ENG GEO

Search form

სამოქალაქო მეგობრობა (საუკეთესო მმართველობის ფორმა)

არისტოტელე ამბობს: “ადამიანი პოლიტიკური ცხოველია”, ის ამაში გულისხმობს იმაზე მეტს, ვიდრე იმას, რომ ადამიანები უბრალოდ ქმნიან საზოგადოებას, რომ ჰქონდეთ ერთგვარი თავშესაფარი. ის შეგვახსენებს, რომ “ქალაქის დასასრული არ არის უბრალოდ ცხოვრება, არამედ ის არის ცხოვრების კარგი ხარისხი”. ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების სრულყოფა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქალაქი მუდმივად წინსვლისკენაა მიმართული და ამ გზით იქმნება მისი მოსახლეობისთვის სიკეთე.  ქალაქს სჭირდება ეთიკური პრინციპი, რომელიც არეგულირებს მისი წევრების აზროვნებას და დამოკიდებულებას, რათა შედეგად ჩამოყალიბდეს სამოქალაქო ცხოვრების წერიგი, რომელიც იქნება ჰარმონიზირებული. არისტოტელე შერეული მმართველობის პოლიტიკურ პრინციპს ავსებს ახალი პრინციპით, რომელსაც “სამოქალაქო მეგობრობა” ჰქვია. 

როგორ ეპყრობიან ადამიანები ერთმანეთს - სწორად თუ არასწორად? მეგობრობა ან იდენტურია, ან ძალიან ახლოსაა სამართლიანობასთან. ისევე როგორ, ქალაქი მხარს უნდა უჭერს სამართლიანობის შენარჩუნებას თავისი ხალხისთვის, ასევე ქალაქისთვის განსაკუთრებულ ამოცანას წარმოადგენს მეგობრობის განმტკიცება. ეს კი არის ყველაზე დიდი სიკეთე, რაც შეიძლება ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მიეცეს ადამიანს. 

მაშასადამე, არსებობს მეგობრობის სამი სახეობა. ერთი სახეობა ემყარება სათნოებას, მეორე - სარგებლიანობას, მესამე - სიამოვნებას. მიუხედავად იმისა, რომ სამ ნაწილად იყოფა ეს მეგობრობა, თითოეული მათგანი თანასწორობაზეა დაფუძნებული.  

ჩამოთვლილთაგან პირველი სახეობა არის ყველა ფუნდამენტური ფორმა, რაც ემყარებას სხვისთვის კეთილდღეობის შექმნას საკუთარი სათნო ბუნებიდან გამომდინარე. ეს მეგობრობა ყველაზე იშვიათი და ფასეულია, რადგან ორიენტირებულია, როგორც გარეგნულ, ისე შინაგან კავშირზე.  გარეგნულ კავშირზე იმიტომ, რომ ეს სხვა ადამიანის სასიკეთოდ არის მიმართული, ხოლო შინაგანზე - იმიტომ, რომ სხვისთვის სიკეთის კეთება არის ცალმხრივი ვალდებულება და ეს შინაგანი ბუნებიდან მოდის.  

მეგობრობის მეორე სახეობა არის სარგებლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ადამიანთან ვმეგობრობთ, რადგან ამ ადამიანს შეუძლია მოგვიტანოს გარკვეული სარგებელი. ამგვარმა მეგობრობამ რომ იმუშაოს, კონკრეტული მხარე მეორე მხარისგანაც გარკვეულ სარგებელს უნდა იღებდეს. რეალურად, საზოგადოება ამგვარი ურთიერთობებით არის აგებული და ამის გარეშე ის ვერ იარსებებს, მაგრამ რამდენად რჩება ასეთი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებში საკითხავია. 

საბოლოოდ, რაც შეეხება მეგობრობის მესამე სახეობას, ის დაფუძნებულია კონკრეტულ ადამიანთან ურთიერთობით გამოწვეულ აღფრთოვანებასა და ამით მიღებულ სიამოვნებაზე. ეს პირდაპირი ნაბიჯია იმ მეგობრობისკენ, რომლისგანაც სარგებლიანობას უნდა ველოდეთ. თითქოს ამ კონცეფციაში რაღაც სწორად არ არის წარმართული და ვგრძნობთ, რომ ეს რაღაც არ არის სწორი. 

