ENG GEO

Search form

აუმჯობესებს თუ არა ეკონომიკურ სისტემას ბუნებითი სამართალი?

დღესდღეობით ეკონომიკური სისტემის ძირითადი ნაწილი აწყობილია არაჯანსაღ იერარქიულობაზე, რაც ქმნის შეუნარჩუნებელ და ნგრევისათვის განწირულ ეკონომიკას. არაჯანსაღ იერარქიაში ვგულისხმობ იმას, რომ ზემდგომნი (ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ფიგურები) წოვენ ქვემდგომთს (მომხმარებელსა და დასაქმებულებს) და მათ შორის იქმნება არათანაბარი სიტუაცია ეკონომიკური თვალსაზრისით. ჯანსაღი იერარქია კი ვფიქრობ, ადამიანებს მისცემს საშალებას შეინარჩუნოს ბალანსი და უფრო თანაბარი ეკონომიკა შეაქმნევინოს საზოგადოებას, ისეთი, რომელშიც კომპანიის უფროსები არ არიან მოტივირებულნი იმაზე, რომ მოიხვეჭონ ბევრი, არამედ იმაზე, რომ მოიხვეჭონ საკმარისი და ზვემდგომთ შორის შეინარჩუნონ წესრიგი. ჩემი ნათქვამის უკეთ გადმოსაცემად, მინდა მაგალითისთვის ავიღოთ ველური ბუნება და განვიხილო, თუ როგორ მუშაობს ჯანსაღი იერარქია ველურ ბუნებაში. დავუშვათ ლომი, რომელიც კვებით ჯაჭვის სათავეშია, დროის ძირითად ნაწილს არ ნადირობს, ამავდროულად ასრულებს იერარქიულ ვალდებულებას და ინარჩუნებს ბალანსს მცირე და დიდ ცოხველებს, შორის. მაგრამ თუკი ლომი დაიწყებდა მთელი დღის განმავლობაში ცხოველების ჭამასა და ხოცვას მეტად მიემსგავსებოდა იმ არაჯანსაღ იერარქიულ სისტემას, რომელსაც თანამედროვე კაპიტალისტურ სისტემაში ვაწყდებით. ბუნებით სამართალი არამხოლოდ ადამიანებშია, არამედ ცხოველბშიცაა, სწორედ ამიტომ მგონია, რომ ბუნებით სამართლით ხდება ცხოველთა სამყაროში ჯანსაღ იერარქიული სისტემების მოწყობა. მეტიც მსგავსი იერარქიულობა არამხოლოდ კვებით კაჭვში გვხვდება. მაგალითად ხის ფესვური სისტემა, ან მდინარეთა მიმოდინება, თუნდაც ადამიანის გულსისხლძარღვთა ან ნერვული სისტემა აგებულია მსგავს ჯანსაღ იერარქიულ სისტემაზე. მაგალითად სისხლძარღვული სისტემა, ადამიანს აქვს რამდენიმე დიდი ვენა და არტერია, ასევე დიდი რაოდენობით საშუალო ზომის ვენები და არტერიები და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით კაპილარები. გინდაც მდინარე ავიღოთ, რომელიც იტოტება  პატარა მდინარეებად ან მას უერთდებიან შენაკადები. იმის თქმას ვცდილობ, რომ ბუნებაში ვხედავთ მრავალ სისტემას, რომელშიც დიდი და ძლიერი კი არ სპობს და ანადგურებს პატარასა და სუსტს, არამედ ხელს უწყობს არსებობაში. თითქოს მსგავსი სისტემა ბევრად ჯანსაღი იქნებოდა ეკონომიკისთვისაც, თუმცა დღესდღობით გაზულუქებული კომპანიები და მათი უფროსები, რომლებიც არაჯანსაღი იერარქიის თავში მოექცნენ, საწინააღმდეგოდ იქცევიან. ისინი ანადგურებენ პატარა ბიზნესებს და იხვეჭენ მეტ ძალაუფლებას, რათა კიდევ უფრო მეტი მოიხვეჭონ.  დღევანდელი ეკონოიკის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია არმადენიმე დიდი კომპანიის უფრო გაზრდასა და გაძლიერებაზე, რაც პატარა კომპანიების პოტენციალებს ახშობს, რასაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზარალში მიჰყავს ქვეყანა. ეს ყველაფერი კი ვფიქრობ, დიდ წილ აფერხებს ეკონომიკურ წინსვლასა და სიჯანსაღეს.

თითქოს ადამიანები დღესდღეობით სამყაროს აღიქვამენ დანაწივრებულად და უჭირთ სრული სურათის დანახვა. მაგალითად ნავთობის აღოჩენამ კი გმაოიწვია მეცნიერული წინსვლა და ეკონომიკური პროგრესი, თმცა იმის გამო, რომ არ ვიცოდით, რა სახის გვერდითი მოვლენები ექნებოდა ამ ყველაფერს გამოვიწვიეთ გლობალური დათბობა. ვცდილობთ შევქმნათ მეტად ჯანსაღი ენერგიის წყაროები, თუმცა ჩვენი მცდელობა ფეხს ვერ უწყობს იმ მეცნიერული თ ეკონომიკური პროგრესის სისწრაფეს, რომელიც ნავთობის აღმოჩენამ გამოიწვია. შესაბმაისად თითქოს გაჭედილები ვართ ხაფანგში, რომელსაც თვითგანადგურებამდე მივყავართ. ან ეკოსისტემას გავანადგურებთ იმ დონეზე, რომ სიცოცხლე შეუძლებელი გახდება, ან კიდევ ზემოხსენებული არათანაბარი ეკონომიკა გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებებსა და სამოქალაქო ომებს. შეიძლება ამისაგან გათავისუფლების ერთადერთი გზა იყოს სისტემის გამოცვლა და ისეთი ეკონომიკური სისტემის პოვნა, რომელიც არაა თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.