Თომა აკვინელი ბუნებითი კანონის შემდეგ განიხილავს ადამიანურ კანონს, რომელიც საზოგადოების მიერ შემუშავებულ წესებს გულისხმობს. Ადამიანური კანონები, აკვინელის თანახმად, უნდა მოიცავდეს ისეთ წესებს, რომლებიც შეთანხმებულია ბუნებითი კანონის პრინციპებთან და იდეებთნ და აქედან გამომდინარე, გულისხმობს ისეთ წესებს, რომლებიც განსაზღვრულია ჩვენი ან სხვისი ცხოვრებების დასაცავად. Ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ სიცოცხლის, ბედნიერების, უსაფრთხოების უფლება და სხვები. Მიუხედავად ამისა, ადამიანური კანონი ზოგ შემთხვევაში შეიძლება სულაც არ იყოს დადებითი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება ადამიანური კანონი პირიქით, ბუნებითი კანონის საწინააღმდეგოდ და დარღვევისკენ მიმართოს. Რა ხდება ამ შემთხვევაში, არიან თუ არა ადამიანები მორალურად არასწორები იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი უბრალოდ კანონებს მისდევენ და საზოგადოებრივი ქაოსის, პატიმრობის ან სულაც, სიკვდილის თავიდან აცილებას ცდილობენ?
Ბუნებითი კანონები, აკვინელის აზრით, რაციონალურად არსებობის, ადამიანური მისიის (გამრავლების, საზოგადოებაში არსებობის, ღმერთის თაყვანისცემის) შესრულებისთვისაა საჭირო, ხოლო ადამიანურ კანონებს ის მოიაზრებს როგორც ბუნებითი კანონებიდან გამომდინარე წესებს, რომლებიც მათ ასასრულებლად ან დასაცავად უნდა მოქმედებდეს. Შეიძლება ვთქვათ, თომა აკვინელი ადამიანურ კანონს ორგვარად ჰყოფს: real goods ის წესებია, რომლებიც კავშირშია ბუნებით კანონებთან და რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი არსებობის მიზანს, არსს მიაღწიოს და შესაბამისად, მათი უარყოფა ამორალურია. Თუმცა ამავე დროს, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, apparent good-ის წინაშე აღმოვჩნდებით ხოლმე, რომლებიც ბუნებით კანონებთან შეუთანხმებელი, მის საწინააღმდეგო და ამორალური წესებია. Ამის მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ კანონები, რომლებიც მორალურად არასწორია: წესი, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს არ აქვთ, მანქანის ტარების უფლება. Ვინაიდან მსგავსი კანონები ბუნებითი კანონის საწინააღმდეგოდ მიდის, აკვინელის აზრით, მათი დამორჩილებაც კი ამორალური ქმედებაა.
Რამდენად შესაძლებელია ადამიანმა უარი თქვას ადამიანური კანონის დამორჩილებაზე, მაშინ თუ ეს არანაირ შედეგს არ გამოიღებს იმის გარდა, რომ ჩვენი სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდება? Რატომ უნდა ჩაითვალოს ჩემი ქმედება ამორალურად, თუ მე უბრალოდ გადარჩენას ვცდილობ? Მიუხედავად იმისა, რომ აკვინელი ბუნებით კანონებს ადამიანურ კანონებზე მაღლა აყენებს, ჩემი აზრით, თანამედროვე სამყაროშიც კი ეჭქვეშ დგება ის, თუ რამდენადაა შესაძლებელი ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული წესებისა და კანონების უგულველყოფა და ბუნებითი წესრიგის მიხედვით ცხოვრება მაშინ, როდესაც ჩვენი მთელი არსებობა ადამიანურ კანონებზეა დაფუძნებული. Მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიაზრებდე, რომ მათი მიდევნება არასწორია, თუ სხვა გზა არ მაქვს, არის ჩემი ქმედება ამორალური?
Ჩემი აზრით, არ შეიძლება ადამიანს ამორალური ვუწოდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის ქვეყანაში თვითგადარჩენას და სიცოცხლეს ცდილობს. Მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია, არასწორ და მორალურად გაუმართლებელ კანონებს უნდა შევეწინააღმდეგოთ, ბუნებითი კანონების მიხედვითაც კი, ჩვენი მიზანი სიცოცხლის შენარჩუნება და მისი დაცვაა. Ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანური კანონის შეწინააღმდეგება რაიმე სახით ადამიანის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხეში ჩააგდებს, ამას ვერ დავარქმევთ ამორალურობას. Ადამიანის პირველი ინსტინქტი თვითგადარჩენაა და მისი ასე მკაცრად განსჯა, ჩემი აზრით არასწორია. Მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება აცნობიერებდეს ადამიანური კანონის ამორალობას, უსამართლობას და ეწინააღმდეგებოდეს მას, ზოგჯერ ეს ბუნებითი კანონის პირველი პრინციპის - სიცოცხლის შენარჩუნების იდეის საწინააღმდეგოდ მიდის და შესაბამისად, მისი ეს ქმედება ამორალურად ვერ ჩაითვლება. Ამ დროს, აკვინელის მსჯელობების მიხედვით, ვდგებით დილების წინაშე, დავარღვიოთ ბუნებითი კანონის პირველი იდეა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ, თუ მივსდიოთ ადამიანურ კანონს და ვიყოთ ამორალურები?
Საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ აკვინელის აზრით, ადამიანური კანონები ბუნებით კანონებთან უნდა იყოს შესაბამისობაში, ხშირად ეს ასე არ არის. Apparent good-ს დღემდე საკმაოდ ხშირად გვხვდება და თუმცა თეორიის თანახმად, მისი დამორჩილება ამორალურია, რთულია იმის თქმა რამდენად სამართლიანია საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ასეთი მორალურობის გამო. Ამას თან ერთვის ბუნებითი და ადამიანური კანონის დაპირისპირება და საბოლოო ჯამში მივდივართ კითხვამდე, რომელიმე შემთხვევაში იქნება ჩემი ქმედება მორალური?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.