თავისუფლება თავიდან ბოლომდე ეთიკური ცნებაა. ადამიანის ერთ-ერთი დეფინიცია მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი თავისუფალი ნებელობის მატარებელი არსებაა. ადამიანი ვლინდება მის არჩევანში. Ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თავისუფალი- ეს მათი ბუნებრივი უფლებაა. Თავისუფლების გამოხატვაა მათი ყოველდღიური ქცევა, არჩევანი, თითოეული სიტყვა, რასაც წარმოთქვამენ, ფიქრი რასაც თავში გაივლებენ, და ქმედება რითაც მოქმედებენ. Საინტერესოა, რამდენად გვაქვს არჩევნის სრული თავისუფლება? Არსებობს კი რაიმე ზღუდე, რაც ხელს უშლის ადამიანებს თავიანთი სურვილების სრულად განხორციელებაში? ცხადია, არსებობს, და ამ ზღუდეს კანონი ჰქვია.
Საზოგადოება ერთგვარი შეთანხმება, სოციალური კონტრაქტია ადამიანებს შორის, რომლის დასაცავადაც მათ კანონები შექმნეს. Საუკუნეების განმავლობაში სხვადსხვა ქვეყნის საკანონმდებლო სტრუქტურებმა მრავალი ცვლილება განიცადა- კანონები მუდამ იცვლებოდა და შესაბამის საზოგადოებას ერგებოდა, თუმცა ყველა თაობაზე სხვადსხვაგვარად მოქმედებდა- ზოგს მეტად ბოჭავდა, ზოგს ნაკლებად. Მიუხედავად იმისა, რომ კანონებს დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა, ის საკმაოდ ზღუდავდა ადამიანის თავისუფლებას, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ე.წ. Ცენზურა, რომლის დარღვევის დროსაც, “დამნაშავეს” ან ხვრეტდნენ, ან ციმბირში ასახლებდნენ. Ეს კარგად არის ილუსტრირებული ინგლისელმა მწერალის, ჯორჯ ორუელის ნაწარმოებში “1984”, სადაც, მან თუმცა კი, ალეგორიულად, მაგრამ რეალობაზე დაყრდნობით აღწერა ის სურათი, რომლის დროსაც, ერთი შეხედვით, ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ხალხის უფლებების შეზღუდვაზე იყო აგებული- არა ადამიანი მართავდა კანონებს, არამედ კანონი ადამიანს. Შეზღუდულმა თავისუფლებამ გონებრივი შეზღუდვაც გამოიწვია და ხალხი უგრძნობ, დაპროგრამებულ, ტვინგამორეცხილ რობოტებად იქცა, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი არჩევნით, საკუთარი სურვილების თუ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით დამტკბარიყვნენ.
Მეორე მხრივ- რას მოგვიტანს უსაზღვრო თავისუფლება? Თუკი კაცობრიობა ყველანაირი კანონის და შეზღუდვის გარეშე იცხოვრებს, იქნება კი ეს მიზანშეწონილი?
Ადამიანების მოთხოვნილებები ერთმანეთისგან განსხვავდება- ყველას კეთილი ზრახვები არ გააჩნია, მათი სურვილები ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა და ხშირად სხვისი ინტირესების საწინააღმდეგოდაც კია მიმართული, სწორედ ამიტომ, თუკი თავისუფლებას არ ექნებოდა დაწესებული გარკვეული ზღვარი, მსოფლიოში სრული განუკითხაობა და ქაოსი დაისადგურებდა, სადაც ხალხი ერთმანეთის უფლებას შელახავდა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
Გამოდის, რომ თავისუფლების და კანონის გარეშე საზოგადოება სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს, იმავდროულად, კი ეს ორი ცნება ერთმანეთს ეწინააღმდეგება- მაშ, რა არის გამოსავალი? “Შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი იწყება”- ეს ის სიტყვებია, რომელმაც, ვფიქრობ, ერთვარი კომპასის როლი უნდა შეასრულოს ადამიანებისთვის- იგი დაგვეხმარება სწორი მიმართულება და გამოყენება მივცეთ ბუნებისგან ბოძებულ თავისუფლებას და სწორედ მისი მიხედვით დავაწესოთ შემდგომ კანონები, რომელიც, ისევ და ისევ, ჩვენივე თავისუფლებას უზრუნველყოფს.
Ანა მოწერელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.