ENG GEO

Search form

სოციალური ხელშეკრულება

                     რატომ ვართ სოციალურ ხელშერკულებაში ყველა ადამიანი დაბდების მომენტიდან?   

ადამიანი დაიბადა თვისუფალი , თუმცა ის აგრეთვე ცხოვრობს შეზღუდვებით. ეს არის ერთგვარი პარადოქსი  , თავისუფლებასა და ჩვენს შეზღუდვებს შორის . სხვანაირად რომ ვთქვათ ,ეს არის პარადოქსი, რომელიც გამოხატავს წინააღდმეგობას სოციალური კონტრაქტის უარყოფასა და იმავე დროს მის დაცვას შორის , რომელიც არის ერთადერთი გამოსავალი , რომ გადავარჩინოთ კაცობრიობა დეგენერაციისგან .სოციალური კონტრაქტი არის ადამიანების შეთანხმება კანონებსა და სამართალზე , რომელიც შემდეგ თავადვე მმართავს მათ . ჩვენ ადმაიანები თავადვე ვქმნით იმას ,რაც შემდეგ გვზღუდავს ჩვენ . ამ ქმედების მიზეზის უკეთ დასანახად მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიაზროთ და აბსტრაქტულად წარმოვიდგინოთ ,რა იქნებოდა ადამაინების ცხოვრება სახელმწიფოს , ორგანიზებული საზოგადოების გარეშე. 

      ამ მდგომაროებას ფილოსოფოსები მოიხსენიებენ , როგორც ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ , სადაც ცხოვრება არის სახიფათო , მოკლე და ძალადობრივი . გავიხსენოთ ველური ადამინები ამერიკაში , რომლებიც ცხოვრობენ ძალადობრივი მანერებით  თავიანთი ინსტიქტებით ,როგორ იდგნენ ქვეყნები ერთმანეთის პირისპირ საერთაშორისო არენაზე , გლადიატორების მდგოამარეობაში , თავიანთი იარაღებით .

     ადამინების ფსიქიკას თუ შევხედავთ ისინი ეგოისტური ბუნებით გამოირჩევიან , მათ პირველ რიგში აინტერესებთ თავიანთი სიამოვნება, შესაბამისად , თუ ერთი ადმაიანი  იბრძოლებს თავისი სიმაოვნებისთვი , მეორეც ამავდროულად საკუთარი სიმაოვნებისთვის ,მაშინ როცა ამ ორ ადამიანს ერთი რაღაც ჰგვრის სიამოვნება წარმოიქმება პრობლემა  რომელს დარჩება ეს ჰიპოტეტური საგანი? ამ მდგომარეობაში დარჩება იმას ,ვინც არის უფრო ძლიერი , შემდეგ ამ ძლიერს მოერევა სხვა და საბოლოოდ გაიმარჯვებს ყევლაზე ძლიერი , თუმცა მუდამ დაპირისპირებისა და ომის მდგომაროებაში ყოფნის ხარჯზე .

    სწორედ ამ მდგომაროების თავიდან ასაცილებლად ადამიაები დებენ სოციალურ კონტრაქტს. ის  გულისხმობს სახელმწიფოს არსებობას , რომელიც შექმნის კანონებს და სამართალს , რომელსაც უნდა დავემორჩილოთ ყველა ადამიანი .  აქ წარმოიშობა პრობლემები -შეიძლება   ვიღაცის ოდესღაც განცხადებული სურვილი ამ კონტრაქის  არსებობის, გვხდიდეს ჩვენც ამ კონტრაქტის მონაწილედ ავტომატურად , მხოლოდ იმიტომ რომ ადამინად დავიბადეთ ? როგორ შეიძლება ადამიანებმა იცოდნენ რომ სოციალური კონტრაქტი არის ყველაზე კარგი და ერთადერთი საშაულება?

