Ისტორიისთვის არც ისე დიდი დროა გასული, რაც ადამიანები სახელმწიფოს შექმნაზე შეთანხმდნენ, როგორც გარანტზე მათი უსაფრთხოების. Ეს უკანასკნელი დროთა განმავლობაში იხვეწება და ვითარდება იმისთვის, რომ ადამიანები უკეთესი რეალობის წინაშე დადგნენ, რომელშიც თავს იგრძნობენ თავისუფლად და კომფორტულად. Ეს სიტყვები არ არის უაზროდ ნათქვამი, რადგან ჩვენი წილი პასუხისმგებლობა დევს იმ ურთიერთობაში, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეს ან თუნდაც ადამიანსა და გარკვულ ჯგუფს შორის კავშირს გულისხმობს. Შესაბამისად, არ ყოფილა მარტივი მრავალფეროვანი ადამიანური გარემოს და შეთანხმებულ საერთო სიკეთის იდეას შორის (სახელმწიფო) ყოფილიყო უკონფლიქტო მიმართებები, რადგანაც ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლური მისწრაფებები, ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს. Დღეს, სწორედ ამიტომაც მიგვაჩნია, რომ რამდენადაც სახელმწიფო არის ის საერთო კეთილდღეობის, ერთგვარი უტილიტარიანული ინტერპრეტაცია სიკეთისა და ბედნიერების, იმდენად არის დაშლილი, დაცალკევებული და მორგებული თითოეულ ადამიანზე, რათა მათი კონტრიბუცია ამ საქმეში შეინიშნებოდეს. Ბერძნული დემოკრატიით დაწყებული ფუკუიამასეული იდეებით დამთავრებული სწორედ ამიტომ მივიდა კაცობრიობა იმ დასკვნამდე, რომ ხალხის უშუალო მართვა სახელმწიფოსი, რამდენადაც შეჯერებული აზრით განკარგვას იმდენად ინდივიდუალური მიმართებების დაფიქსირებას გულისხმობს. Თუმცა არის კი ჭეშმარიტი რეალობა ასე?
Ალბათ, დამეთანხმებით, რომ თეორიული ხედვა ადამიანის, ერის, ჯგუფის, ხალხის ურთიერთობის წარმონაქმნი გაერთიანების, იქნება ეს სახელმწიფო თუ სხვა რამისადმი, შესაძლოა ბოლოს მაინც დემოკრატიულ მექანიზმამდე დავიდეს, რადგან ის სხვა შესაძლებლობებისგან განსხვავებით უფრო „ფრთხილია“. Ამ უკანასკნელში უფრო ნაკლები ბოროტებაა მორალური კუთხით, რაც გულისხმობს შემდომს: ყველანი თანაბარუფლებიანობით ვსარგებლობთ წარმოქმნილი გაერთიანების, სახელმწიფოს ორგანიზებასა და მართვაში. Თუმცა ეს პროცესიც ერთგვარ ჩიხში შედის იმ დროს როდესაც, პირობითად, ვინმე კონკრეტული ხმის მიცემის უფლებას კარგავს ან სხვა არჩევანს აკეთებს. Ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სახელმწიფოს იდეაზე, როგორც საერთო სიკეთეზე, რომელიც მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს მათ ვინც აკუმულირებენ თავიანთი მონაწილეობით ამ ბედნიერებას. Ეს იდილია ირღვევა მაშინ, როდესაც ვიღაცისთვის სხვა რამ გახდება ბედნიერების მომტანი, პირობითად, ჯუნგლებში ცხოვრება მარტო. Ამისთვის მას არ დაჭირდება არც რაიმე გაერთიანებული მექანიზმი, რომელიც რაღაცას განუსაზღვრავს ან გარანტიებს აძლევს და არც ვინმე, რომელიც მის სოციალურ ცხოვრებაში ჩაბმას მოინდომებს. Ადამიანს მოუნდა სრულიად მარტო, ჯუნგლებში ცხოვრება და მისთვის სახელმწიფო, ყოფიერების მომენტად, კონკრეტულ საარსებო გარემოდ გადაიქცა, პირობითად იმ ადგილად სადაც ის ფეხს დაადგამს იქნება მისი სახელმწიფო, თავისსავე მიმართებებით. Მეორე პრობლემა როგორც წესი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ვინმეს ერთმევა ნება წვლილი შეიტანოს დემოკრატიული გზით სახელმწიფო საკითხებში. Პირობითად, ვინმე “ჭ” გაუნათლებელია, ან უუნარო, ან სრულიადაც ბოროტებისკენ მიდრეკილი, ან არარაციონალური, რის გამოც ჩავთვალეთ, რომ ამ ადამიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო მოწყობაში. Ბზარი სწორედ აქ ჩნდება. Შესაძლოა ვთქვათ, რომ მაშინ ეს ადამიანი არ მოიაზრებოდეს იმ საზოგადოებრივ ერთიანობაში, რომელიც სახელმწიფოს ქმნის. Ამ კონკრეტულ თეორიულ მსჯელობაში პირადად საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა რეალურ გარემოებრივ ფაქტებს თუ გავითვალისწინებთ, მთელი რიგი საკონსტიტუციო საკითხები, რომელიც სახელმწიფოს, როგორც ფუნქციური ელემენტის გამართულობას გულისხმობს შესაძლოა ჩამოშლის საფრთხის წინაშე დადგეს. Ეს ყველაფერი კი მოხდება იმიტომ, რომ კონტრადიქციული აღმოჩნდება კონსტიტუციური პუნქტები იმ გადაწყვეტილებასთან რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ მსჯელობისას. Სრულიად ცხადად არის შესაძლებელი, ამ ადამიანის “განკვეთის” შემდგომ ის საფრთხისშემცველი აღმოჩნდეს იმ კონკრტული საზოგადოების ნაწილისთვის ვისაც წვლილი შეაქ სახელმწიფო მართვაში. Პირობითათ თუ განკვეთილი შეეცდება ვინმეს მოკვლას, ერთის მხირვ, სისტემის გამართულობა დადგება ეჭქვეშ რადგან დაცულობა ვერ უზრუნველყო და მეორეს მხრივ საერთოდან ერთის გამოკლებით, დადგენილი ერთიანობა ირღვევა.
