“Საზოგადოებასა და ადამიანობას უკეთ მოვექცევით,
თუ ყველაზე დიდ სიკეთეს მივანიჭებთ მათ,
ვისთანაც ყველაზე უფრო მეტად ვართ დაკავშირებულნი.”
Ციცერონი, ვალდებულებების შესახებ
უნივერსალური პატივისცემისა და სიყვარულის იდეა თანამედროვე სეკულარიზმისათვისაც ისევეა მისაღები, როგორც უძველეს წმინდა ტრადიციებში იყო. Ბიბლიური წარმოდგენებით ადამიანები თანასწორნი არიან, რადგან ყველანი ღმერთის სახედ და ხატად არიან შექმნილნი. Წმინდა წერილებში ამოვიკითხავთ, რომ საყოველთაო თანასოწორობა ბუნების ერთიანობიდან გამომდინარეობს. Სახელმწიფო დოკუმენტებიდან კი ვიგებთ, რომ თანასწორობა ადამიანის განუყოფელი უფლებებიდან ან შემქმნელის მიერ მონიჭებული ბუნებიდან გამომდინარეობს. Რამდენადაც არ უნდა გვჯეროდეს თანასწორობის, რამდენადაც არ უნდა გვჯეროდეს, რომ გვჯერა თანასწორობის, ყველას გვყავს ვიღაც, რაღაც, რომელიც სხვაზე უფრო სასურველი, გამორჩეულია.
რჩეულისათვის უპირატესობის მინიჭებასა და სამართლიანობას შორის წინააღმდეგობა არის არა ცუდის და კარგის, არამედ ორი სიკეთის დაპირისპირება. Დარვინი ამტკიცებდა, რომ მორალი სოციალურ ინსტინქტებში, ტომობრივ თუ საზოგადოებრივ ერთგულებაში გამოიხატებოდა. Სოციალური ცხოველები სიამოვნებას იღებენ ერთმანეთთან ურთიერთობისას, საფრთხის არსებობისას იცავენ და ზრუნავენ ერთმანეთზე, სიცივას - ათბობენ. Ამგვარ ინსტინქტებს ძირითადად არა იმავე სახეობის ნებისმიერი ინდივდის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების, სოციუმების წევრების მიმართ ამჟღავნებენ.
Ადამიანისათვის, ნებისმიერი ადამიანისათვის, ბუნებრივია ჰყავდეს რჩეული ადამიანი, რჩეული საზოგადოება. Იესოს იმდენად სჯეროდა თანასწორობის, რომ რეგულარულად დადიოდა განდევნილებთან, მეძავებთან, პარიებთან ერთად საჭმელად და დროის გასატარებლად. Სხვებსაც მსგავსად მოქცევას ურჩევდა, Მტრების სიყვარულისკენაც კი მოუწოდებდა. Ამგვარი არადისკრიმინაციული სიყვარული ცალსახად ქრისტიანული სწავლების ბირთვია. Და მაინც, იესოსაც კი ჰყავდა რჩეული მოწაფე.
Სიდჰარტა გაუტამა, ბუდა, კიდევ უფრო შორს წავიდა. Სამართლიანობის, თანასწორობის საზღვრები იესოზე კიდევ უფრო მეტად გააფართოვა და სრულიად მიუკერძოებელ საზოგადოებამდე მივიდა. Იმ დროისათვის სკანდალური იდეა გააღჟერა და თქვა, რომ გასხივოსნების შესაძლებლობა ქალებსაც ჰქონდათ. Ამასთან, ის ადამიანის სახეობასაც კი გასცდა და ყველა სხვა სახეობის ცხოველსაც ადამიანის თანასწორი სტატუსი მიანიჭა. Და მაინც, მიუხედავად ამგვარი ფილოსოფიური მიუკერძოებლობისა, ბუდას ჰყავდა საუკეთესო მეგობარი, ანანდა, რომელის თანასწორიც ბუდას თანამოაზრეებს შორის არ მოიძებნებოდა. Გასხივოსნებულსაც ჰყავდა რჩეული.
Რატომ ჰყავთ უნივერსალური სიყვარულისა და მიუკერძოებლობის საუკეთესო მაგალითებს რჩეულები? რატომ განასხვავებენ ვინმეს, თუ ყველა თანასწორია? Უბრალოდ, სხვაგვარად არ შეუძლიათ. Ადამიანურია განარჩევდე. Სიყვარული დისკრიმინაციულია.
Თუ საღვთო წერილებს დავუჯერებთ, ღმერთებსაც კი ჰყავთ რჩეულები. Ამ მხრივ, Მონოთეისტური ღმერთი პოლითეისტურისაგან არ განსხვავდება. Აბრამისეული ღმერთი ეჭვიანია, რჩეული ხალხიც კი ჰყავს.