   პრაქტიკულად შეუძლებელია წარმოვიდგენოთ მომენტი ისტორიაში , როცა ადმაინები შეიკრიბდნენ და მოაწერეს ხელი სოციალურ კონტრაქტს , შესაბამისად ჩნდება კითვა რა სახის შეთანხმებაა ის და როგორ წარმოქმნის საფუძველს სახელმწიფოს არსებობის.ზოგადად ხელშკრლებას ადამინი შეიძლება დაეთანხმოს ვერბალურად ,იმის თქმით რომ მე ვეთანხმები ამ ხელშეკრულება, ან რაიმე კონკლუდენტური მოქმედებით , ლოკი გვეუბნება რომ თუ მე მივიღებ რაღაც პოზიციას ან ბენეფიტს სახელმწიფოსგან , მაშინ მე ტაქტიკურად ვეთანხმები სახელმწიფოს მიერ დადგენილ ნორმებს . მაგალითად თუ მე ვენდობი პოლიციის და ჯარის დაცვას მაშინ მე ვიღებ სარგებელს სახელმწიფოსგან და ვეთანხმები მას . ფაქტობრივად ,შეიძლება ითქვას ,რომ სოციალური კონტრაქტი ,ეს ჰიპოთეზა  მემკვიდრეობით გადადის.მაშინ ,როცა ჩვენ ადმაინები ვიბადებით პირველი რაც ხდება სამართლებრივად საიდენტიფიკაციოდ გვიკეთებენ დაბადების მოწმობას , იმისათვის რომ საერთოდ იარსებო ქვეყანაში როგორც მოქალაქემ და იყო იდენტიფიცირებული ,შესაბამისად ჩვენ დაბადების მომენტიდან ვიღებთ და ვეთანხმებით სახელმწიფოს და ეს ხდება ჩვენი ცხოვრების ყოველ ეტაპზე. ჩემი აზრით , ამ ხელშეკრულებაში ყოფნას არავინ გვავალდებულებს , თუ არა იმის წარმოდგენა ,თუ რა იქნება ამის გარეშე. ამის საილუსტრაციოთ ყველაზე კარგი ვარიანტია პატიმრის დილემა : ორი პატიმარი სხვადასხვა ოთახში არიან განთავსებული და მათ წაუყენებენ დილემას , თუ შეეძლებათ ერთმანეთთან კომუნიკაცია ისინი ყველაზე კარგ ვარიანტზე შეთანხმდებიან , თუმცაღა რადგან მათ არ შეუძლიათ რომ კომუნიკაცია ჰქოდეთ,იმისგამო რომ სხვადასხვა ოთახში არიან  თითოეულს  სჭირდდება იპოვოს ყველაზე კარგი ვარიანტი თავისი თავისთვის  . მიუხედავად იმისა ,რომ კოოპერაცია არის ყვეალზე კარგი გამოსავალი . ერთ-ერთი გააკეთებს იმას რაც მისთვის რაციონალურად იქნება კარგი , იმიტომ რომ მას არ შეუძლია ენდოს მეორეს ქმედებას - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის .

     ჩვენ არ შეგვიძლაი ბუნებრივ მდგოამრეობაში იქ, სადაც არ არსებობს მოწესრიგებული ნორმები ვენდოთ ადამიანს , რომელიც ყოველთვის იმოქმედებს თავისი ინტერესებით და თავს დაგესხმება მანამ , სანამ შენ დაესმები თავს მას . თუ ერთი დაესხმება თავს მეორეს ის გადაარჩენს თავის ინტერესებს უკეთესად . კოოპერაცია მათთვის არ იქნება მომგებიანი იმიტომ რომ გარანტირებული არ აქვთ ,რომ კოოპერატიულად მოიქცევიან , ვერ ენდობიან ერთმანეთს , ,რადგან ბუნებრივად ჩვენი ფსიქიკა არ არის მოწყობილი ისე რომ ვიიყოთ კარგად განწყობილი იმ ადამინების მიმართ რომელბსაც არ ვიცცნობთ თუ ჩვენ არ გვექნება რაიმე შემაჩერებელი მექანიზმი , ყოველთვის ვიფიქრებთ საკუთარ თავზე ისევ და ისევ ჩვენი ბუნების და ფსიქიკის გამო .

   შესაბამისად მიუხედავად იმისა რომ უშაულოდ არ ვაწერთ ხელს ამ კონტრაქტზე მაშინ როდესაც ვიბადენით ჩვენ ვეთანხმებით მაინც მას  , რათა  უკიდურესი მდგომაროება ავიცილოთ თავიდან,რომელიც გულსიხმობს არაორგანიზებულ, ძლიერების მოგებაზე ორიენტირებულ საზოგადოებას.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.