ENG GEO

Search form

მსგავსება ორ მიმრთებას შორის: ადამიანი და კანონი / ნარკოდამოკიდებული და ნარკოტიკი.

სანამ დავიწყებდეთ საუბარს ამ ორ მიმართებას შორის მსგავსებაზე, მინდა ვისაუბრო ფრედეკის ბასტიატის რამდენიმე აზრსა და კოემენტარზე ადამიანისა და სახელმწიფოს მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, ბასტიატი გვეუბნება, რომ კანონი არ უნდა იდგეს ადამიანზე მაღლა და არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება და პრივილეგია, ვინაიდან კანონს ქმნის ადამიანთა ჯგუფი, შემდგარი ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანებისგან, როგორებიც ვართ ყველა დანარჩენი. კანონი უნდა მოქმედებდეს, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის სასიკეთოდ, იცავდეს მას და არა პირიქით - აზარალებდეს.

მეორე მოსაზრება , რომელზე დაყრდნობითაც ვისაუბრებ არის უეინ დევისის “მოქმედების თეორიიდან”, კერძოდ ავტონომიური მოქმედების ნაწილიდან, სადაც მას ავტონომიური მოქმედების მაგალითად მოჰყავს ნარკომანი, რომელიც თავის სხეულში უშვებს ჰეორინს, დიდი სურვილის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისი ასევე დიდი სურვილი იყოს ნარკოტიკური საშუალებისთვის თავის დანებება. ამ შემთხვევაში მისი ქმედება ერთის მხრივ არაადეკვატურია- თუ დანებება სურს რატომ აკეთებს? მაგრამ მეორეს მხრივ ადეკვატურია- იმიტომ აკეთებს, რომ დიდი სურვილი და მოთხოვნილება აქვს. (ამ შემთხვევაში არ ვუღრმავდებით დამოკიდებულების და მასთან ბრძლოს ფსიქოლოგიურ ასპექტს და ვუყურებთ მარტივად და ზედაპირულად).

ის დამოკიდებულება/მსგავსება, რაც მე ამ ორ ურთიერთმიმართებას შორის დავიჭირე არის ასევე ძალიან მარტივი. დამეთანხმებით, რომ ადამიანების უმეტესობა იზიარებს ბასტიატის მოსაზრებას კანონთან მიმართებით, მიუხედავად იმისა წაკითხული აქვთ თუ არა ნაშრომი, ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ: დიახ კანონი უნდა გვიცავდეს და არ გვაზარალებდეს. თუ ბასტიატის ნაშრომის ფინანსურ ნაწილსაც შევეხებით, იმასაც დაგიმტკიცებენ, რომ კანონი (სახელმწიფო), ნამდვილად არ უნდა “გვართმევდეს ფულს”. თუმცა კანონს მაინც მივყვებით და ვიქცევით წესების მიხედვით, რაც დევისის ავტონომიური ქმედების მიხედვით არაადეკვატურია, ვინაიდან ძირითადად კანონი საპირისპიროს აკეთებს იმისა, რაც “წესით მოეთხოვება”. გვინდა კანონის შეცვლა, გვინდა კანონისგან რაც შეიძლება მეტად თავისუფლები ვიყოთ, თითქმის ანარქიამდე მივიდეთ, და თუ ანარქიამდე არა, მაშინ მხოლოდ “სასიკეთო” კანონების კრებული შევქმნათ, თუმცა ამისთვის ძირითადად არაფერს ვაკეთებს, და როგორც ნარკო დამოკიდებული მაინც რჩება ნარკოტიკის მომხმარებლად, ისე ვრჩებით ჩვენ კანონის მიმდევრები.

ეს, რა თქმა უნდა, გამოწვეულია კანონის დარღვევის შიშით, ვინაიდან ვიცით რა, კანონით გათვალისწინებული, სასჯელი მოყვება ამას, მეტი ზარალი ჩვენი თავისთვის, შესაძლოა ნარკოდამოკიდებულებსაც ნარკოტიკის გარეშე ცხოვრების შიში აქვთ, იგივენაირად, როგორც ჩვენ გვეშინია კანონის გარეშე ცხოვრებისა?

ადამიანისა და კანონის მიმართება, არის ამოუწურავი თემა, რომელიც განიხილება საუკუნეების განმავლობაში,  ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია არაერთი ფილოსოფიის გადმოსახედიდან.

მაგალითად რომ ავიღოთ კონსეკვენციალიზმი- ჩვენ ვქმნით კანონებს იმისათვის რომ საბოლოოდ მივიღოთ განვითრებული, დალაგებული, ფინანსურად ძლიერი სახელმწიფო, და პრინციპში ეს შედეგი, რა თქმა უნდა, კარგია, და  მაგით ვამართლებთ კანონის “ქმედებებს”, რომლებიც შესაძლოა არც ისე კარგად აისახება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე. ანალოგიურ ამბავს ვაწყდებით ნარკოდამოკიდებულებაშიც. ნარკომანი ადამიანი ფიქრობს იმაზე რომ ნარკოტიკის მიღებით ის მიიღებს სიამოვნებას თუმცა არ ფიქრობს იმაზე თუ როგორ შესაძლოა ამ ქმედებამ დააზიანოს მისი ორგანიზმი, ის ორიენტირებულია შედეგზე- სიამოვნებაზე.

დეონტოლოგიის ჭრილში რომ განვიხილოთ, იგივე სიტუაციაა რაც კონსეკვენციალიზმში, უბრალოდ სხვა რაკურსიდან. ვუყურებთ კანონებს როგორც ნაბიჯებს, ვფიქრობთ იმაზე  რამდენად სწორი არიან ისინი ერთი შეხედვით თუმცა არ ვფიქრობთ იმაზე თუ რამდენად შეიძლება ამა-თუ იმ კანონმა დააზარალოს ადამიანი, იმიტომ რომ ის ადამიანები რომლებიც ქმნიან კანონს, რატომღაც არ უყურებენ დიდ სურათს. ამ შემთხვევაში, შედეგი არის ადამიანის დაზარალება.

ხოლო ბუნებითი სამართლის ჭრილში თუ განვიხილავთ ამ ორ ურთიერთ მიმართებას, ორივე სრულად ეწინააღმდეგება ბუნებითი სამართლის პრინციპს. ამ ფილოსოფიის შინაარსი გვეუბნება, რომ არსებობს რაღც წესები, რომლებიც ყველა ადამიანშია მემკვიდრეობით და კანონები არ უნდა შექმნას საზოგადოებამ ან მოსამართლეებმა. თომა აკვინელი კი ისევ და ისევ გვეუბნება, რომ ბუნებითი სამართლის მთავარი პრინციპია იღწვოდე სიკეთისკენ და თავი აარიდო ცუდს. ხოლო, როგორც ვხედავთ არც ფრედერიკ ბასტიატის პერიოდში და არც ახლა, სახელმწიფო კანონები ასე(სასიკეთოდ) არ მოქმედებს. იგივეა ნარკოდამოკიდებულების შემთხვევაშიც.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.