ENG GEO

Search form

ჰიუმის პრინციპისა და ბუნებითი სამართლის პერპენდიკულარი

დეივიდ იუმი იდეათა საბამის შესახებ წყვეტს:

 

Ყველა ადვილად დაეთანხმება იმას, რომ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენი გონების აღქმებს შორის, როდესაც, ერთი მხრივ, ადამიანი განიცდის ტანჯვას ძლიერი სიცხისაგან ან სიამოვნებას ზომიერისითბოსაგან, და როდესაც, მეორე მხრივ, შემდეგში აღადგენს ამ შეგრძნებას თავის მეხსიერებაში ან მოელის მას თავის წარმოსახვაში.

 

Მომყოლი:

 

Გონების ყველა აღქმას, წარმოდგენას ჩვენ აქ გავყოფთ ორ ჯგუფად ანუ სახეებად, რომლებიც განირჩევიან სიძიერისა და სიცხოვლის ხასიათით. Ნაკლებ ძლიერებს და ცოცხლებს, ჩვეულებრივ, ეწოდებათ აზრები ან იდეები.

 

ამასთან,

 

Პირველი შეხედვით, არაფერია უფრო შეუზღუდველი, ვიდრე ადამიანის აზრი, რომელიც არამც თუ არ ემორჩილება კაცთა ძალას და ხელისუფლებას, არამედ ბუნებისა და სინამდვილის საზღვრებითაც კი არ იზღუდება.

 

~

 

Მაგრამ, თუმცა, - როგორც გვეჩვენება, - ჩვენს აზრს განუსაზღვრელი თავისუფლება აქვს, საკითხის უფრო დეტალური განხილვა დაგვანახვებს, რომ სინამდვილეშ იგი შეზღუდულია ძალიან ვიწრო ფარგლებით და გონების მთელი შემოქმედებითი ძალა სხვა არა არის რა, თუ არა იმ მასალის შეერთების, გადაჯგუფების, გადიდების ან შემცირების უნარი, რომელსაც გვაწვდიან შეგრძნებები და ცდა.




Ბუნებითი სამართლის სკოლა - საერთაშორისო სამართლის დოქტრინა, რომელსაც ფეხი XVII-XVIII სს-ში მოეკიდა, საერთაშორისო სამართლის ნორმებად აღიარებდა მხოლოდ ღმერთის ნაბოძებ ბუნების კანონებს, რომლებიც ვლინდება ადამიანის გონებით და სტიქიურად იქცევა იურიდიულად სავალდებულო ძალად სახელმწიფოთა, ხალხთა შორის ურთიერთობებში.

 

Ბუნებითი სამართლის კონცეფცია, ვიდრე სხვა ყოველნაირი ეთიკური თეორია, ტოპოსით უმაგალითოდ უახლოვდება იუმის პრინციპს: <<მეტა>> ღირსებათაგან გამომდინარე, ბუნებითი სამართალი ლიცენცირდება ინვარიანტად <<აქ და ამჟამად>> და <<იქ და მომდევნოდ>> გეგმილთა კრება-შეტოლებისათვის; 

 

Ჰერბერტ ლიონელ ჰარტის მიკვლევით, თუ რაიმე პირობით ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა ერთმანეთზე იერიშის მიტანისას დარჩნენ უვნებელნი, ისინი კიბორჩხალის მსგავსად რაღაც შეუღწეველი ბაკანით შეიმოსნენ, ხოლო საკვების მიღება შეუძლიათ ჰაერიდან შიდა ქიმიური პროცესის მეშვეობით. ასეთ ვითარებაში წესებს, რომლებიც კრძალავენ ძალადობას და წესებს, რომლებიც ქონების მინიმალურ ფორმას ადგენენ – უფლებებით და ვალდებულებებით, რომლებიც საკმარისია საკვების მოყვანისა და შეჭმამდე შენახვის უზრუნველსაყოფად – არ ექნებოდათ აუცილებლად არასავალდებულო სტატუსი, როგორიც ჩვენთვის აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, როგორშიც ვცხოვრობთ. დღესდღეობით, სანამ მსგავსი რადიკალური ცვლილება არ მოხდება, ეს კანონები იმდენად ფუნდამენტურია, რომ სამართლის სისტემას მსგავსი წესები თუ არ ექნება, სხვა წესების არსებობა აზრს კარგავს. ეს წესები ემთხვევა ძირითად მორალურ პრინციპებს და კრძალავს მკვლელობას, ძალადობას და ქურდობას; შედეგად, იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ ასეთ არსებით საკითხებში ფაქტიურად ყველა სამართლის სისტემა ზნეობრივ მოძღვრებას შეესაბამება, ჩვენ შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ ეს აუცილებლად ხდება. და რატომ არ შეიძლება მას `ბუნებრივი` აუცილებლობა ვუწოდოთ?

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.