Რა არის ბუნებითი სამართალი? -ბუნებითი სამართლის თეორია ეთიკაში არის მორალური და ლეგალური ფილოსოფია, რომელიც ჩამოაყალიბეს სხვადასხვა მოაზროვნეებმა, მათ შორის თომა აკვინელმა. Არსებობს მრავალი ასპექტი და ინტერპრეტაცია ბუნებითი სამართლის, მათ შორის იურისპრუდენციის განხრითაც, მაგრამ მე შევეხები მის უფრო ვიწრო, მეტად ფსიქოლოგიურ ასპექტს.
Საფუძველად, ბუნებითი სამართლის თეორიას, უდევს მტკიცება, რომ მორალურობის სტანდატრები მომდინარეობს, ემყარება სამყაროს ბუნებას და ადამიანების ბუნებას. Წმინდა თომა, მაგალითად, ცნობს ადამიანის რაციონალურ ბუნებას, როგორც მთავარ განმსაზღვრელს მორალური კანონისა. მისი აზრით, ადამიანთა ქმედებების მიზეზი და საზომი არის სწორედ გონი, ის არის ადამიანური ქცევის პირველი პრინციპი. Აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანები ბუნებით რაციონალური არსებები ვართ, მორალურად სწორია ისე მოვიქცეთ, როგორც შეესაბამება ჩვენს რაციონალურ გონებას. Ასეთი დასკვნა გამოაქვს აკვინელს.
Ბუნებითი სამართალი არის გზა, რომლითაც ადამიანები მონაწილეობას იღებენ ღმერთის ნების შესრულებაში. Ბოლო დროს, კათოლიციზმის გავლენით, აღნიშნული თეორია ხშირად განიხილება და სადავო საკითხად იქცა სექსუალური პრეფერენციისა და აქტივობის ჭრილში . Ამის მიზეზი 1968 წელს გამოქვეყნებული Humanae vitae გახდა, რომელშიც დაგმობილია კონტრაცეპტივები, როგორც ბუნებითი სამართლის პრინციპების დარღვევა, არა იმიტომ, რომ ისინი ხელოვნურადაა შექმნილი, არამედ იმიტომ რომ ეწინააღმდეგებიან ბუნებას. ამ იდეას, დაკავშირებულს თეოლოგიურ იდეალებთან(ის რომ სხეულის ნაწილებს განსაკუთრებული ფუნქციები აქვთ), მივყავართ მკაცრად დადგენილ დოგმებთან ადამიანის სექსუალური ცხოვრების განხრით. Ადამიანის და სხვა ცხოველების სექსუალური მიდრეკილებების განსხვავებებზე დაყრდნობით, აკვინელი ამბობდა, რომ პიროვნების სექსუალობისთვის ბუნებრივია ჰეტეროსექსუალური სახის აქტისკენ მიდრეკილება. Ჰეტეროსექსუალური სექსი არის ქრისტიანი ღმერთის მიერ შექმნილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ჯიშის არსებათა შენარჩუნებას, მათ შორის ადამიანებისაც, და ამიტომ არის ამ აქტივობაში მონაწილეობის მიღება ადამიანური ბუნების გამოხატულება. Ამრიგად, ამ განმარტების თანახმად, ღმერთმა შექმნა ადამიანის ყველა ორგანო სპეციალური ფუნქციით, და თომა აკვინელის აზრით, ღმერთმა შექმნა კაცის პენისი იმისთვის, რომ მან მოათავსოს სპერმა ქალის ვაგინაში ეფექტური განაყოფიერების მიზნით. Ამდენად, აკვიანელისთვის, სპერმის სხვაგან, ქალის სასქესო ორგანოს გარდა, მოთავსება მიუღებელი, არაბუნებრივია: ღმერთის ქმნილების უგულებელყოფა და შეურაცხყოფაა. Მხოლოდ ამ მიზეზით, აკვინელის ხედვით, ასეთი აქტივობები ამორალურია, უდიდესი ცოდვაა, ჩადენილი ყოვლისშემძლე შემოქმედის წინაშე.
სექსი იმავე სქესის წარმომადგენელთან(ჰომოსექსუალობა), და მასტურბაცია, აკვინელისთვის, არაბუნებრივი სექსუალური ქმედებებია და სწორედ ბუნების წესის წინაღმდეგ წასვლა აქვევს მათ ამორალურად. Თუკი ისინი წინასწარი განზრახვითაა ჩადენილი, ნებაყოფლობით, მაშინ ისინი მიმართულია ნუბერივი ჰარმონიის და წესრიგის წინააღმდეგ, ღმერთის გეგმისა და თავად ღმერთის წინააღმდეგ. Არც ერთი აღნიშნული აქტის შედეგი არ არის გამრავლება და სასქესო ორგანოები გამოყენებულია უმიზნოდ, არა მათი ფუნქციის შესაბამისად.
Მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ წერს, თომა აკვინელი მიანიშნებს, რომ ორალური სექსი(მაშინაც როცა ეს ჰეტეროსექსუალური ქმედების შედეგია) ასევე დაუშვებელი.
