ENG GEO

Search form

Maybe we're just born with it

Ბუნებითი სამართალი- ეს არის ფილოსოფიური თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანს თანდაყოლილად გააჩნია გარკვეული უფლებები, მორალური ღირებულებები თუ პასუხისმგებლობები, რომლებიც უნივერსალურია კაცობრიობის მოდგმისთვის . მათში ოდითგანვე ჩადებულია კარგისა და ცუდის, სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი და სწორედ ამ უნარის წყალობით  განსაზღვრავენ ადამიანები საკუთარ ქცევებს.

 

Ბუნებითი სამართლის მიხედვით საზიანოა ისეთი ქმედებები, როგორებიცაა ქურდობა, ტყუილი, მკვლელობა- Სწორედ ამ უკანასკნელზე მინდა გესაუბროთ. Ერთი შეხედვით მკვლელობა მართლაც, რომ შემზარავი საქციელია- ამით ხომ სხვას ართმევ სიცოცხლეს და ზღუდავ მის უფლებას. Თუმცა, მეორე მხრივ, ეჭვქვეშ დგება მისი უარყოფითად აღქმის  თანდაყოლილობაც. Ცნობილი ფილოსოფოსი თომას ჰობსი ფიქრობდა, რომ მკვლელობის “სიცუდე” სულაც არ არის თანდაყოლილი, არამედ შემდგომ არის შექმნილი ადამიანების მიერ. Მისი აზრით, ადამიანებს,თავდაპირველად, არ მიაჩნდათ მკვლელობა ამორალურ საქციელად- შეთანხმება, იმაზე, რომ მკვლელობა ცუდია, მოგვიანებით მოხდა, როდესაც ხალხს დაუცვლეობის გრძნობა გაუჩნდა, გრძნობა იმისა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. Სწორედ ამის აღმოსაფხვრელად შეირაცხა მკვლელობის აქტი “ცუდად”. 

Პირადად მე, თომას ჰობსს ვეთანხმები, და ჩემი მოსაზრების გასამყარებლად ვიყენებ თვითგადარჩენის ინსტინქტს, რომელიც ყველა ადამიანში დაბადებიდან “დაპროგრამებულია”. Შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი, თომა აკვინელი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღის ბუნებითი სამარათლის თეორიის განვითარებაში, ფიქრობდა, რომ არსებობს შვიდი ძირითადი რამ ( seven basic goods), რისკენაც მიისწრაფვის თითოეული ადამიანი- მათგან პირველი კი თვითგადარჩენის ინსტინქტია, სიცოცხლის სურვილი.  Ახლა კი განვიხილავ იმ სმეთხვევას, სადაც კარგად წარმოჩნდება თვითგადარჩენის ინსტინქტის და აქედან გამომდინარე მკვლელობის ჩადენის თანდაყოლილობა. Მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ, რომ თავს გვესხმის მოძალადე და ცდილობს ჩვენს მოკვლას- რა არის ჩვენი პირველადი რეაქცია მის მოსაშორებლად, როდესაც ვხედავთ, რომ უბრალოდ გაქცევა არ შველის? Პირველი აზრი არის ის, რომ მოვკლათ ჩვენ, რათა თავად არ ვიყოთ მოკლული. Ამ იდეის გაელვება სრულიად გაუცნობიერებლად, ინსტქინტურად ხდება, ისევე როგორც მისი სიცხადეში მოყვანა. Ამიტომაც არის ხშირად, რომ როდესაც ძალადობის მსხვერპლნი ასწრებენ მკვლელებს მკვლელობის აქტის ჩადენას და მოულოდნელად დავარდნილ პისტოლეტს პირველები ესვრიან, შემდგომ ძლიერი შოკის ზემოქმედების ქვეშ არიან და უჭირთ მომხდარის აღქმა, და ხშირად ნანობენ კიდეც. Რატომ? Პასუხი ერთია- იმიტომ, რომ ეს მათ ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად გააკეთეს. Ორგანიზმმა იგრძნო მოსალოდნელი საფრთე და რადიკალურ ქმედებაზე გადავიდა, რომლის დროსაც ადამიანს დაფიქრების საშუალებაც არ აქვს და უბრალოდ ინსტინქტებს მიჰყვება. Აქედან გამომდინარე, ჩანს, Მკვლელობის “არასწორად” აღქმა რომ ბუნებითად თანდაყოლილი ყოფილიყო, მაშინ იგი პირველადი ინსტინქტი ვერ იქნებოდა, პირიქით, გამოდის, მკვლელობობა არათუ მოგვიანებით შეთანხმებული საერთო აკრძალვაა, არამედ, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მისკენ მიდრეკილება ადამიანში  ბუნებიდან დევს, რადგან ექსტრემალური სიტუაციების დროს გაუაზრებლად, ინსტინქტურად აფიქრდება. 



Ამრიგად, აშკარაა, რომ ბუნებითი სამართალი, როგორც ფილოსოფიური თეორია, არც ისე მყარია, ვინაიდან და რადგანაც, გარკვეულ ურთიერთწინააღმდეგობებს ვაწყდებით.  Ვფიქრობ, მისი გადახედვა და უკეთ დაზუსტება უპრიანი იქნებოდა.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.