Დეონტოლგია- ეს არის მოძღვრება მოვალეობების შესახებ. Მის მიხედვით ადამაინებმა გარკვეული, სწორი წესების მიხედვით უნდა იცხოვრონ და არ უნდა გადაუხვიონ არსებული მორალიდან- ეს ყველაფერი საუკეთესო შედეგამდე მიგვიყვანს. Იმანუელ კანტი გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმდევარი ამ მოძღვრებისა, რომელსაც, დიდი წვლილი მიუძღის მის განვითარებაში. Მას მიაჩნია, რომ ადამიანმა იმ წესის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს, რომელსაც საყოველთაო წესად აქცევდა. იგი იზიარებდა ცნობილ ბიბლიურ გამოთქმას “ისე მოექეცი სხვებს, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ”. Კანტის მიხედვით დაუშვებელია ადამიანებით “სარგებლობა” საკუთარარი მიზნებისთვის. Იგი გმობს მონობას, ტყუილს და ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია სწორის არასწორისგან გარჩევა და მოგვიწოდებს, ამ უნარით ვიმოქმედოთ, რათა საზოგადოება უკეთესი გახდეს. Მაგრამ რა მოხდება, თუკი ჩვენ დავგმობთ კანტს და არ გავითვალისწინებთ მის მოწოდებას? Ან პირიქით, თუკი მას ბრმად მივყვები?
Ადამიანისთვის არც ისე მარტივია მისდიოს წესებს და უარი თქვას საკუთარ სურვილებზე. Ალექსანდრე ყაზბეგმა ზუსტად ასახა ეს პრობლემა თავის ნაწარმოებში “ხევისბერი გოჩა”. Მთავარ პერსონაჟ ონისეს უწევს არჩევანის გაკეთება გრძნობასა და მოვალეობას შორის, არასწორსა და სწორს შორის. Მან იცის, რომ არასწორია ძიძიას სიყვარული, რომ ეს ამორალურია- ის ხომ მისი ხელისმომკიდეა, მაგრამ მაინც მიდის წესების წინააღმდეგ- წამიერი ვნებები სოფლის მოსახლეობის ნახევრის ფასად დაუჯდება და საბოლოოდ კარგავს ყველაფერს საკუთარი სიცოხლის ჩათვლით- აი რა მოჰყვა მის უწესო საქციელს.
Გარდა ამისა, წესების არ დაცვა მსოფლიოში ქაოსსაც გამოიწვევს- თუკი ყველანი მოვიტყუებით, ვიქურდებთ, მოვკლავთ, შეუძლებებლი გახდება ცხოვრება. აᲛიტომაცა შეიქმნა მორალი და წესები- ეს ერთგვარი შეთანხმებაა საზოგადოების მიერ რაციონალურ ქცევაზე, რაც ადამიანთა მოდგმის უსაფრთხო არსებობას უზრუნველყოფს.
Მეორე მხრივ, ხარვეზები კანტთანაც გვხდება. Ეს ნათლად ჩანს პროსპერ მერიმეს ნაწარმოებში “მატეო ფალკონე”, სადაც მატეო კლავს საკუთარ ათი წლის შვილს, ფორტუნატოს იმის გამო, რომ მან გვარი შეარცხვინა. Მატეო ამას აკეთებს სრულიდან გაცნობიერებულად და სწორადაც მიაჩია საკუთარი საქციელი, ვიანიდან და რადგანაც, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს სჯერა, რომ ბოროტებას სპობს და დამნაშავე, სულში ეშმაკშეპარული თუნდაც ბავშვიც კი უნდა დაისაჯოს. Იგი მისდევს იმ წესებს და მორალებს, რომლებიც ჭეშმარიტად მიაჩნია და თავისას არ იშლის მაშინაც კი, როდესაც საქმე საკუთარი შვილის სიცოცხლეს ეხება. Მატეოს აზრით მან მართლმსაჯულება აღასრულა. Გამართლებულია თუ არა კანტიანელობა აქ? როგორც ზემოთ ვახსენე, კანტი ფიქრობს, რომ უნდა ვიხელმძღვანეოთ იმ წესის მიხედვით, რომელსაც საყოველთაოდ ვაქცევდით- თუკი ყველა ასე მოკლავდა საკუთარ შვილს, რა ფასი ექნებოდა Ადამიანის სოცოხლეს? კანტის მიხედვით ჩვენ ყველა თანასწორი ვართ თანასწორი უფლებებით და არავინ უნდა იზღუდებოდეს, მაგრამ ასე ხომ ბევრის სიცოცხლის უფლება შეიზღუდება?თუკი ბოროტებას ბოროტებითვე ვუპასუხებთ, განა ეს სწორი საქციელი იქნება? Ვფიქრობ, რომ ზუსტად აქ იჩენს თავს კანტიანელობის პრობლემები. აღსანიშნავია აგრეთვე ტყულის ცნება- კანტის მიხედვით ყოველგვარი ტყუილი გაუმართლებელია, მაგრამ თუკი ამ ტყუილს შეუძლია ადამიანის სიცოცხლის გადაჩენა, იქნება კი მიზანშეწონილი წესებს მიყოლა? Თუკი ნაჯახიანი კაცი მოგვადგება და გვეტყვის ჩვენი მეგობრის ადგილსამყოფელი გავუმხილოთ, რათა მან ის მოკლას, როგორ მოვიქცეეთ- Კანტს დავუჯეროთ თუ შინაგან ხმას, რომელიც გვკარნახობს, რომ ეს” სწორი” საქციელი არასწორია? Აქ ხომ საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება- ჩვენს მიერ ნათქვამი სიმართლე კი მას ხელყოფს.
საბოლოოდ, დეონტოლოგიას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებიც. Განხილული მაგალითების საფუძველზე კი მიმაჩნია, რომ ცალსახად სწორ გზას ვერ გამოვყოფთ-“უ”კანტობაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კანტიანელობა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ხანდახან იმისთვის, რომ სწორი საქციელი ჩაიდინო, არასწორად უნდა მოიქცე.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.