Რატომ გვჭირდება სახელმწიფო? Ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა ფილოსოფია სხვადასხვაგვარად გაგვცემს, თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფო ზოგადად საჭიროა იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს თანაცხოვრება და არ დამკვიდრდეს ქაოსი. Სახელმწიფოს არსებობის გარეშე, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ხშირად აღმოჩნდებოდნენ დაპირისპირებაში ერთმანეთთან , რაც მოგვიანებით უფრო დიდ მასშტაბებზე გავრცელდებოდა. Თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მმართველობის არაერთი ფორმა არსებობს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ხშირად მიმართავდნენ სახელმწიფოს მმართველები იმის გათვალისწინებით, თუ რა საჭიროებები იდგა მაშინდელი სახელმწიფოს წინაშე. თუმცა, თითოეულ მმართველობის ფორმას, აღსანიშნავია, რომ თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები გააჩნია . სწორედ მათზე დაკვირვება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წარმოდგენა შევიქმნათ შეძლებისდაგვარად საუკეთესო სახელმწიფოზე და სახელმწიფოს მოწყობაზე, რომელიც ყველაზე მისაღები იქნება საზოგადოებისთვის.
“Როგორია ყველაზე უკეთსი სახელმწიფო და ცხოვრების საუკეთესო სახე სახელმწიფოთა და ადამიანთა უმრავლესობისთვის? Ესაა ისეთი ცხოვრება, რომელიც ხელმისაწვდომია მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ისეთი სახელმწიფო ,რომელიც მისაღებია სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის” (ციტატა არისტოტელეს “პოლიტიკიდან” ) თუმცა, მოცემული იდეის განხორციელება პრაქტიკაში საკმაოდ რთულია .რამდენად შეიძლება ისეთი მმართველობის სისტემის მოფიქრება, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება? Ვფიქრობ, რომ მოცემულ შემთხვევაში ინდივიდუალიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფოსა და მის საჭიროებებს უნდა მოერგოს მმართველობის ტიპი და არა პირიქით, მხოლოდ იმიტომ მიიღოს აირჩიოს სახელმწიფომ მმართველობის ტიპი, რომ ის არის უმრავლესობისთვის მიღებული.
Აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წიგნში საუბარი არის სახელმწიფოს შესაძლო სამ ნაწილზე- ძალიან მდიდრებზე, ძალიან ღარიბებზე და მათ შორის მყოფებზე. Განხილული მაგალითი წარმოაჩენს საუკეთესოდ იმას, რომ შუალედური მდგომარეობა არის ყველაზე მისაღები. ძალიან სიმდიდრემ შეიძლება სიხარბემდე მიგვიყვანოს ან სხვა უამრავი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოყვეს, სიღარიბე კი ერთი შეხედვითაც ცხადია,თუ რატომ არ არის სახარბიელო .შუალედური მდგომარეობა ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის მართლაც საუკეთესოა. Სიმდიდრის შემთხვევაში პირი არ არის მორჩილებას მიჩვეული, სიღარიბის დროს კი ის დამცირებულად გრძნობს თავს და სრულფასოვნად არ ცხოვრობს. Შესაბამისად, მათ შორის არის საკმაოდ ნათელი შუალედური წერტილი, რომელიც გვეხმარება, რომ სახელმწიფოს საუკეთესო მმართველობას მივაგნოთ. Ვფიქრობ, ასეა არა მხოლოდ ჰიპოთეტურად სიმდიდრისა და სიღარიბის შემთხვევაში, არამედ ნებისმიერ საკითხში. Მაშინ, როდესაც დაცულია შუალედურობა, აღარ არის იმდენად რთული პირთა თანასწორობის უზრუნველყოფა, რაც ასეთი მნიშვნელოვანია სასურველ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის. Იქ, სადაც თანასწორობა არ არსებობს, ვერ ვისაუბრებთ კარგ, ხალხისთვის მისაღებ მმართველობის სისტემაზე, ვინაიდან რაღაც ჯგუფი ყოველთვის იქნება უთანასწორო მდგომარეობაში სხვებთან მიმართებით. Არისტოტელე განსხვავებულ მიზეზებსაც გვთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომაა ყველაზე მისაღები საშუალო კლასის ცხოვრება. Ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ საშუალო, მაგრამ საკმარისი ქონება. Ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ზედმეტმა სიღარიბემ და ზედმეტმა სიმდიდრემ შეიძლება გამოიწვიოს უკიდურესი მმართველობის ფორმები , მათ შორის ოლიგარქია, ტირანია. Თუმცა, მაშინ,როდესაც სახელმწიფოში ვხვდებით საშუალო კლასს, საზოგადოება საუკეთესოდ თანაცხოვრობს, ნაკლებია აჯანყებები, მდიდრებისგან რაიმეს მოთხოვნის შემთხვევები. Ანალოგიური მსჯელობა შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ ქონებაზე, არამედ არაერთ სხვა საკითხზეც,სადაც ოქროს შუალედის დაცვას საუკეთსო შედეგამდე მივყავართ.
Ზემოაღნიშნულ შემთხვევაში ძირითადად საუბარი გვქონდა ქონებასთან დაკავშირებით და რამხელა გავლენა შეიძლება მოახდინოს სხვადასხვა ქონების მფლობელი ადამიანების თანაცხოვრებამ საზოგადოების ფორმირებაზე, სახელმწიფოს მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებაზე, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საბოლოოდ სწორედ ის აღინიშნოს, რომ სახელმწიფოში ქონების ანალოგიურად არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის დასამტკიცებლად, რომ უკიდურესობით სახელმწიფოს საუკეთესო მმართველობამდე ვერასდროს მივალთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.