ENG GEO

Search form

კანტის II კატეგორიული იმპერატივის პარადოქსი

ზოგადად, როდესაც მკითხველი ეცნობა კანტს, კერძოდ, მის თეორიას მორალის შესახებ, იგი უშვებს პოპულარულ შეცდომას—ერთ ადამიანის მიერ მეორეს გამოყენება კანტისვთის ამორალურია!­—ასკვნის იგი. არადა ჩვენ ერთანეთს ყოველდღიურად ვიყენებთ და ეს „გამოყენება“ განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა. კანტი თავად იყო ამ სისტემის წევრი და, მაშასადამე, გამოდის, რომ იგი უბრალო მატყუარა და „ჰიპოკრიტი“ იყო? არა. „გამოყენება“, რომელზეც კანტი საუბრობს როგორც ამორალურ ქმედებაზე, გულისხმობს შენნაირი მსგავსი რაციონალური ადამიანის მიმართ მოპყრობას მხოლოდ როგორც საშუალებას. მაგალითად, როდესაც ვიყენებთ ტაქს ეს არ არის მძღოლის „გასაგნება“, რადგან მისი გამოყენება არის მისივე ნება. სინამდვილეში იგი შენც გიყენებს, როგორც მატერიალური უზრუნველყოფის წყაროს. ხოლო კანტიანური გასაშუალოება ადამიანის ხდება მაშინ, როდესაც მისი ნების წინააღმდეგ ვიყენებთ მას. მეცნიერი ონორა ონილი წერს, რომ ეს ხდება ტყუილისა და დაძალების გზით. ერთ შემთხვევაში სუბიექტი ცრუ გარემოების გამო ფაქტობრივ თანხმობას ვერ გამოხატავს, ხოლო მეორე შემთხვევაში მას სხვა გზა არა აქვს ანუ უარს ვერ ამბობს საკუთარი უსუსურობის გამო. ამრიგად, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ადამიანები თუ იქნებიან ერთმანეთის მიმართ მართლები და ძალის ბოროტად გამოყენებას არ მიმართავენ, მაშინ ყველა თავისთავად იქნება მიზანი. თუმცა ონილი აღნიშნავს, რომ ეს საკმარისი არ არის. მისი აზრით, საჭიროა „წყალობის“ გაღება მათთვის, ვისაც არ შესწევს რესურსი იყოს იმდენად თვითმყოფადი, რათა შეძლოს იყოს მიზანი და არა საშუალება.  თუმცა ჩნდება კითხვა, თუ რამდენად მიზანშეწონილია ეს „წყალობის“ გაღება? სად არის ზღვარი? 

 

როგორც ვიცით, მოთხოვნა შეუზღუდავია, ხოლო რესურსი კი შეზღუდული. დავუშვათ, ვარ მილიარდერი. ვარ ძლიერი, რაციონალური და სავსებით ავტონომიური. მინდა საქმიანი გარიგება მქონდეს მესამე სამყაროს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ერთ პატარა სოფელთან. ვხედავ რა, რომ მათ სახელმწიფოში არეულობისა, ომისა და შიმშილობის გამო, ადგილობრივებს ჩემი ნებისმიერი შემოთავაზება აწყობთ. თუმცა მე როგორც კანტიანელი, არ ვიყენებ მათ სისუსტეს ჩემ სასარგებლოდ და მესმის რა, რომ ისეთ პირობები შევუთანხმო, რომელზედაც დამეთანხმებოდნენ, თუ ფეხზეწამომდგარები იქნებოდნენ, მეტი ავტონომიურობა რომ ჰქონოდათ. რა საკვირველია, ეს ჩემთვის ნაკლებად სარფიანია, თუმცა მორალური კოდექსის დაცვა ბევრად მნიშვნელოვანია. რაღაც დროის შემდეგ ადგილობრივებს ჩემთან გარიგებამ სარგებელი მოუტანა, მეტი აუტონომიურობა მოიპოვეს. დრო კიდე გადის, მაგრამ ქვეყნის სიტუაცია ბევრად გაუარესდა, შესაბამისად, მიმდინარე გარიგება უკვე კაბალური ხდება სოფლის მკვიდრთათვის. თუმცა ჩემთვის პირობების შემსუბუქება უკვე ძალიან დიდი ზარალის მომტანი იქნება და თუ დავთანხმდები ამას, იგი ჩემ ავტონომიურობას ფრიად საშიშ მდგომარეობაში აგდებს. ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რომ დავტოვო სოფელი, მაგრამ არ შემაწუხებს ჩემი კანტიანური სინდისი? არ გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ადგილობრივები ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ „საშუალებები“ იყო, რადგან როგორც კი ამ ასპექტში მათი ღირებულება დაიკარგა, ისინი მივატოვე? მაგრამ თუ დავრჩები მე როგორც ავტონომიური და თავის თავში მიზნის მქონე სუბიექტი აღარ ვიქნები. გავხდები საშუალება და მხოლოდ საშუალება, და რომც ვიფიქრო, მათი კეთილდღეობაა ჩემი უმაღლესი მიზანი და ამრიგად მე ჩემ თავს მიზნად აღვიქვამ, ეს უბრალოდ ტყუილი იქნება, რადგან ძალიან დიდი წაგება აღარ მომცემს საშუალებას იმ სოფელსაც, რომ დავეხმარო გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ამ ქეისში კანტის მეორე კატეგორიული იმპერატივი (So act that you use humanity, in your own person as well as in the person of any other, always at the same time as an end, never merely as a means.) ჩიხში ექცევა, რადგან არ იცი მის მიხედვით როგორ მოიქცე. თუ მე ადგილობრივებს მივატოვებ, ჩემ თავს როგორც მიზანს არ დავკარგავ, მაგრამ იმ ადამიანებს ვუკარგავ სამაგიეროდ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში პირიქით ხდება. 

შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრის გზა იყოს შემდეგი: მოხდეს ნაციების მობილიზაცია მთელ სამყაროში და დავეხმაროთ ამ x ქვეყანას, თუმცა აქაც მსგავსი პრობლემების წინაშე ვდგებით, თუ უფრო რთულის არა. მსოფლიო ყოველდღე ცდილობს ამ გზით მესამე სამყაროს პრობლემების ეთიკური გზით გადაჭრას, თუმცა შედეგი არც თუ ისე სახარბიელოა.

 

დასკვნის სახით, ვხედავთ, რომ კანტის მორალის თეორია, მისი მეორე კატეგორიული იმპერატივი ჩიხში იქცევა ისეთ სიტუაციებში როგორიცაა ბიზნესის გარიგებები ანდა პოლიტიკური ურთერთობები.

 

 

Bibliography

     

Dimmock, Mark, and Andrew Fisher. Ethics for A-Level: Kantian Ethics (გვ

44-62); Open Book Publishers, 2017.

O’Neill, Onora. Kantian Approach to Some Famine Problems, (pp. 546-551); in Introduction to Philosophy: Classical and Contemporary Readings, eds. Perry, John, and Michael Bratman. 2000

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.