Ჩინელმა პოლიტიკოსმა ერთხელ კონფუცის გაკვირვება მოისურვა. Უთხრა, რომ მის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა იმდენად გამოირჩეოდა მორალური ზნეობით, რომ თუ მამა ცხვარს მოიპარავდა შვილი მის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა. Კონფუციმ კი უპასუხა, რომ მისი ხალხის სამართლიანობა განსხვავებული იყო. Მშობელი იცავს შვილს, შვილი იცავს მშობელს. Აღნიშნულ დიალოგზე არაფერია ნათქვამი კონფუცის ანალექტებში. ამ პასუხის ერთმნიშვნელოვანი განმარტება არც ორიათასწლიან კონფუციზმში მოიძებნება. Თუმცა არაერთმა ადამიანმა ზუსტად იცის რა იგულისხმება. Მიუხედავად იმისა, რომ ამ შეგრძნების შესაბამისად გადმოცემას ვერ ვახერხებთ, ვიცით.
Ადამიანების დიდი უმრავლესობა ფიქრობს რომ რჩეულის ყოლა შეუთავსებელია მორალსა და სამართლიანობასთან. ჯერემი ბენტამი ამტკიცებდა რომ ეთიკური შეფასებები მათემატიკური ოპერაციების მსგავსი უნდა ყოფილიყო, უნივერსალური მაქსიმა უდიდესი რაოდენობის ადამიანების უდიდესი ბედნიერებით უნდა განგვესაზღვრა.
Განსხვავებულად ფიქრობდა Არისოტოტელე. მისი გადმოსახედიდან, მორალის შეფასებისათვის მნიშვნლოვანია თუ ვიზეა საუბარი. Უფრო დიდი დანაშაულია მოატყუო მეგობარი, ვიდრე უცხო, უფრო დიდი დანაშაულია არ დაეხმარო ძმას ვიდრე უცხოს და უფრო დიდი დანაშაულია დაჭრა მშობელი ვიდრე ვინმე სხვა.
Ანაგლიურად ფიქრობდა ჯორჯ ორუელიც და აღნიშნავდა, რომ სიყვარული არაფერია თუ ის არ ნიშნავს ზოგიერთი ადამიანის სხვებისაგან გამორჩეულად სიყვარულს. Ადამიანობის არსი არ მოიცავს იყო იდელაური, იღწვოდე იდეალურობისათვის, ხანდახან მზად ვართ ჩავიდინოთ ცოდვები ერთგულებისათვის და მზად ვართ ვაგოთ პასუხი რჩეულების ყოლის გამო.
Შეუძლებელი იქნება შევიგრძნოთ სიყვარული, თუ ყველა, ყველაფერი თანასწორად გვეყვარება.
Ჩვენი ღირებულებების გრაფა არ შედგება მაქსიმალური სამართლიანობისა და ნულოვანი ეგოიზმისაგან. Ჩვენი გრძნობები არ შეიძლება ეგოიზმამდე ან სრულ უანგარობამდე დავიყვანოთ. Ორივეს საკუთარი ავტონომია სჭირდება. ოჯახური ბმებიდან გამომდინარე შეგრძნებების შეფასება არ შეგვიძლია ეგოზიმისა და მიუკერძოებელი ღირებულებების ჩვეულ დიქოტომიაში, რადგან ასეთ ადამიანებს ხშირად ერთგულება აკავშირებთ. Ერთგულება კი, შესაძლოა, საყოველთაო მორალს უპირისპირდებოდეს, თან ხშირად საკმაოდ წარმატებულადაც კი. Წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთგულება, როგორც სიტყვა და მისი მნიშვნელობა, საჭირო აღარ იქნებოდა.
Ადამიანებისადმი მსგავსმა განსხვავებულმა, გამორჩეულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია თავდაპირველად ჯგუფების, ტომების ჩამოყალიბება, რომელთა წევრებიც ერთმანეთისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ და გარეშე პირებისადმი ნაკლებად ლოიალურები იყვნენ. Ამგვარი ტომების დიდი უმრავლესობა დროთა განმავლობაში გაიზარდა, გაფართოვდა და დღეს უკვე სახელმწიფოებად მოიაზრება.
Აქედან გამომდინარე, Პატრიოტიზმი, Სამშობლოს განსაკუთრებულად სიყვარულიც, ისეთივე ბუნებრივია, როგორც მშობლისადმი, ოჯახის წევრისადმი მიკერძოება, რადგან სწორედ მსგავსი კავშირების, შეგრძნებების არსებობაა სახელმწიფოების, სამშობლოების არსებობის მთავარი მიზეზი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.