Სწორედ ამიტომაც შესაძლებელია თამამად ვთქვათ, რომ დღეს არსებული სახელმწიფოები, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ისინი შესაძლოა გამართულები იყვნენ, პრაქტიკულ მოცემულებაში განხორციელებისას აწყდებიან სირთულეებს, რომელიც ისევ მათივე არსებობით, მათივე საფუნქციო მექანიზმებით, კონსტიტუციებით, კანონმდებლობებით არიან გამოწვეულნი. Შესაბამისად ჩვენც ადამიანები, ამ უტოპიურ მოცემულობაში ვირჩევთ იმ შესაძლებლობას, რომელსაც ნაკლები სიბოროტე, ან ამ უკანასკნელის მოხდენის ნაკლებ შანსს ტოვებს. Თუმცა ტექნოლოგიური განვითარება იძლევა შესაძლებლობებს უტოპიური თეორიები ან პრაქტიკები რეალურად განახორციელოს. Მაგალითად ის რაზეც შესაძლოა ანტიკურობაში პლატონი ან არისტოტელე მსჯელობდა შესაძლოა განხორციელდეს არა აქ, რეალურ გარემოებებში არამედ იქ ვირტუალურ სივრცეში.
Არსებობს მოსაზრებები, რომ ტექნოლოგიური განვითარება თავისთავად უნდა იწვევდეს რაღაც პროცესების ამ ვექტორზევე გადაყვანას. Ერთ-ერთი ასეთი მცდელობა არის “Bitnation” ის შექმნა. Სისტემა ვირტუალურია და ერთგვარ კრიპტოსახელმწიფოს მსგავს წარმონაქმნს გვთავაზობს, რომელშიც იარსებებს “არჩევითი სახელმწიფოებრიობა”. Ცოტა საკითხს ფილოსოფიურად თუ შევხედავთ იდეა წარმოიშვება იმ მსჯელობიდან რომელსაც პლატონი თავის ნაშრომში მოგვითხრობს: დემოკრატია თავადვე წარმოშობს ტირანიას, ეს უკანასკნელი კი ბუნებრივი მოცემულობაა. Ამოსავალი, კი ამ კრიპტოსახელმწიფოს შექმნის ან იდეალური სახელმწიფოს შექმნის მცდელობის ვირტუალურ სივრცეში გადაგდების არის ერთი მარტივი გამოწვევა: არიან კი ადამიანები ჩართულნი “დემოკრატიაში”, ამ პროცესის თუ მექანიზმის გამართვაში, რომელმაც შესაძლოა მოგვცეს შედეგად კარგი სახელმწიფო. Ეს კითხვისნიშანი რა თქმა უნდა არსებობს და იარსებებს. Სწორედ ამიტომაც იფიქრეს ადამიანებმა, რომ საჭიროა ტექნოლოგიური მიღწევების ყოფით რეალობაში ინტერპრეტირება და არსებული დილემების გადაჭრა, პრობლემების ამით მოგვარება. Სისტემა, რომელიც ვირტუალურ რეალობაში შეიქმნება იქნება ის რაც ინდივიდუალურად მოერგება თითოეულს, პატივს სცემს ამ ინდივიდის შხედულებებსა და მორალურ კანონებს, ამის შესაბამისად დაადგენს უფლებებს, ძალაუფრებრივ სისტემას და მოაქცევს თავისსავე სახელმწიფოში.
Შესაძლოა, ვირტუალური სივრცე მართლაც ჰგავდეს სახელმწიფოს და ადამიანის ურთიერთობას შორის ყველაზე კარგ “გამოსავალს”, თუმცა ვფიქრობ მის ფილოსოფიასაც აქვს ხარვეზები. Ერთ-ერთი იმათგანი და ჩემი აზრით, ყველაზე მთავარიც არის რეალური სამყარო. Შესაძლოა ეს ჰგავდეს მორალური დილემისგან გაქცევას ან თავის არიდებას, შევქმნათ არსებულ რეალობაში საუკეთესო სახელმწიფოებრივი სისტემა ან ურთიერთობის ფორმა მასსა და ადამიანს შორის. Მეორე, ვფიქრობ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ადამიანური ბუნება არ უბიძგებს ინდივიდებს ვირტუალურ სივრცეშიც შექმნან გაერთიანებები, ნამდვილი რეალობის ანარეკლი, რომელიც საბოლოოდ იმ უტოპიურ წრებრუნვაში დააბრუნებს მათ, ოღონდ განსხვავებულ სივრცეში. და მესამე, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ რომელიმე ინდივიდ-სახელმწიფო იქნება რაციონალური, კეთილი, უვნებელი, უსაფრთხო და ა.შ მიზეზებით ან მიზნებით შექმნილი. ეს რომ დავივიწყოთ, იმდენი სახელმწიფოს არსებობა რამდენი ადამიანიც არის, თუნდაც ვირტუალურ სივრცეში ზედმეტია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.