ადამიანი ვქმნით სახელმწიფოს და ჩვენვე ვემორჩილებით მას. იმისთვის , რომ სახელმწიფო შეიქმნას ჩვენ მივდივართ კომპრომისებზე და ამ გზით ვქმნით ერთგვარ იარაღს , რაც დაიცავს ჩვენსა და ჩვენს გარშემომყოფების უსაფრთხოებას. ამასთან , სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მისი მოქალაქეების უფლებების რეალიზაციაზე და შეასრულოს სხვა ნაკისრი ვალდებულებები . სწორედ , ასეთი უფლებამოსილების გადაცემის გამო ხდება მნიშვნელოვანი სახელმწიფოს როლი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში . ფაქტიურად სახელმწიფოს აქვს გავლენა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროზე. იმისთვის , რომ საზოგადოებამ მშვიდად თანაცხოვრება შეძლოს საჭიროა თითოეული მოქალაქე პატივს სცემდეს და ემორჩილებოდეს სახელმწიფოს. თუმცა , ისტორია სავსეა ისეთი ფაქტებით , როდესაც სახელმწიფო ამ პრივილეგიებს არაკეთილსინდისიერად იყენებს.
რა თქმა უნდა , ნორმალურ სიტუაციაში დაუშვებელია სახელმწიფოს მიმართ რაიმე დაუმორჩილებლობა, მაგრამ რა ხდება მაშინ , როდესაც სახელმწიფო თვითონ წავა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? მაშინაც გვევალება თუ არა სახელმწიფოსადმი მორჩილება ? რა ხდება მაშინ , როდესაც სახელმწიფოს მეთაური მოქმედებს საკუთარი ინტერესებით და არა მოსახლეობის ?
ამ კითხვებზე ინგლისელი ფილოსოფოსის, ჯონ ლოკის , პასუხი აჯანყების უფლება იქნებოდა. სახელმწიფოს წარმოშობვიდან დღემდე გვხდვება ისეთი შემთხვები , როდესაც ადამიანები თვითონ გადავცემთ უფლებამოსილებასა და ძალაუფლებას სახელმწიფოსა და მის ლიდერს , ხოლო ის ამას ჩვენ საწინააღმდეგოდ და თავის სასიკეთოთ იყენებს. ასეთ დროს სახელმწიფო იღებს ტირანულ სახეს. ის იარაღი , რომელიც ჩვენვე შევქმენით გამოიყენება ჩვენ წინააღმდეგ , სწორედ ასეთ სიტუაციაში ჯონ ლოკის აზრით ადამიანებს შეუძლიათ აჯანყდნენ და დაამხონ არაკეთილსინდისიერი მთავრობა.
ლოგიკურია , რომ აჯანყება თავდაპირველად ტოვებს კანონთან დაპირისპირების და დაუშვებელი ქმედების იმიჯს , თუმცა თუ მას გავუღრმავდებით მივხვდებით , რომ აჯანყება კონკრეტულ სიტუაციაში აუცილებელია სწორედ სამართლიანობისთვის. ისეთ სიტუაციაში , როდესაც სახელმწიფო კარგავს საკუთარ სახეს და ივიწყებს მთავარ მოვალეობებს და ხდება ტირანული , ის გადის სამართლიანობის პრინციპიდან . ასეთ დროს ადამიანი მსხვერპლი ხდება საკუთარი უსაფრთხოებისათვის შექმნილი იარაღის. ამიტომ დაუშვებელია მხოლოდ იმის გამო დავემორჩილოთ ასეთ რეჟიმს , რომ ეს არის სახელმწიფო და მორჩილების ვალდებულება გვაქვს. სახელმწიფოს ლეგიტიმაცია წყდება იქ , სადაც მთავრდება საზოგადოების საერთო ინტერესი და იწყება ერთი ან რამდენიმე პირის თვითნებური მართველობა. ამიტომ აჯანყება არა თუ კანონის დისკრედიტაციას , არამედ მის და მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება.
მიუხედავად იმისა , რომ ისტორიის მანძილზე ადამიანები წარსულის შეცდომებზე ვსწავლობდით და ტირანიისგან სახელმწიფოს დაცვას ვცილობდით , შეუძლებელია სრულად ამ საშიშროების განეიტრალება. მართალია, რომ ტირანული მმართველობის შემთხვევები შემცირდა თუმცა ჯერჯერობით იგი არ აღმოფრხვილა. სწორედ, ამიტომ აჯანყების უფლება დღესაც ძალიან აქტუალურია. იგი გხვდება მნშივნელოვან სამართლებრივ დოკუმენტებში , როგორიცაა მაგალითად - ადამიანის უფლებათა დეკლარაცია .
ყველა განვითარებულ ქვეყანაში , შეგვიძლია სახელმწიფოს ფორმირება სრულიად გამჭვირვალედ. ამის საუკეთესო გზაა, არჩევნებია , რითაც შესაძლებელია ძალაუფლება გადაებაროს A პირიდან B პირს. თუმცა სწორედ ისეთ სიტუაციაში , როდესაც მოსახლეობა ვკარგავთ ძალაუფლებას გავაკონტროლოთ ჩვენივე სახელმწიფოს ქმედება და ირღვევა ჩვენი უფლებები და ინტერესი ჩვენ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ ერთადერთ იარაღს , რასაც ვიტოვებთ სახელმწიფოსა გადასარჩენად - აჯანყების უფლებას.
აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ ადამიანებს სახელმწიფოს აბსოლუტური ძალაუფლების შესაზღუდი მექანიზმი გაგვაჩნდეს . თუმცა აჯანყება მხოლოდ ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში არის დაშვებული და ჩვენ მას ვერ მივმართავთ ისეთ შემთხვევებში , როდესაც მისი აუცილებლობა არ არსებობს. მაგალითად დასაშვებია ტირანული და ერთპიროვნული სახელმწიფოს დამხობის მიზნით აჯანყების უფლების რეალიზაცია, თუმცა დაუშვებელია ისეთ სიტუაციაში თუ ადამიანების რაღაც ჯგუფი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოზიციას, მაგალითად ეკონომიკურ აზრს . ასეთ დროს ჩვენ მივიღებთ უმრაველოსობისა და უმცირესობის შორის ნებისმიერ განსხავებული აზრის არსებობის შემთხვევაში არეულობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ აჯანყების უფლება მხოლოდ ისეთ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული , როდესაც არსებობს რეალური და გარდაუვალი საფრთხე ტირანული ან დიქტატორული მთავრობის ჩამოყალიბების , რომელიც არ შეასრულებს საკუთარ მთავარ ვალდებულებებს და ამით საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფოსა და მოსახლეობას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.