ENG GEO

Search form

თავდაცვის მიზნით მკვლელობის მორალური გამართლება

Ბუნებითი სამართალის თეორიის მიხედვით, ყველა ადამიანს გააჩნია ბუნებით მინიჭებული უფლებები, რომლებიც ისევ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. Ეს უფლებები უნივერსალურია და უკლებლივ ყველა ადამიანზე ვრცლედება. Თომა აქვინელი, რომელიც ბუნებითი სამართლის თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსია, გამოყოფს ბუნებითი სამართლის ოთხ ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან კანონებს, რომლის დაცვაც ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია. Მათ შორის ერთ-ერთი უმთავრეს კანონს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის დაცვა. Თუმცა, საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში ადამიანის ქმედება ჩაითვალოს მორალურად გამართლებულად და რა გვაძლევის მისი ამგავრად შეფასების შესაძლებლობას?

Განსხვავებით სხვა ეთიკური თეორიებისგან, ბუნებითი სამართალი უფრო მეტადაა კონცენტირიბეული ადამიანის შინაგანი სამაყაროთი. Ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ Თომა აქვინელი ქმედების მორალურობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად მოტივს ასახელებს. Იმისათვის, რომ მსჯელობა უფრო ცხადი გახდეს მოვიყვან ადამიანის მკვლელობის მაგალითს. Ჩვეულებრივ ბუნებითი სამართლის მიხედვით, სიცოცხლე ადამიანის უფლებაა, რომლის შესაზღუდვაც მორალურად გაუმართლებელია. Თუმცა, თუ შემთხვევა გვაქვს თავდაცვის მიზნით მკვლელობასთან, მაშინ აღნიშნული სიტუაცია რადიკალურად გასხვავებულად შეფასდება. Წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც თავს დაესხა უცნობი პირი, რომელიც აპირებს მის მოკვლას. მოულოდნელად Მსხევრპლს მიეცა საშუალება, რომ გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე, თუმცა მან ეს უნდა გააკეთოს ბოროტმოქმედის სიცოცხლის სანაცვლოდ. Რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ყველა ადამიანი საკუთარი სიცოცხლის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს და თავდამსხმელს მოკლავს. Სახეზე გვაქვს ადამიანის მკვლელობა, რომელიც ამ შემთხვევაში არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მორალურად გაუმართლებელი ქმედება. თომა აქვინელის აზრით, აღნიშნული ქმდება არა მხოლოდ მორალურად ნეიტრალური, არამედ სწორიცაა, რადგან მისი მიზანია არა სხვისი სიცოცხლის ხელყოფა, არამედ საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნება, რაც ბოროტმოქმედის მკვლელობის გარეშე შეუძლებელია.

Აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ თომა აქვინელი წერს საფრთხის საპასუხო ქმედების პროპორციულობის შესახებაც. Მიუხედვად იმისა რომ, რაიმე ქმედება იყოს თავდაცვის მიზნით ჩადენილი, ის შესაძლოა მაინც იყოს მორალურად გაუმართლებელი, თუ ის არ იქნება ბოროტმოქმედის მიერ ჩადენილი ძალადობივი ქმედების პროპორციული. Მოგვიანებით ამ საკითხზ კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ჰუგო გროტიუსმა.ის რა თქმა უნდა აღიარებს, რომ თვითგადარჩენისკენ სწრაფვა ქმნის თავდაცვის საფუძველს და შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვები, რომლებიც აუცილებელია მშვიდობიანი საზოგადოების შენარჩუნებისთვის. Ის აღწერს ორ კონცეფციას, რომლებიც მოგვიანებით იქცნენ საერთაშორისო სამართალში თავდაცვის ძირითადი პრინციპები. Ეს პრინციპებია თავდაცვის მიზნით განხორციელებული საპასუხო ქმედების აუცილებლობა და პროპორციულობა. Აუცილებლობაში იგულისხმება თავის დასაცავად ალტერნატივების არარსებობა, რაც დაუყონებლივი საფრთხით უნდა იყოს განპირობებული. Წინააღმდეგ შემთხვევში თავის გადარჩენის ალტერნატივები იზრდება და შესაბამისად ქმედებაც შესაძლოა აღარ იყოს მორალურად გამართლებული.


Როგორც უკვე აღვნიშნე, ბუნებითი სამრთალი მორალურად გამართლებულად მიიჩნევს ადამიანის მკვლელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოტივი მხოლო თავდაცვაა, თუმცა მისი მორალურობა ამავდროულად მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებით ფასდება. 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.