ENG GEO

Search form

Ზღუდავს თუ არა კანონი თავისუფლებას?

 

Კანონი და თავისუფლება ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებებია, თუმცა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ურთიერთმიმართება არსებობს ამ ორ ცნებას შორის, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, ვინაიდან  Ერთი მხრივ კანონი ადამიანს შესაძლოა ანიჭებდეს თავისუფლებას, მეორე მხრივ კი პირიქით - ზღუდვადეს მას. 

 

Თუ თავისუფლებას განვიხილავთ, როგორც შესაძლებლობას ადამიანმა განახორციელოს ნებისმიერი ქმედება მისი ნების შესაბამისად, ხოლო კანონს, როგორც ადამიანის ქცევის მარგულირებელ ნორმატიულ აქტს და შესაბამისად დავუშვებთ, რომ, რაც მეტია კანონი, მით ნაკლებია თავისუფლება,  მაშინ, რა თქმა უნდა, კანონი ნამდვილად წარმოადგენს თავისუფლების საწინააღმდეგო ცნებას. Თუმცა, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ ადამიანის ბუნებაზეც. ის არის ინდივიდი, რომელსაც შეუძლია იფიქროს, შეაფასოს და შესაბამისად გარკვეული მიზეზებისა და პრინციპების გათვალისწინებით იმოქმედოს. მას როგორც რაციონალურ არსებას, ერთი შეხედვით, თითქოს, შესწევს უნარი მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები, რაც კიდევ ერთხელ აყენებს კანონების არსებობის აუცილებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ. Თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნებისმიერი ადამიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში დარწმუნებულია, რომ მისი ქმედება იმ კოკნრეტულ მომენტში სწორია, თუმცა, ხშირად ამ გადაწყვეტილებებიდან მიღებულ შედეგებს საპირისპირო რამ უჩვენებია. Გარდა ამისა, Აღსანიშნავია, რომ ადამიანებს ახასიათებთ ეგოიზმი, შესაბამისად მათთვის სასიკეთო  გადაწყვეტილება, შესაძლოა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უარყოფითი შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. Აღსანიშნავია, რომ ეს ეწინააღდგება ასევე კონსეკვენციალიზმის მორალურ თეორიას, რომლის მიხედვით მხოლოდ ის ქმედება შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად, რომელსაც უმრავლესობისთვის შეუძლია სიკეთის მაქსიმიზება. 

 

თავისუფლების ამგვარ გაგებას, როცა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ყველაფერი მისი ნების შესაბამისად, მივყავართ ჰობსის შეხედულებებთან, რომელიც ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს შექმნამდე არსებობდა ბუნებითი მდგომარეობა, როდესაც ადამიანები სრულიად თავისუფლები და თანასწორები იყვენენ. Თუმცა, მთავრი პრობლემა, რომელთანაც მივყავართ სრულ თავისუფლებას ჰობსი გამოხატავდა სიტყვებით - “ბუნებითი მდგომარეობა არის ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”. Ასეთ მდგომარეობაში ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ. Მათ იციან, რომ მათი სიცოცხლე და საკუთრება დაუცველია, ამიტომ ცდილობენ თავად დაასწრონ სხვას თავდასხმა და სიცოცხლის მოსპობა. Სრული თავისუფლების ასეთ შედეგებს მივყვართ სახელმწიოფოს შექმნისა და შესაბამისად კანონების მიღების აუცილებლობასთან. 

 

Სრული თავისუფლების უარყოფით მხარეებზე საუბრობს ასევე პლატონიც “სახელმწიფოში”, სადაც აყალიბებს შეხედულებას, რომლის მიხედვით, ადამიანებმა კანონები შექმნეს უსამართლობის შედეგების თავიდან აცილების მიზნით. Პლატონის აზრით, “უსამართლობის ჩადენა კარგია, მისი ატანა კი -  რთული.”  Თუმცა, ამავდორულად უსამართლობის ჩადენას მოსდევს ისეთი უარყოფითი შედეგები, რომლის ატანაც იმდენად რთულია ადამიანებისთვის, რომ ისინი უსამართლობისგან მიღებულ სიკეთეს წონიან. Ამიტომ ადამიანებმა გადაწყვიტეს დაედოთ შეთანხმება იმის შესახებ, რომ არ ჩაედინათ უსამართლობა, რამაც მისცა დასაბამი კანონმდებლობას. 

 

Მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი რაციონალური არსებაა, მის სრულ თავისუფლებას მხოლოდ უარყოფითი შედეგების მოტანა შეუძლია მისთვის. Მეტიც, ადამიანის რაციონალურობა შეიძლება სწორედ კანონების არსებობისა და მათი მეშვეობით სრული თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობის გაცნობიერებაში მდგომარეობდეს, რადგან მათ გარეშე საზოგადოების არსებობა შეუძლებელია. 

 

Შეიძლება ითქვას, რომ კანონები ადამიანის მიერ თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზაა, ვინაიდან მისი ფუნქცია არა მხოლოდ მოქმედების ფარგლების შეზღუდვაა, არამედ ადამიანისთვის უფლებების მინიჭებაც, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავისუფლება და ინტერესები. Კანონის მიერ ადამიანისთვის მინიჭებული უფლებებია ერთერთი საფუძველი იმისა, რომ ერთეული ადამიანები შესაძლოა არ გახდენენ მსხვერპლი ისეთი ქმედებებისა, რომელსაც ამართლებს კონსეკვენციალიზმის თეორია. 

 

Თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კანონები შესაძლოა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების წევრების აბსოლიტური უფლებების შელახვისა და მათით მანიპულაციის კარგი საშუალება. Მაგალითად, შესაძლებელია სახელმწიფოს სათავეში მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც კრძალავს სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას და ა.შ. Თუმცა, ასეთ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ პრობლემა დავინახოთ არა კანონების არსებობაში, არამედ არადემოკრატიულ ხელისუფლებაში. 

 

Ასე რომ, მართალია კანონი ზღუდავს სრულ თავისუფლებას, თუმცა ზღუდავს მხოლოდ იმდენად, რომ ადამიანს შეეძლოს მშვიდობიან საზოგადოებაში სხვა ადამიანებთან თანაცხოვრება ისე, რომ არ შეიზღუდოს სხვისი უფლებები. 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.