Ვფიქრობ, აღსანიშნავია ის, რომ აკვინელისთვის ბუნებითისა და ბუნებრივის საზომი: რომ სექსი უნდა იყოს გამრავლების მიზნით შესრულებული, შესაბამისდ, გულისხმობს, რომ აუცილებელია კაცის და ქალის სასქესო ორგანოების ურთიერთქმედებას. Აღნიშნული საკითხი მთლიანად ფიზიოლოგიური კუთხით არის წარმოდგენილი, ამ თეორიაში საერთოდ არანაირი ადგილი არ აქვს ადამიანის ფსიქოლოგიას. Აკვინელის აზრის განვითარება მკაცრად მიყვება ანატომიურ საფუძველს, მისი აზრი ბუნებითი და გარყვნილი/უზნეო სექსის შესახებ, მიემართება მხოლოდ სხეულის ორგანოებს და რა მიზნით გამოიყეება ისინი ერთმანეთთან მიმართებით.
Ანუ პენისი, როდესაც მას იყენებენ ჰეტერო სექსისთვის ‘კარგია’, რადგან ეს არის მისი დანიშნულება. Ჩემი მოსაზრებით, Რამდენიმე პრობლემა იკვეთება ამ მსჯელობის გადააზრების დროს:
1.აღნიშუნული ვარაუდობს ღმერთის აუცილებლად არსებობას.
2.უარყოფს ევოლუციის იდეას.
3.არის მომენტები, როდესაც ამ თეორიის იდეები და მიზნები ურთიერთსაწინააღმდეგოა.
4.საიდან შეგვიძლია ვიცოდეთ რა არის ღმერთის ნამდვილი მიზანი?
Რა თქმა უნდა, ღმერთის არსებობის რწმენის გარეშე, ეს განსახილველი საკითხი არც კი იარსებებდა, ამიტომ დანარჩენ პრობლემებს შევხედოთ.
Ევოლუცია ადაპტაციურია. Საგნები ფუნქციურად იცვლებიან. ჩვენ გვაქვს რუდიმენტული ორგანოები, რომლებიც ადრინდელ ფუნქციას აღარ ასრულებენ, რადგან ამის საჭიროება აღარ არსებობს. Როგორ ჯდება ეს აღნიშნულ, მიზანზე ორიენტირებულ, თეორიაში? Პენისიც ხომ უბრალოდ ორგაოა, რომელიც არ განსხვავდება სხვა ორგანოებისგან(ამ შემთხვევაში, სიმარტივისთვის მხოლოდ მამაკაცის სასქესო ორგანოთი წარმოვადგენ პრობლემის ხასიათს). Მასაც აქვს ფუნქცია, რომელიც სახეობების გადარჩენისკენ და გამრავლებისკენ არის მიმართული. Თუმცა, ის შეიძლება განვითარდეს, როგორც ყველაფერი სხვა, სხვა ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული, რომელიც არ მიემართება აუცილებლად პირველად ფუნქციას. Ავიღოთ ჩვენი ხელები, ევოლუციური გადმოსახედიდან ისინი არ იყვნენ შექმნილნი კალმის დაჭერისთვის, ან კლავიატურაზე სიტყვების ასაკერეფად. Მათ პირველად ფუნქციად, ალბათ, ხეების ტოტებზე მოჭიდება და გადარჩენისთვის მათზე აძრომა შეიძლება ჩაითვალოს. Ამას მივყავართ იქამდე, რომ დროს მოაქვს ცვლილებები და სასქესო ორგანოების ფუნქციაც არ არის გამონაკლისი. გადარჩენა და გამრავლება თუკი კაცობრიობის რაღაც მომენტში უმთავრესი მნიშვნეობის იყო, დღეს ასე არ არის.
Ურთიერთგამომრიცხავი იდეები ამ თეორაში ასევე პრობლემურია. Მასტურბაცია, აკვანელის მიხედვით, თურმე ცუდია, რადგან პოტენციური გამრავლების წყარო ამ დროს არ გამოიყენება სათანადოდ და ეს ბუნებრივ დანიშნულებას ეწინააღმდეგება. Ამის საპირისპიროდ, მეცნიერულად დადგენილი ფაქტია, რომ მასტურბაციის დროს ენდორფინი გამომუშავდება, რაც ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. Ასევე დადგენილია, რომ ამ აქტივობის დროს გამომუშავებული სისხლის თეთრი უჯრედები კიბოს წარმოქმნას უშლის ხელს. Ყველაზე მყარი არგუმენტი ის არის, რომ მასტურბაცია აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, რაც გამრავლებას მომავალში ხელს უწყობს.
Თუკი რაციონალურობა(ბუნებითი სამართლის საფუძველი) მთავარი განმსაზღვრელია იმის, თუ რა ფუნქციები მიეწერება ამა თუ იმ ორგანოს, მაშინ ვინ შეიძლება ზუსტად თქვას, ამ ფუნქციათაგან რომელი არის მორალური და რომელი ამორალური?
Საბოლოოდ კი, ვის შეუძლია დაზუსტებით ილაპარაკოს ღმერთის მიზნებისა და იდეების შესახებ. Აკვინელი და მისი მომხრენი თვითონ ადგენენ რა არის ღმერთის მიერ მინიჭებული მიზანი კაცობრიობისთვის, რასაც ამყარებენ მარტივ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე. Ჩემი აზრით, აკვინელს უბრალოდ არ მოსწონდა მასტურბაცია და ჰომოსექსუალობა, ხედავდა მათ არაბუნებრივად, ამიტომ თავის თეოლოგიაში მათი აკრძალვის გზას მარტივად მიაგნო.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.