სიამაყით ყვება ისტორიას, თუ როგორ უსახსოვრა ღმერთმა ქეიფის გამო დაგვიანებით მისულებს თავისი წალკოტი. Სამწუხაროდ, არაერთია ასეთი ფაქტი და პატრიოტიზმის სახელით ადამიანები ბევრ არასწორ ნაბიჯებსაც დგამენ და ფაქტებს უყურებენ მხოლოდ ერთი მხრიდან. Ისტორიის განმავლობაშიც არაერთი ბოროტება ჩადენილა პატრიოტიზმის სახელით და არაერთი ადამიანის სიცოცხლე შესწირვია მას. პატრიოტიზმს ხშირად იყენებდნენ და დღემდე იყენებენ ლიდერები მასების სამართავად და აერთიანებენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. Მიზნის, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო. Საბოლოოდ, მივდივარ დასკვნამდე, რომ პატრიოტიზმი ესაა იარაღი, დამყარებული არარსებულ, ზღაპრულ ფაქტებსა და ისტორიებზე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში იყენებენ მმართველი პირები თავიანთ სასიკეთოდ.
Მაგრამ მაინც მგონია, რომ ის გრძნობა, რასაც სამშობლოს თუ ერის სიყვარულს ვუწოდებთ, შესაძლოა ძალიან ბუნებრივი იყოს. Მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია ახერხებენ მის ხელოვნურად გამძაფრებასაც , თუ შეიძლება ასე ეწოდოს, ის მაინც თითქოს თანდაყოლილია. Როგორც უკვე ვახსენე, ერი, სახელმწიფო, ეს ოჯახების ერთობაა, თუ არისტოტელეს დავუჯერებთ, და არაა გასაკვირი თუ შენი თავი და ოჯახი გიყვარს, სახელწიფოც გიყვარდეს. Ზუსტად საკუთარი თავიდან მოდის მაინც ყველაფერი. Ადამიანები იცავენ საკუთარ თავს, თავისუფლებას, საკუთრებას. Სახელმწიფოში ისინი უფრო დაცულად გრძნობენ თავს და ესაა სწორედ მიზეზი ‘სიყვარულის”.
Ასე რომ, ისევ პასუხგაუცემელი მრჩება კითხვა, არდებობს თუ არა პატრიოტიზმი. Რა არის ის, ირაციონალური სიყვარული, რომელიც დაფუძნებულია მითებსა და ლეგენდებზე თუ დაცულობის გრძნობა ?!
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.