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი მეგობრობა მოითხოვს როგორც საკუთარი, ისე სხვისი სიკეთის პატივისცემას და ერთგულებას. ჭეშმარიტი მეგობრობა კი ორიერტირებულია შედეგზე, სწორედ შედეგი ქმნის შესაძლებლობას, რომ ამგვარი ურთიერთობებით მიღწეულ იქნას ცხოვრების უკეთესი ხარისხი. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ იმის მიხედვით, თუ ამ მეგობრობაში მხარეებს ვინ წარმოადგენენ მეგობრობის შემდეგი ტიპის კლასიფიცირება ხდება, ეს შეიძლება იყოს: ნათესაობა, ამხანაგობა, პარტნიორობა და საბოლოოდ სამოქალაქო მეგობრობა. ეს უკანასკნელი არისტოტელეს ეთიკაში ისეა წარმოჩენილი, როგორც სიკეთე, რომლის წყალობითაც ქალაქში კერძო მოქალაქეებს შორის მყარდება ურთიერთობა. სამოქალაქო მეგობრობა დამყარებულია სარგებლიანობაზე, ერთის მხრივ ის ხსნის იმას, თუ რატომ იკრიბებიან ადამიანები ერთად, რომ შექმნან თანასწორობაზე დაფუძნებული  ქალაქი, მეორეს მხრივ კი - აკონკრეტებს სახელმწიფოებრივი მოწყობის  პოლიტიკურ პრინციპს. თანასწორობის ამგვარი ხაზგასმა შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ სამოქალაქო მეგობრობა შეიძლება დემოკრატიისთვის შესაფერის სიკეთედ გამოიყენებოდეს. რამდენადაც არისტოტელეს პოლიტიკურ თეორიაში თანასწორობა თავისი აზრით დემოკრატიის პრინციპის შემადგენელია და თანამდებობის და ღირსების თანაბარი წილის ქონა ითვლება ადამიანთა სამართლიან უფლებად. 

რეალურად, მმართველობის საუკეთესო ფორმის შექმნა მოითხოვს ეთიკის ძიებას და გარკვეული პრინციპების დაწესებას, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს იცხოვრობს ჰარმონიულად და მშვიდობიანად. სამოქალაქო მეგობრობა კი ამის მიღწევის საშუალებაა. არისტოტელე არ უარყოფს უბრალო ხალხს ან დემოკრატიულ ფასეულობებს, უბრალოდ ის ამბობს, რომ შერეული პოლიტიკური რეჟმით შესაძლებელია მოსახლეობის ცხოვრების უკეთესი ხარისხის შექმნა. ამ პროცესს არ უზრუნველყოფს სუფთა დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ აქვე არც უგულვებელყოფს თანასწორობას, რომელიც დემოკრატის ფუნდამენტური ნაწილია. როცა ყველაფერი ზემოხსენებული ერთად გვხვდება ხალხი უკეთ ავლენს საკუთარ ნიჭს და შესაძლებობებს, შესაბამისად ქალაქში იქმნება უკეთესი ცხოვრების დონე და მოსახლეობის უკეთესი კლასი. 

არისტოტელეს პოლიტიკური არასტაბილურობის პრევენციად აქვს წარმოჩენილი სამოქალაქო მეგობრობა, ანუ ამით ის ახალისებს შერეული პოლიტიკური რეჟიმით მიღწეულ სიკეთეს. მეგობრობით მიღწეული სიკეთე არის სარგებლიანი, ის ემყარება თანასწორობას და სამართლიანობას, შესაბამისად საუკეთესო კლიმატს ქმნის ქვეყანაში. რეალურად, არისტოტელე ხიდს დებს ეთიკასა და პოლიტიკას შორის, რომელსაც ჰქვია სამოქალაქო მეგობრობა, რაც პოლიტიკის ეთიკური მხარდაჭერაა.  

საბოოლოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო მეგობრობა ასრულებს მნიშვნელოვან როლს სიკეთის შექმნაში, რომელიც არეგულირებს სახელმწიფოს მოქალაქეების ცხოვრების წესს და ის მიჰყავს სამოქალაქო სამართლიანობისკენ.  არისტოტელეს აზრით, მმართველობის საუკეთესო ფორმის შექნა პრაქტიკული საშუალებების მიწოდებით ადამიანების უმრავლესობას უკეთესად ცხოვრების საშუალებას მისცემს, ამის გზად კი შერეული მმართველობის პოლიტიკურ პრინციპს გვთავაზობს, რომელიც სამოქალაქო მეგობრობიით მიიღწევა.

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.