თავისუფლება რამდენადაც სასურველია ყველა ადამიანისთვის, იმდენად აბსტრაქტულ ცნებას წარმოადგენს, რომლის საზღვრების დადგენაც ძალიან რთულია. Მაშინ, როცა მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე, შეუძლებელია კანონის გარეშე იყოს დაცული ყველას უფლებები და თავისუფლებები. ჯერჯერობით თავისუფლების აღსაწერი ალბათ ყველაზე ზუსტი ფორმულაა ის, რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. Სწორედ ამ ფორმულის სისრულეში მოსაყვანადაა საჭირო კანონიც, თუმცა ამ ბეწვის ხიდზე გავლისას ბევრი იდეოლოგია და მმართველობა ჩავარდნილა.
Ჩემი აზრით, ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, რომ მიიღოს ის, რაც უნდა. ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ, სწორედ ამ ‘უნდას’ მიღების მოთხოვნილება მგონია ადამიანის თავისუფლებისაკენ სწრაფვა. შესაბამისად, ადამიანი თავისი არსით მიისწრაფვის თავისუფლებისკენ. თუმცა სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ჩვენდაუნებურად სხვა ადამიანების არსებობა გვაიძულებს, რომ მხოლოდ ჩვენს თავზე აღარ ვიფიქროთ ისევ ჩვენივე თავის სასიკეთოდ. მაგალითად, პრეისტორიულ ერაში, როცა არავითარი კანონები არ არსებობდა და ხალხი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობდა, ეს იწვევდა მათ მუდმივად შიშში ცხოვრებას. მათ არ იცოდნენ, დაიდან ვინ დაესხმებოდათ თავს “პირველყოფილი თავისუფლების” პირობებში. Შესაბამისად, ეს გრძნობა მათ თავისუფლებას ზღუდავდა და პარადოქსულად მივდივართ იმ დასკვნისკენ, რომ თავისუფლებამ თავისუფლება შეზღუდა. Ამიტომაც საჭირო გახდა კანონი, რომელიც დაარეგულირებდა თითოეული ადამიანის თავისუფების ფარგლებს, რომელიც ყველასთვის ოპტიმალური იქნებოდა, რაღაც ჯამური კეთილდღეობის მსგავსი.
Მეორე მხრივ, არსებობდნენ ისტორიაში ტირანული რეჟიმები, რომლებიც თავიანთი კანონებით იმდენად ზღუდავდნენ ადამიანთა თავისუფლებას, რომ ფაქტობრივად მათ მარიონეტებად აქცევდნენ. Საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, რეჟიმი, რომელიც არ ერგება ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას და აიძულებს მას რომ ფორმა შეიცვალოს ან შეიკუმშოს, აუცილებლად იგემებს მარცხს. ადამიანი არ არის თიხა, რომელიც ფორმის შეცვლისას იყინება. იგი შინაგანად მუდამ იბრძვის თავისი საწყისი ფორმის დაბრუნებისკენ, ხისტია. Შეიძლება თქვათ, რომ უამრავი ადამიანი ყოფილა დამონებული, დამორჩილებული და დაპროგრამებული რეჟიმის მიერ, თუმცა გეტყვით, რომ ეს არ არის წამიერი პროცესი. Ხშირად ამ ყველაფრის ამოხეთქვას დრო სჭირდება. Სწორედ ამ ვულკანის ამოხეთქვას შეგვიძლია ვუწოდოთ რევოლუცია. Რევოლუცია ჩემთვის სწორედ ეს არის - ადამიანის შინაგანი მოთხოვნილება, დაიბრუნოს მისთვის ბუნებითად საწყისი მდგომარეობა.
რატომ განიცადა კრახი საბჭოთა კავშირმა ან ნაცისტურმა გერმანიამ. ვფიქრობ, პასუხი სწორედ ეს არის. ადამიანების ტალღა, რომელიც თავისუფლებისაკენ ისწრაფვის, შეუჩერებელია.
Საბოლოოდ ვასკვნი, რომ თავისუფლების სრული და ზუსტი განმარტება არც არსებობს, უბრალოდ არსებობს მოტივი, რომელიც ჩვენ ყველას გვამოძრავებს. და სახელმწიფოში, რომელიც ერგება ადამიანის შინაგან სამყაროს, ცნებები ‘თავისუფლება’ და ‘კანონი’ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. როგორც კანონით იწერება თავისუფლება, ასევე თავისუფლებით იწერება კანონი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.