რატომ წარმოიშვა სახელმწიფო? რატომ დასჭირდათ ადამიანებს ისეთი ორგანიზაციის შექმნა, რომელიც მათ თავისუფლებას გარკვეულწილად შეზღუდავდა და დაუწერსებდა მათ კანონებს, რომელთა შესრულება ყველასათვის აუცილებელი იქნებოდა? შევეცდები ეს პრობლემა სამი სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრების საფუძველზე განვიხილო.
ჰედონისტიკა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მიზნად სიამოვნების მიღებას მიიჩნევს, ნებისმიერი სახის დისკომფორტი მიუღებელია. ადამიანი აკეთებს იმას რაც სურს, რათა მიიღოს სიამოვნება, თუმცა ეს სიამოვნება არ არის გაწერილი დიდხნიან პერიოდზე. ჩნდება კითხვა- თუ მსოფლიოში ყველა ადამიანი გააკეთებს იმას რაც სურს და როცა სურს, რას დაემსგავსება დედამიწა? სამოთხეს, სადაც ყველა ბედნიერია თუ ჯოჯოხეთს, რომელიც ქაოსითა და უბედურებებითაა სავსე? ჩემი აზრით რთულია ასეთ პირობებში მიაღწიო ჰარმონიას, რადგან ყველა მხოლოდ საკუთარ თავსა და სიამოვნებაზეა კონცენტრირებული, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია საყოველთაო ბედნიერება და სიმშვიდე. ის რაც ჩემთვის სიამოვნების მომტანია არის თუ არა იგივე შედეგის მომტანი სხვებისთვის? რიგ შემთხვევბში შეიძლება თანაბარი სიამოვნება მიიღოს რამდენიმე ინდივიდმა, თუმცა უმეტეს შემთხვევბში ეს ასე არ არის. ადამიანი, როგორც სოციალური არსება ბოლომდე ვერასოდეს უგულებელყოფს იმას რომ სხვათა დამოკიდებულება მისთვის უმნიშვნელოა, საბოლოოდ საჭირო გახდება რაღაც დათმობებზე წასვლა რათა სამყაროში თანასწორი ბედნირების დონესთან მიახლოებული ცხოვრება იყოს შესაძლებელი.
დეონტოლოგია ფილოსოფიურ-ეთიკური მოძღვრებაა, რომელიც ადამიანის ქცევას განსაზღვრავს მსოფლიოში აღიარებული მორალური კანონებით. ეს მოვალეობის ეთიკაა, რომელიც ადამიანებს ავალდებულებს კონკრეტული წესების მიყოლასა და კანონების დაცვას. ისეთი სისტემები, რომლებიც გაწერილი წესებისა და კანონების მიხედვით ამყარებენ სახელმწიფოში მშვიდობას წარმოადგენს დეონტოლოგიის მაგალითს, თუმცა ზოგჯერ ისე ხდება, რომ სახელმწიფო საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, რის შედეგადაც იქმნება ბიუროკრატიული სახელმწიფოები. ადამიანისთვის რთულია ამგვარ სახელმწიფოში ცხოვრება, რადგან მისი თავისუფლება თითქმის მთლიანადაა შეზღუდული და კონტროლირებული. დეონტოლოგია შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანთა გაერთიანების შედეგად ბალანსირებული ცხოვრებისკენ მიმავალი გზად, თუმცა საფრთხილოა ის საკითხი, თუ რამდენის უფლებას ვაძლევთ სახელმწიფოს, ბოლს და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ სახელმწიფო რომელიც ხალხის მიერაა შექმნილი სწორედ ამ ხალხზე და მათ კეთილდღეობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.
საბოლოოდ, განვიხილავ ბუნებითი სამართლის ფილოსოფიას, კერძოდ კი ჰობსის ბუნებით მდგომარეობას. ის მიიჩნევდა რომ ადამიანები დაბადებიდან იმყოფებიან „ბენებრივ მდგომარეობაში“, როცა მათ აქცთ შეუზღუდავი თავისუფლება, ხოლო მათი ქცევა ფოკუსირებული არის საკუთარი სურვილებისა და მიზნების შესრულებაზე. ბუნებით მდგომარეობაში არ არსებობს რამე, რისი გაკეთებაც ადამიანს ეკრძალება, ასეთ დროს ადამიანს შეუძლია თავს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცეს, თუმცა რამდენად კარგ შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ამგვარი თავისუფლება? ადამიანი დაბადებიდანვე თვითგადარჩენაზეა კონცენტრირებული ამიტომ ნებისმიერი საფრთხის თუ დისკომფორტის მომტანი რამ მისთვის არასასურველია, ნიშნავს თუ არა ეს რომ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების გამო გზაზე გადაღობილი სხვა ადამიანების მოკვლა? დიახ, მათ ყველაფრის უფლება აქვთ, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს სრულ ქაოსამდე. ჰობსისეულ სახელმწიფოს მოდელში, სადაც ყველა ადამიანი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება და შეუზღუდავად მოქმედებს, საბოლოოდ იქმნება ქაოსი, ომი და სხვა არასასურველი რამ. ჰობსი მიიჩნევდა, რომ ამგვარი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად საჭირო იყო გარკვეული მაიძულებელი მექანიზმის შექმნა, რომელიც დაარეგულირებდა ადამიანთა ქცევას და სამყაროში ჰარმონიას შემოიტანდა.
ზემოთ განხილული სამი ფილსოფიური მოძღვრების შედეგად შეიძლება გამოვიტანოთ საერთო აზრი- ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ დათმონ საკუთარი უფლებების ნაწილი, რათა მიღწეული იქნეს საყოველთაო მშვიდობა და ბედნიერება. ისინი თანხმდებიან ზოგად პრინციპებზე და საკუთარი თავისუფლების ნაწილის დათმობით სარგებელს იღებენ როგორც თავად, ისე სხვებიც. სწორედ ესაა სოციალური ხელშეკრულება, საერთო შეთანხმება რაღაცის დათმობის და სანაცვლოდ სტაბილური საცხოვრებელი გარემოს მიღება, სადაც საფრთხე მაქსიმალურად შემცირებულია, შენი აზრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვისი, ყველა ადამიანი თანასწორია და სხვა. თავდაპირველი კითხვის პასუხიც სწორედ სოციალური ხელშეკრულება გახლავთ. სახელმწიფო ის ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა თავისუფლებას კანონის ფარგლებში, სწორედ სახელმწიფოა კანონების შემმუშავებელი, რომელიც შემდგომ განსაზღვრავს ადამიანთა კეთილდღეობას, ის ხალხის მიერაა არჩეული და მნიშვნელოვანია, აუცილებელიც კი, რომ ის სწორედ მათზე იყოს კონცენტრირებული.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.