ENG GEO

Search form

რამ შემქმნა ადამიანად?

Თომა აქვინელი, ისევე როგორც არისტოტელე, ფიქრობს, რომ სამყაროში ყველაფერს საკუთარი კონკრეტული დანიშნულება (telos) გააჩნია. Მაგალითად, თვალის დანიშნულებას წარმოადგენს, რომ ხედავდეს, ნერგის დანიშნულება გაზრდაა და ა.შ. Შესაბამისად, მისი ფილოსოფიის მიხედვით, რაიმე არის კარგი იმ შემთხვევაში, როცა თავის დანიშნულებას და მიზანს ასრულებს. Რაც შეეხება ადამიანს, აქვინელი ფიქრობს, რომ მას სხვა არსებებისგან გამოარჩევს განსჯის უნარი, რომელიც მას ღმერთმა უბოძა. თუ ადამიანები ამ განსჯის შესაბამისად იმოქმედებენ, საბოლოოდ მივლენ ბუნებითი კანონის ძირითად წესებამდე. Ადამიანის დანიშნულების სწორედ ამ ფორმულირების შემდეგ აყალიბებს აქვინელი თავის ძირითად მცნებებს, რომმლებშიც მოიაზრება ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნება, რეპროდუქცია და შთამომავლობის ერუდირება, ღმერთის შეცნობა და თაყვანისცემა, საზოგადოებაში ცხოვრება.

Თუმცა, ამ მსჯელობის საპასუხოდ, შეიძლება დავსვათ კითხვა, თუ რატომ შეიძლება იყოს ადამიანის დანიშნულება მისი განსჯის შესაბამისად მოქმედება და ამის საფუძველზე ჩამოყალიბებული წესების მიხედვით ცხოვრება, Ან საერთოდ გააჩნია თუ არა ადამიანს დანიშნულება. Აქვინელის ფილოსოფიის უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს ღმერთის არსებობა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ძირითადი მცნებებიდან ერთ-ერთი სწორედ ღმერთისადმი თაყვანისცემას გამოხატავს. Ღმერთი არის შემოქმედი, რომელიც თავის თავში განსაზღვრავს ადამიანის იდეას, ადამიანურ ბუნებას, რომლის შემადგენელი ელემენტი არის განსჯა - ანუ ის, რაც ჩვენ სხვა უსულო თუ სულიერი არსებებისგან განგვასხვავებს. Ანუ აქედან გამომდინარეობს, რომ ადამიანის ადამიანად ყოფნის იდეა და დანიშნულება, შესაბამისად მისი ბუნება განსაზღვრულია მანამ, სანამ ის იარსებებს. Მისი არსებობის პირველივე წამიდან კი მისი ბუნება უკვე განსაზღვრულია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მუშაობს, რომლის შემოქმედადაც რა თქმა უნდა ღმერთი გვევლინება. Თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ღმერთი არ არსებობს? Ვფიქრობ, ამ დაშვების შემდეგ აქვინელის მსჯელობაში გარკვეული ხარვეზები იჩენს თავს. Თუ არ არსებობს ღმერთი, რომელიც ადამიანის არსებობამდე გასნაზღვრავს მის დანიშნულებას და უბოძებს განსჯის უნარს, გამოდის, რომ ადამიანი მის არსებობამდე განუსაზღვრელია, არსებობის პირველი წამიდან კი ის თავადვე იწყებს საკუთარი თავის განსაზღვრას. Ამგვარი ე.წ გადადგებულობისას ჩვენ საკუთარი თავის ამარა ვრჩებით. Არ არსებობს უზენაესი ღმერთი, რომელიც აბსოლუტური სიკეთის გამოხატულება იქნებოდა. Ვრჩებით აბსოლუტური თავისუფლების პირობებში, სადაც ჩვენს არსებობას არანაირი კონკრეტული დანიშნულება არ გააჩნია. Და თუ ადამიანის არსებობას არ აქვს განსაზღვრული დანიშნულება, აქვინელის მსჯელობის უმთავრესი საფუძველი მნიშვნელოვნად ირყევა და ზარალდება.

 Მაგრამ Იმ შემთხვევაშიც, Თუ ადამიანს არ გააჩნია კონკრეტული დანიშნულება, მისი ყოველი ქმედება და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები მთლიანად მის კისერზეა. Ღმერთის არარსებობის დაშვება და ეს აბსოლუტური თავისუფლება ერთგვარ სასჯელადაც კი შეიძლება იქცეს ადამიანებისთვის. 

 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.