ძველ ბერძენ ფილოსოფოსებს თუ დავუჯერებთ, რადგან ადამიანი რაციონალური არსებაა, აქედან გამომდინარე კი მისი უფლებები მომდინარეობს მისივე ცნობიერებიდან, იმ ცხოვრების სტილისა და ადათისაგან სადაც თვითონ და თავისი წინაპრები ცხოვრობდნენ, მათი ადათიდან მიღებული წესები ისე მყარად არის გამჯდარი ადამიანებში, რომ ამან განაპირობა ამ ადათწესების მკაცრი დაცვა და ამ ადათწესების საფუძვლეზე ისინი თავისუფლად ცხოვრობდნენ, რომელიც ერთგვარი კანონია, მოცემულობამ კი განაპირობა სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელიც თითოეულ ადამიანს მიანიჭებდა უფლებას და ამ უფლების შიგნით ის იქნებოდა თავისუფალი. პრობლემა იბადება მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ერთი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ თავისდა უნებურად ხვდება რამდენიმე სხვადასხვა ეთნოსი, რომელთაც განსხვავებული მორალური თუ ზნეობრივი შეხედულებები და მოთხოვნილებები გააჩნიათ. იმოქმედოს სახელმწიფომ ყველას მიმართ ერთი და იგივე დადგენილი წესის ანუ კანონის შესაბამისად, თუ გაითვალისწინოს თითოეული ეთნოსის შეხედულება და მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ იქნება დისკრიმინაციული პოლიტიკის მატარებელი.
თანამედროვე სამყარო და უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ განვითარებული სახელმწიფოები შეთანხმდენენ იმაზე, რომ ადამაინის დასჯა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის არის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ორგანოების პრეროგატივა. ადამინს არ აქვს „სისხლის აღების“ უფლება, ასევე ვხვდებით დამნაშავის „ლინჩის წესით“ გასამართლების მოთხოვნასაც გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისგანაც. ერთი მხრივ, მათი მოთხოვნა ეფუძნება იმ მცირე ეთნოსის ადათ წესებსა და მიდგომებს, რომლებმაც ისინი დღევანდელ დღემდე მოიყვანა და რამდენად შესაძლებელია მათი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მივცეთ მათ მათი ადათის შესაბამისად მოქმედება თუ ჩვენ ვაჩვენოთ მათ მოქმედების სწორი გზა, მაშინ სად მიდის ადამიანის უფლება, რომლის შიგნითაც იგი უნდა ყოფილიყო ის თავისუფალი, რომელიც გამომდინარეობს მისი ცნობიერებიდან, რომელიც განაპირობა იმ გარემო ფაქტორებმა, რომლებიც მასზე ახდენდა გავლენას, რადგან ვიცით, რომ ადამიანი არის განვითარების სუბიექტი.
სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სოციალური წესრიგი იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიაზეც ვრცელდება მისი იურისდიქცია. ამიტომ სახელმწიფო თითოეული ადამიანის წინაშე ვალდებულია არ იყოს მიკერძოებული და დააკმაყოფილოს ის მოთხოვნილება, რომელიც შესაბამისად არ ეწინააღმდეგება იმ სოციალურ წესრიგს რისი სურვილიც აქვს იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს, მათი მოთხოვნილებები გაითვალისწინოს მაქსიმალურად და მიუახლოვოს კანონი მათ მოთხოვნილებებს. შესაბამისად, არცერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ არის იდენტური, ეს გამომდინარეობს იმ იდეიდან, რომ ყველა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამაინისათვის სახელმწიფო ქმნის ოპტიმალურად მიახლოებულ კანონს იმ საზოგადოებისათვის, რომელი საზოგადოებისთვისაც რა მოთხოვნილება არის მნიშვნელოვანი. ეს ყოველივე განაპირობა წარსული ცხოვრების გამოცდილებამ და იმ ცხოვრების წესიდან დატოვებულმა ნაყოფმა, რომელიც დღეს კიდევ არის თითოეული იმ ადამიანის ცნობიერებაში. ამერიკის რამდენიმე შტატში დღესაც არის სიკვდილით დასჯა შემორჩენილი, რადგან იმ შტატებში მცხოვრები ადამიანებისათვის ეს სასჯელი არ არის მორალურად გაუმართლებელი და პირიქით, ეს სასჯელი მათ მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს სოციალური წესრიგის შესანარჩუნებლად.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.