ENG GEO

Search form

არისტოტელესეული სათნოება .რამდენად კანონმორჩილია სათნო ადამიანი?!

სათნოება აბსტრაქტული ცნებაა და მას, ალბათ , ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად მოიაზრებს. არისტოტელესთვის სათნოება ადამიანისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. მნიშვნელოვანია , რომ სათნოება, არისტოტელეს განსაზღვრებით, არამხოლოდ ყველა ადამიანისათვის თანაბრად დამახასიათებლი არაა, არამედ მისი თქმით ზოგი შეიძლება ამ თვისების მატარებელი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე საერთოდაც არ იყოს.  პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის, რომ არისტოტელე სიკეთესა და სათნოებას ერთმანეთისაგან განასხვავებს. კეთილი საქმე ან საქციელი ხშირად სათნოცაა საკუთარი ბუნებით, თუმცა სათნოება უფრო ფართო ცნებაა და მასში ადამიანური  სიკეთე მთლიანი მოცულობის მხოლოდ გაკრვეულ ნაწილს იკავებს. სათნოება განსაზღვრულია პრინციპებით , რომლებსაც გონიერი ადამიანი საკუთარ თავს თავად უწესებს. „ის ვინც სათნოებას ფლობს, სწორად წარმართავს საკუთარ ცხოვრებას და კარგად ასრულებს საკუთარ საქმეს" -წერს არისტოტელე (არისტოტელე -ნიკომაქესტიკა გვ. 60). ანუ , ადამიანი შეიძლება იყოს კეთილი საკუთარი ბუნებით, მაგრამ ის სათნოა მაშინ, თუ საკუთარ მოვალეობებს წარმატებით ართმევს თავს, საკუთარ ცხოვრებას საუკეთესო შესაძლებლობისამებრ აწყობს. არისტოტელეს თქმით, ყოველი განათლებული ადამიანი გაურბის, როგორც სიჭარბეს, ასევე ნაკლებობას. მასში ეს ორივე ცნება ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს, შესაბამისად იგი ცდილობს ოქროს შუალედის პოვნას. შუალედის, რომელსაც "კარგი ან სათნო" ეწოდება და არც მიმატებას საჭიროებს, არც დაკლებას. სწორედ აქ შეგვიძლია დავინახოთ მიმართება კანონისადმი მორჩილების ცნებასთან. ჩემი აზრით, არისტოტელესეული გაგებით სათნო ადამიანი უნდა იაზრებდეს თითოეული კანონის მნიშვნელობას და იმას, თუ რა გავლენა აქვს მას საკუთარ ცხოვრებაზე. სათნო ადამიანისათვის, ხომ ამოსავალი, პირველ რიგში, საკუთარი ცხოვრების მაქსიმალური კომფორტით მოწყობა, სიკეთით გაჯერება და  სიამოვნების მაქსიმიზაციაა (ცხადია, მორალურ - ეთიკური ნორმების ფარგლებში). კანონის დაუმორჩილებლობაზე არისტოტელე არსად საუბრობს, მაგრამ მისი გაგებით სათნო ადამიანი, ალბათ, ნათლად უნდა ანსხვავებდეს თუ რომელი კანონი არის მისთვის და მისი ცხოვრებისთვის სასიკეთოდ მიმართული და რომელმა შესაძლოა ავნოს. მას შემდეგ, რაც სათნოების თვისებით განმსჭვალული ადამიანი ამოიცნობს თუ რომელმა კანონმა ან სახელმწიფო რეგულაციამ შეიძლება მასზე უარყოფითად იმოქმედოს, სავარაუდოდ,  ის კანონისსავე ფარგლებში მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. ამას იმის საფუძველზე ვასკვნი, რომ არისტოტელესათვის სათნოება უმოქმედობის საპირისპირო ცნებაა. როდესაც სათნო საქმეში, ანუ საკუთარი მომავლის მოწყობაში ხელი გეშლება, ამასთან დაპირისპირების ოპტიმალური ვარაინტი, ალბათ, კანტისეული ფორმულაა: კანონის დაცვა, მისი დარღვევისგან თავის შეკავება, მაგრამ ამავდროულად საკუთარი ძალებით, სამართლებრივ ნორმებში მის წინაარმდეგ გალაშქრებაა. ძნელი სათქმელია სათნო ადამიანი უფრო კანონმორჩილია თუ არასათნო, მაგრამ ერთი რამ ცხადია - არისტოტელესეული გაგებით სათნოების თვისების მქონე ადაიანმა უკეთ იცის რომელი კანონი მიემართება მის პირად კეთილდღეობას. შესაბამისად, მას მეტი მოტივაცია ექნება ეს კანონი გაითვალისწინოს და მის ინტერესში იქნება ის , რომ  ის სხვებმაც დაიცვან და შესაძლებლობისამებრ ამ კანონის გაუქმების წინააღმდეგ იბრძოლებს.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.