ENG GEO

Search form

ეუდაიმონია ბედნიერების საპირისპიროა და პირიქით

ბუნებითი სამართლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, არისტოტელე, საკუთარ ნაშრომებში გვთავაზობს თავისებურ მოდელს, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და მიაღწიოს მაქსიმას. არისტოტელე იყენებს ბერძნულ სიტყვას „ევდამონიას“ იმისათვის, რომ აღწეროს მდგომაროება, რომელსაც ადამიანი დიდ ძალისხმევას გაიღებს და წარმატებას მიაღწევს. ერთგვარად ევდამონია „აყვავებას“, ცხოვრებისეულ ზენიტს, წარმატებას ნიშნავს, რომლისთვისაც აუცილებლად მოუწევს ადამიანს დიდი შრომის ჩადება, ზოგჯერ შეიძლება ტანჯვისაც, მაგრამ საბოლოოდ მიაღწევს სრულ მაქსიმას. ამ უკანასკნელის დახასიათებიდან გამომდინარე, ხშირად ადამიანები მას ბედნიერების სინონიმადაც მოიხსენიებენ, თუმცა ეს არასწორია და განსხვავება ფილოსოფიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

თავდაპირველად, უნდა ავღნიშნოთ ის 4 მიზეზი, რომელსაც საგნის ესენციის განხილვისას იყენებს არისტოტელე. ესენია მატერიის, ფორმალობის, ეფექტურობისა და ტელოსის მიზეზები. იგი საგნის უსიის შეფასებისას იყენებს სწორედ ამ 4 ფაქტორს. არისტოტელე თვლის, რომ ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს და სწორედ ეს მიზეზები იმისთვის სჭირდება, რომ გაარკვიოს რამდენად კარგად ასრულებს თავის დანიშნულებას ესა თუ ის საგანი. ეს უკანსკნელი მაშინ აღწევს მაქსიმას, როდესაც გადადის ტელოსის ფაზაში. მაგალითად ავიღოთ სკამი. სკამი ტელოსის კონდინციაშია მაშინ, თუ იგი აკმაყოფილებს ამ მიზეზებს და თავის ფუნქციას კარგად ასრულებს. ანუ მდგომაროება, როდესაც სკამს გააჩნია მასზე დაჯდომის დანიშნულება, არისტოტელე ჩათვლის, რომ სკამი კარგია. ადამიანის შემთხვევაშიც იგივენაირად ხდება. მისი ცხოვრება მაშინ ფასდება კარგად, როდესაც აღწევს თავის ფუნქციას. და ამ უკანასკნელის მიღწევას არისტოტელე ევდამონიას უწოდებს. შეიძლება ითქვას ტელოსსა და ევდამონიას ერთიდაიგივე მნიშვნელობა ენიჭებათ, ორივე გამოსახავს რაღაცის დასრულებულ მდგომარეობას. ერთი მხრივ, ტელოსია საგნის არსებობის დასასრული, მეორე მხრივ, ევდამონიაა ადამიანის ცხოვრების. გამომდინარე აქედან, არისტოტელეს მიხედვით, ევდამონიაც, ტელოსიც, ერთგვარად, უნდა მივიჩნიოთ აქტუალობის სახედ. მიზეზი არის ის, რომ ევადმონია მაქსიმაა, ცხოვრებისგან მთლიანი რესურსების გამოწურვა. მას აღარ აქვს იმის პოტენცია, რომ შეიცვალოს და სხვა ფაზაში გადავიდეს. ესაა დასასრული. ანუ როგორც კატა არის კნუტის პოტენცია, ასევე ევდამონიაა განვლილი ცხოვრების. გამომდინარე იქიდან, რომ ევდამონიის მისაღწევად განვლილი ცხოვრება აუცილებელად მორალური, გამართლებული და სათნო ქცევით უნდა შემოიფარგლოს, ის პირდაპირ უპირისპირდება ტერმინ ბედნიერებას და ცხადად გამოიკვეთება ის, რომ ბედნიერება სრულიად განსხვავებული ცნებაა.

ევდამონიის ბედნიერების სინონიმად გამოყენება არასწორია, რადგან ორივე მათგანი განსხვავებული დანიშნულებისაა და იდეაურად სრულიად სცდება ერთმანეთს. ბედნიერების თავისებურებიდან გამომდინარე, მას არ გააჩნია რაიმე დადგენილი ნორმები. ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანმა ბედნიერებას შეიძლება მიაღწიოს, თუმცა რა გზით და რა საშუალებით გაუგებარია. თუ ევდამონიის დროს ადამიანმა იცის, რომ მან აუცილებლად სწორად უნდა იცხოვროს, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ „გასხივოსნდება“, ვერ მიაღწევს ცხოვრებისეულ წარმატებას, ბედნიერებისას არ აქვს მნიშვნელობა მისი მიღწევის გზებს. შეიძლება ეს იყოს ამორალური, ბოროტული გზაც. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება ცხოვრების განმავლობაში დააგროვოს ბევრი ფული, იყიდოს კუნძული, იქ მოიწყოს საცხოვრებელი ადგილი, თუმცა მან ამ ბედნიერებას ამორალური ქცევით, მოტყუებით, დაშინებით და ა.შ. მიაღწიოს. ცხადია, არასწორია თუ ამ ქმედების შედეგსაც ანუ ტელოსს, ბედნიერებას და ევდამონიას ვუწოდებთ. ეს რომ ფილოსოფიურ ჭრილში განვიხილოთ მარტივია ისევ და ისევ დავაკავშიროთ არისტოტელეს აქტუალობისა და პოტენციის იდეასთან. ანუ არისტოტელისეული მოდელიდან უნდა შევხედოთ და შევაფასოთ. გამომდიანრე აქედან, ბედნიერება მუდმივად იქნება პოტენციის ფაზაში, შეიძლება ითქვას ერთ წრეზე იტრიალებს, რადგან მისი განვითრების გზა ყოველთვის იქნება ამორალურობით, ბოროტებით სავსე. ამიტომაც ვერასდროს გახდება მაქსიმა, აქტუალობა და დარჩება პოტენციის კონდინციაში.

ამრიგად, ცხადად გამოიკვეთა ევდამონიასა და ბედნიერებას შორის განსხვავება. თუ საზოგადოება იცხოვრებს ევდამონიის იდეით, მაშინ ადამიანების ურთიერთობა იქნება ჩაგვრის, ბოროტებისა და უსამართლობის გარეშე. ეს ცხადია უზრუნველჰყოფს სამართლიან გარემოს. ამისგან განსხვავებით კი ის საზოაგდოება, რომლის მთავრი ცხოვრებისეული მიზანი ბედნიერება იქნება ვერ დაამკვიდრებს სამართლიანობას, რადგან ყველა ადამიანს საკუთარი ბედნიერების მიღწევიდან გამომდინარე უწევს მოქმედება, ნაკლებად სათნო, ან ამორალური ქმედებების ჩადენა.

 

 

 

 

 

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.