პატრიოტიზმთან დაკავშირებით დღესდღეობით დიდი უთანხმოებები არსებობს მთელ მსოფლიოში. ვერც იმას ვიტყვით, რომ მხოლოდ ორი ერთმანეთის საპირისპირო შეხედულება არსებობს. თუმცა, ძირითადი ე.წ. ორი პოლუსის გამოყოფა ნამდვილად შეიძლება. უფრო კონკრეტულად, ერთ მხარეს დგას მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის საყოველთაოდ გაზიარებული მოსაზრება, რომ პატრიოტიზმი ასახელებს სათნოებას. ამას, უპირისპირდება მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში გავრცელებული ზოგჯერ შოკისმომგვრელი სიცხადით გამოხატული მოსაზრება, რომ პატრიოტიზმი ასახელებს მანკიერებას.
თავდაპირველად აუცილებელია, რომ ეს ორი დამოკიდებულება ერთმანეთისგან მკაფიოდ განვასხვაოთ. პატრიოტიზმი, ერთის მხრივ, განისაზღვრება, როგორც კონკრეტული ერის ერთგვარი ერთგულების გამოხატვის უნარი საკუთარი ეროვნების მიმართ. მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ პატრიოტულები იყვნენ საქართველოს მიმართ. პატრიოტიზმი არ უნდა აგვერიოს ასე ვთქვათ უგუნურ ერთგულებაში. ამაში ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როდესაც ადამიანი თავის ეროვნულ მახასიათებლებს საერთოდ ყურადღებას არ აქცევს.
ზოგადად, პატრიოტიზმი დამახასიათებლად მოიცავს არა მხოლოდ თავისებურ დამოკიდებულებას საკუთარი ერის მიმართ, არამედ სპეციფიკურ მახასიათებლებს, მიღწევებს და დამსახურებებს. ამ ყოველივე ზემოჩამოთვლილს თავისი ღირებულება გააჩნია, რაც ხშირად ხდება ხოლმე პატრიოტი ადამიანების მხრიდან თავისი პოზიციის გამყარების საშუალება. თუმცა, ასეთი ადამიანის სხვა ქვეყნის ღირებულებებს და მიღწევებს ისე არ შეაფასებს, როგორც საკუთარს. იმ სხვა კონკრეტული ერის დამსახურებებიდან და რაც მათთვისაა მნიშვნელოანი ისე შეაფასებს ყველაფერს.
პატრიოტიზმი ერთგულების ერთ-ერთი კატეგორიაა, რომელთაგანაც აღსანიშნავია ცოლქმრული ერთგულება, საკუთარი ოჯახის და ნათესაობის სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიცაა სკოლები, ფეხბურთიდა კალათბურთის კლუბები. ყველა ეს დამოკიდებულება გამოხატავს თავისებურ მოქმედებას კონკრეტული პიროვნებების, ინსტიტუტების ან ჯგუფების მიმართ. ამ ყოველივეს ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად უკავშირდება შემთხვევა, როდესაც მადლიერებას გრძნობ იმ სარგებლისთვის, რომელსაც ინდივიდი იღებს სხვა ადამიანისგან ან ჯგუფისგან.
ასე, რომ თუმცა ვინმეს შეიძლება, როგორც პატრიოტს უყვარდეს ქვეყანა ან როგორც მეუღლე გამოხატავდეს ქორწინების ერთგულებას, და წარმოადგენდეს ამას როგორც ნაწილობრივ დამადასტურებელ მხარდამჭერ მიზეზებად ქვეყნისა თუ მეუღლის დამსახურებების და მადლიერებას გამოხატავდეს მათ მიმართ მიღებული სარგებლისთვის, ესენი არ იქნება იმაზე მეტი ვიდრე მხარდამჭერი მიზეზები მხოლოდ იმიტომ, რომ რაც ფასდება ფასდება ზუსტად ისე როგორც ჩემი ქვეყნის ან მეუღლის დამსახურება, ან როგორც ჩემი ქვეყნისგან ან მეუღლისგან მიღებული სარგებელი.
ამ ურთიერთობის განსაკუთრებულობა არის საჭირო და განუყოფელი, ხოლო მისი ამგვარად იდენტიფიცირებით ჩვენ უკვე გამოვყოფთ ერთ ცენტრალურ პრობლემას. კერძოდ, რა არის ურთიერთობა პატრიოტიზმსა როგორც ასეთს და პატივისცემას კონკრეტული ერის მიმართ და პატივისცემას იმ პატრიოტის მიმართ, რომელსაც აქვს დამსახურებები და მიღწევები კონკრეტული ერის წინაშე. ასევე, მნიშვნელოვანია ამ ყოველივეს კავშირი მიღებულ სარგებელთან და მის ღირებულებასთან.
ამ კითხვაზე პასუხი დაგვიანებული აღმოჩნდება იმის გამო, რომ ეს კიდევ დამოკიდებულია უფრო მეტად ფუნდამენტური შეკითხვის პასუხზე. ეს შეკითხვა კი ჟღერს ასე - თუ პატრიოტიზმი ისეა გაგებული, როგორც მე მესმის, მაშინ „პატრიოტიზმი“ არ არის უბრალოდ სათნოების სახელი, არამედ უნდა იყოს მანკიერების სახელი, რადგან ამგვარად გაგებული პატრიოტიზმი და მორალი ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.