ბუნებრივი სამართალი არის ეთიკისა და ფილოსოფიის თეორია, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანები ბუნებრივად აქვთ ღირებულებები, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს აზროვნებასა და ქმედებებს. ბუნებრივი კანონი ამტკიცებს, რომ ეს სწორი და არასწორი წესები ადამიანებში თანდაყოლილია და არ არის შექმნილი საზოგადოების ან სასამართლოს მოსამართლეების მიერ.
საპირისპიროდ სხვა ეთიკური თეორიებისაგან, აღსანიშნავია, რომ ბუნებითი სამართლის ეთიკის თეორია ობიექტურად დამყარებულია ადამიანის ბუნებასა და ცნობიერებაზე, ძირითადად კი იმაზე, თუ რა არის ადამიანისთვის, როგორც ინდივიდისთვის და საზოგადოების წევრისთვის კარგი ან ცუდი. ის არ ეყრდნობა რაიმე ფილოსოფიურ მოსაზრებას, რელიგიურ წესდებასა თუ ვინმეს კონკრეტულ მოსაზრებას. ამ თემაზე საუბრისას მეცნიერებს ხშირად მოჰყავთ კოკაინის მაგალითი. ცხადია, კოკაინის მოხმარება არაჯანსაღია, საფრთხის შემცველია. ძალიან ხშირად კოკაინზე დამოკიდებულ ადამიანებს ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური, ვინაიდან იგი აქვეითებს ქმედითუნარიანობას და აკარგვინებს ინდივიდს საღ აზრს, ხდება მიზეზი მრავალი პრობლემებისა, როგორებიცაა გულის დაავადებები, ფილტვის დაზიანება, რეალობის აღქმის დაკარვა, დეპრესია, „კოკაინის ფსიქოზი“. ხშირად ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ შეიძლება მის გარშემო მყოფებსაც მიაყენოს ზიანი. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ფაქტი, რომ კოკაინი საზიანო და ცუდია ადამიანისთვის, ბუნებრივად არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში რაც ემხრობა ზემოთხსენებულ მოსაზრებას, რომ ადამიანები ფლობენ შინაგან ღირებულებებს, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს მსჯელობას და ქცევას, რაც ბუნებითი სამართლის ეთიკის თეორიის ნაწილია. იმის გამო, რომ ბუნებითი სამართლის თეორიის ძირითადი დებულებები დაახლოებით ემყარება ადამიანის ობიექტურ ბუნებას, იგი ერთგვარად უნივერსალური ხდება, ვინაიდან ყოველ საზოგადოების წევრს გააჩნია ადამიანური ბუნება. ამგვარი ბუნების ფლობა არის სწორედ ის, რაც გვაერთიანებს კაცობრიობას და ადამიანთა მოდგმას , შესაბამისად არაარსებითი ხდება ადამიანის გენდერი, რასა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია თუ რაიმე სხვა განმასხვავებელი ფაქტორი, რითიც ადამიანი ინდივიდუალურობას იძენს. თუ სწორად იქნა გაგებული სამართლის თეორიის ფუნდამენტური აზრი, მაშინ ცხადია იგი მოერგება ნებისმიერ საზოგადოებას, ვინაიდან ყველა საზოგადოების წევრი ადამიანია და სულ ცოტა მხოლოდ ეს თვისება გვაერთიანებს ყველას და შესაბამისად მათი ცვლილება ან გადასხვაფერება პირდაპირ კავშირში იქნება ადამიანური ბუნების ცვლილებასთან.
ბუნებითი სამართლის ეთიკაში მეცნიერები გამოყოფენ ადამიანის ქცევის სამ განმსაზღვრელ ფაქტორს, რომლებიც განსაზღვრავენ მის სიკარგესა თუ ბოროტულ ხასიათს, ხოლო იმისათვის რომ საქციელი ჩაითვალოს სწორად ან არასწორად, მნიშვნელოვანია რომ სამივე ასპექტი იყოს დადებითი.
1. მეცნიერების აზრით, ბუნების სამართლის ეთიკაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს თვითონ მოქმედება, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს კარგად, ცუდად ან ნეიტრალურად. ამის ნათელი მაგალითი არის აბორტი, რომელიც ასოცირდება ადამიანის მკვლელობასთან და მიიჩნევა უარყოფით, ცუდ ქმედებად, ხოლო ისეთი ქმედებები , რომლებიც სიცოცლის გადარჩენას ემსახურება, მაგალითად ქიმიოთერაპია ან ადამიანის განკურნებისკენ მიმართული ოპერაცია ითვლება დადებით ან ნეიტრალურ საქციელად.
2. ასევე მნიშვნელოვან ასპექტად სახელდება საქციელის მოტივი და მიზანი. დაკვირვების საგანი ხდება საბოლოო შედეგი, რისკენაც მიილტვის პიროვნება. მაგალითად მოტივი შეიძლება იყოს ადამიანის გადარჩენა, ვინმეს განკურნება, რაც თავისთავად კარგ ქმედებად ითლება. მაგრამ ადამიანის ქცევა შეიძლება მიმართული იყოს ვინმე მკვლელობისკენ, რომლის მოტივიც ვინმე კონკრეტული პიროვნების თავიდან მოშორება შეიძლება იყოს, რაც ნეგატიური ხასიათის მატარებელია.
3. გარემოებები, რომლებიც იწვევს აქტის შემთხვითობას და ორიენტირებულია შედეგზე, მაგალითად სექსუალური კავშირი ცოლთან, ან უცხო ადამიანთან, ან არასრულწლოვანთან.
ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქციელი, რომელიც თავისი ბუნებითი ბოროტია, ანუ თუ ქმედება, მიზანი და გარემოება უარყოფითი ხასიათისაა, იგი ვეღარასდროს ჩაითვლება დადებით საქციელად. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ქმედებას დადებითი ხასიათი აქვს, იგი შეიძლება ყოველთვის შეიცვალოს უარყოფითისაკენ, ვინაიდან მისი ხასიათი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაასხვაფეროს ბოროტმა ზრახვებმა თუ გარემოებებმა. ხოლო ეს ყოველივე არის ადამიანის ბუნების ნაწილი და შესაბამისად მიეკუთვნება ბუნებითი სამართლის ეთიკის თეორიას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.