ENG GEO

Search form

სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს

ადამიანების ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია სამართალი. ჩვენ გვჭირდება წესები, რომლებიც მიგვითითებენ თუ რა უნდა ვაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ და რამდენად გამართლებულია ჩვენი საქციელი. თუმცა, ისტორიაზე დაკვირვებით , ვხედავთ, რომ რელიგიასაც არანაკლებ პატარა როლი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში.

ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობას წარმოადგენს ბუნებით სამართალი. უკეთესად რომ განვმარტოთ, ბუნებითი სამართალი არის სამართლებრივი სისტემა, რომლის საფუძველია ჩვენი თანდაყოლილი  ღირებულებები. ამ სისტემის მიხედვით, ადამიანებს უფლებები ენიჭებათ არა საკანონმდებლო აქტის მიხედვით , არამედ ღმერთიდან, ბუნებიდან ან არსიდან. ბუნებრივმა სამართალმა სრული სახე მიიღო არისტოტელესთან , თუმცა შუა საუკუნეებში მას განმარტავდნენ ქრისტიანი ფილოსოფოსებიც, როგორიცაა თომა აქვინელი.  

        აქვინელი ამბობს, რომ ღვთის ბრძანებები გვეხმარება ადამიანებს, რომ განვასხვავოთ კარგი ცუდისგან. მაგრამ ბუნებრივად იბადება შეკითხვა: თუ ღმერთის ბრძანება არ ამართლებს რაღაცას, მაშინ როგორ ვანსხვავებთ ერთმანეთისგან სწორს და არასწორს? სწორედ აქ ხსნის აქვინელი ბუნებით სამართალს.

        თომა აქვინელი ამბობს, რომ ადამიანები ვმოქმედებთ განსჯის შესაბამისად. რადგან ასე ვიქცევით, ყველანი ვთანხმდებით ე.წ. ძირითად მცნებებზე და მივყვებით მას. ეს სისტემა ქმნის ისეთ ზოგად წესებს, რომლებიც სრულად რაციონალურია და ,როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, თანდაყოლილია.

        თომა აქვინელი 4 ძირითად მცნებას გვაცნობს, ესენია : სიცოცხლის შენარჩუნება, გამრავლება, ღმერთის სიყვარული და საზოგადოებაში ცხოვრება. თუმცა, როგორც ყველა სხვა დანარჩენთან, ამ თემასთანაც წარმოიშობა პრობლემები. ერთ-ერთი საინტერესო მაგალითი რაც შეიძლება მოვიყვანოთ არის მონოგამია.

        როგორც ბუნებითი სამართალი გვეუბნება , ერთ-ერთი მცნება, რომელსაც ჩვენ ადამიანები მივყვებით არის გამრავლება. ევოლუციის მანძილზე ვხედავთ, რომ როდესაც საუბარი შთამომავლობაზეა  , მთავარი მიზანი (ყოველშემთხვევაში ადრეულ პერიოდში) იყო მაქსიმალურად გამრავლება.  ცხოველების ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს პოლიგამიას. პოლიგამია არის ურთიერთობა, როდესაც ერთი სქესის პარტნიორს ჰყავს საპირისპირო სქესის რამდენიმე წარმომადგენელი. მამრები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება ბევრ დედალთან დაწყვილდნენ, რომ შთამომავლობაც ბევრი ჰყავდეთ. ცხოველთა სამყაროში ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ ბუნებით სამართალს მივყვებით თუ ადამიანებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი წესია გამრავლება დას ეს ჩვენ დაბადებიდან თანდაყოლილად გვაქვს, მაშინ პოლიგამია ჩვენშიც გავრცელებული უნდა იყოს. და თუ გადავხედავთ ისტორიას შევამჩნევთ, რომ ძალიან ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთ კაცს რამდენიმე ცოლი ჰყავდა და თითოეულისგან შვილებიც. უფრო მეტიც, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის  მხოლოდ 20% მისდევდა მონოგამიურ (მხოლოდ ორ ადამიანს შორის) ქორწინებას. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს კიდევაც, რომ პოლიგამია არის ბუნებრივი ფორმა ურთიერთობების. სწორედ აქ ჩნდება კითხვა. თუკი ბუნებითი სამართალი მიგვითითებს გამრავლებისკენ და ისტორიული ფაქტებიდანაც ჩანს, რომ პოლიგამია იყო საკმაოდ დიდ ხანს გავრცელებული, მაშინ რა შეიცვალა? და დღეს რატომ მიიჩნევა მონოგამია ნორმად?

ჩვენ ვამბობთ, რომ ბუნებითი სამართალი გვიწესებს კანონებს, რომლებსაც ჩვენ ისედაც „ვგრძნობთ შინაგანად“, მაგრამ რეალობა ამ საკითხის გარშემო სულ სხვაა. თანამედროვე კულტურაში მრავალცოლიანობა/მრავალქმრიანობა მიუღებელია და კანონითაც კი ისჯება (გამონაკლისი არსებობს, თუმცა უმცირესობაში არიან). თანამედროვე დასავლურ კულტურას თუ შევხედავთ, ამერიკაში, მე-19 საუკუნეში პოლიგამია უკანონობად გამოცხადდა და უფრო მეტიც, საზოგადოებისთვის საშიშროებადაც აღიარებენ. დღესდღეობით ზუსტადაც მონოგამია არის მიჩნეულ კანონიერ ქორწინებად და თუკი ტერმინის განმარტებას მოძებნით, მას ახასიათებენ როგროც გაბატონებულ და ქორწინების ისტორიულ ფორმად. 

            ბუნებით სამართალსაც აქვს სუსტი წერტილები. რამდენიმე კითხვა ჩნდება, თუ გამრავლებაზე ზრუნვა ჩვენი თანდაყოლილი წესია და ადრე პოლიგამიას ვეწეოდით, რა მიზეზების და გარემოებების ზემოქმედებით შეიცვალა ეს ყველაფერი და ახლა შეუღლების დროს სიკვდილის დღემდე ერთგულებას რატომ ვფიცავთ ერთმანეთს. ჩვენ გონებაში გამჯდარი წესები როგორ იცვლება სრულიად საპირისპიროთი.  სოციალური ნორმები ახდენენ ჩვენზე გავლენას თუ ამ ყველაფერს რაიმე სხვა მიზეზიც აქვს.  

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.