პატრიოტიზმი, როგორც პიროვნების სახელწმიფოს მიმართ დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმა, ხშირად არის წარმოდგენილი უნივერსალური იმპერატივების რეალიზების, ზოგადად დეონტოლოგიიის საპირისპირო მხარეს. აღნიშნული პოზიციის მხადამჭერებს, როგორც წესი, შემდეგი არგუმენტები აქვთ: უნივერსალური იმპერატივები მოუწოდებენ თანასწორობიკენ, რომ არც ერთი ადამიანი არ იქნეს აღქმული სხვაზე უფრო მნიშვნელოვნად. ესე იგი, პირველი, პატრიოტიზმი ბუნებრივად აყენებს წინ სახელმწიფოს ინტერესებს, რაც შეიძლება ყოველთვის თანხვედრაში არ მოდიოდეს ზემოთ ნახსენებ თანასწორობასთან. მეორე, მსგავსი მიკერძოებულობა ეწინააღმდეგება რაციონალურობას, როცა განსჯი არა რომელიმე საზოგადოების სასიკეთოდ/პოზიციიდან, არამედ სრულიად დამოუკიდებლად. აღნიშნულ არგუმენტებზე დაფუძნებით, პიროვნება ვერ შეძლებს იყოს პატრიოტიც და იდეალურად მიიჩნიოს უნივერსალურად დადგენილი ზნეობა.
საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს იგივე საკითხი საპირისპირო პერსპექტივიდან. განსაკუთრებით თუ ვირწმუნებთ, რომ ლოკალურ სივრცეში მოქმედება წარმოადგენს გლობალურად სიკეთის შექმნაში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში იმპერატივები სრულდება არაპირდაპირი, თუმცა რამდენჯერმე უფრო ეფექტური გზით. ანუ იზრუნო შენთვის ახლოს მყოფზე და უფრო ხელმწისაწვდომზე შესაძლოა კიდევ უფრო რეალური და ნაყოფიერი იყოს, ვიდრე ფიზიკურად ბევრად შორს მყოფზე. პრაქტიკაში ამის საპირისპირო ქმედებით გამოწვეულ პრობლემებს ხშირად ვაწყდებით საზღვარგერეთ ქველმოქმედების დროს, როცა ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენს მატერიალური სახსრების ფონდებისთვის გადაცემა, რომელთა მოქმედების არეალი სრულიად ბუნდოვანია, შენ დარწმუნებით ვეღარ იტყვი სიკეთე, რომლის გაკეთებაც გსურდა, ნამდვილად მოხდა თუ უბრალოდ მოტყუებული დარჩი. მოხვდა კი ეს სახსრებბი უაგადუგუში მარტოხელა დედების დასახმარებლად, თუ ამ ფონდის დამფუძნებელთა ჯიბეებში მათივე კეთილდღეობის გასაზრდელად? თანასწორად ყველაზე ფიქრისას დიდია ალბათობა აღმოჩნდე უძლური და ვერავის დახმარება ვერ შეძლო. ხოლო სიკეთე, შენივე სახელმწიფოში, როგორც წესი, სრული ფორმატით ახერხებს განხორციელებას და ამართლებს პირობას “იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად”.
ამას გარდა, პატრიოტიზმი თავისივე შინაარსით უნდა ჩაითვალოს ისეთი ძირითადი უნივერსალური წესების გამოვლინებად, როგორებიცაა რწმენა რომ ადამიანმა არ უნდა იცხოვროს ეგოისტურად, პატივი სცეს სხვა ადამიანებს, იყოს სიმართლის ერთგული და ა.შ ის, რასაც პატრიოტიზმი თავის თავში მოიცავს: ადამიანების სიყვარული, ერთგულად მსახურება წარმოადგენს უნივერსალურ ღირებულებებს. გამორიცხულია ოდესმე იმპერატივად ჩაითვალოს საკუთარ ხალხზე ზრუნვისა და მათი მხარდაჭერის შეწყვეტა. ხოლო თუ ადამიანი ამ ყველაფრის რეალიზებას საკუთარ სამშობლოში ვერ ახდენს, რომელიც, როგროც მინიმუმ, ყველაზე ახლოსაა, მაშინ სრულიად წარმოუდგენელია უფრო დიდ მასშტაბებზე შეძლოს იგივე. ამ გაგებით, პატრიოტიზმი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალიზმის ერთ-ერთ წინაპირობადაც, რომლის გარეშე გლობალურობა არ მიიღწევა, რადგან პატრიოტიზმის შემთხვევაში მორალური პრინციპები არ შეცვლილა, მხოლოდ გარკვეულწილად ლოკალიზდა სახელწმიფოს ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები ინაწიელბენ ვალდებულებებს და სწორედ ამ წესებზე დაფუძნებით ცდილობენ პატრიოტულ პათოსსა და პირნციპებზე მორჩილებასაც.
თუ პატრიოტიზმს განვმარტავთ საკუთარი ქვეყნის განსაკუთრებულ სიყვარულად, რომლის შედეგიც არის ქვეყნის მსახურება, გულშემატკივრობა და მის მიმართ აღმატებული დამოკიდებულება, მივალთ ისევ ზემოაღნიშნულ მსჯელობასთან, რომ ყოველი მათგანი უნივერსალიზმთან მიმართებით ცვლის მხოლოდ სივრცეს, სადაც ადამიანი ახდენს უნივერსალური კანონების გამოყენებას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პატრიოტიზმის ამ განმარტებით წინააღმდეგობაში არ მოვდივართ არც გლობალურ უნივერსალიზმთან. პიროვნება კვლავ გრძნობს და ავალდებულებს საკუთარ თავს, სადაც არ უნდა იყოს იცხოვროს კონკრეტული კანონებით და მისი გადაწვეტილებები ამ მორალს დააფუძნოს, თუმცა, პატრიოტიზმის ჭრილში ეს იღებს მცირე, ოღონდ უფრო ნაყოფიერ სახეს.
რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით აზრს, რომ პატრიოტიზმი დაკავშირებულია ერთგულებასთან, ხოლო ერთგულება თავის მხრივ მიკერძოებულობასთან, რამდენადაც ემსახურები ერთს, თუმცა ამავე მიკერძოებულობით ხშირად სწორედ იმპერატიული ნორმების შესრულებას ვახდენთ. მაგალითად, უნივერსალიზმის მხედვით, გაუმართლებელი იქნება გადასახადებისთვის თავის არიდება, რადგან ეს არის თაღლითობის მიუღებელი სახე. ანალოგიურად მიუღებელია პატრიოტიზმისთვისაც, რადგან აზარალებს ქვეყანასა და ხალხს. თუ პიროვნებას აქვს საშუალება თავი აარიდოს გადასახადებს რაიმე ფორმით, რაც დღესდღეობით შეუძლებლობას არ წარმოადგებს და მაინც არ აკეთებს ამას, რადგან ქვეყნის ბიუჯეტს და განვითარებას უფრთხილდება, ის არის პატრიოტი, რომელიც პარალელურად იცავს იმპერატიულ ნორმებსაც. ეს პიროვნება გრძნობს ორმაგ პასუხისმგებლობას ქვეყნისა და მორალური ნორმების წინაშე. შესაბამისად, გადაჭრით თქმა იმისა, რომ ეს ორი ყოველთვის საპირისპირო მხარესაა, გაუმართლებელია, რადგან ისინი ძალიან ხშირად ავსებენ და ხელს უწყობენ ერთმანეთის სრულფასოვან რეალიზებას.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.