როდესაც ვეცნობით რაიმე ამბავს უნებლიედ ხდება ისე, რომ ამბის ერთ მხარეს მეტი ყურადღებით ვუსმენთ, მეტად ვგულშემატკივრობთ და ხშირად ვეთანხმებით კიდევაც. ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ჩვენ ამბის შესახებ ერთ - ერთი მხარის პერსპექტივით შევიტვეთ, რაც ამბავს დაგვანახებს ამა თუ იმ პერსონაჟის თვალიდან შესაბამისად ამ პერსონაჟის აზრებისა და მსოფლმხედველობის გაზიარება ჩვენთვის უფრო მარტივი ხდება ვიდრე სხვა მისი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებისა. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ჩვენ მიერ არჩეული მხარე უფრო კარგად ესადაგება ჩვენთვის არსებულ მორალურ და საზოგადოებრივ წესებს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ამბავში არსებული სმაყარო შევიცნეთ ჩვენთვის ნაცნობი პერსონაჟის თვალიდან მაშასადამე, მისი მსოფლმხედველობა ჩვენზეც ახდენს გავლენას. ვიწყებთ მორალისა და ვალდებულებების ისე აღქმას, როგორც ეს პერსონაჟი აღიქვამს. არადა სრულიად შესაძლებელია, რომ იგივე ამბავს, თუკი ჩვენ გავენობოდით საპირისპირო მხრის პერსპექტივით ჩვენ ამ მხარეს ვუგულშემატკივრებდით ამა თუ იმ დაპირისპირებაში. ამაზე დამაფიქრა ერთ-ერთმა ვიდეო თამაშმა “Dynasty warriors” ეს თამაში ნაწილობრივ ისტორიულია, მოიცავს ძველი ჩინეთის ისტორიას და გაძლევს საშალებას ისტორიული პირებით ისტორიულ მოვლენებში ჩაერთო და უკეთ გაიგო მილიტარისტული და პოლიტიკური ცვლილებები ძველი ჩინეთის ისტორიაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თამაში გაძლევს საშუალებას სხვადასხვა დინასტიებითა და ამ დინასტიებში არსებული სხვადასხვა პერსონაჟებით (ისტორიული პირებით) ითამაშო და გაიარო ერთ და იგივე ისტორიული მოვლენა (პირობითად გუან იუს სიკვდილი). ეს მოთამაშეს/მაყურებელს აძლევს საშუალებას სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედოს ერთსა და იმავე ამბავს, გაანალიზოს ისტორიული პირების ხედვები და მათი მსოფლმხედველობა. საინტერესოა, რომ როდესაც ამ ამბის სხვადასხვა კუთხიდან გავეცანი მივხვდი, რომ არცერთი მხარე არ იყო ამორალური კანტისეული ეთიკის თეორიის მიხედვით, ისინი არ უარყოფდნენ საკუთარ მორალის იდეებს და მათი განზრახვაც ჭეშმარიტად კეთილი იყო (მათივე გადმოსახედიდან), თუმცა მსოფლმხედველური განსხვავებების გამო ხდებოდა დაპირისპირებები. ამ ყველაფერზე კი მახსენდება მასაში კიშიმოტოს მიერ დაწერილ ამბავში “ნარუტოში” არსებული პერსონაჟის ჯირაიას მიერ დაწერილი წიგნი. ამ წიგნს კიშიმოტოს ამბის პროტაგონისტი ნარუტო და მისი ანტაგონისტი ნაგატო, ორივე კითხულობს მათ აღქმა წიგნისა ვიზუალირებულია და ნათლად ჩანს, თუ რამხელა განსხვავებაა მათ მსოფლმხედველობებს შორის. წიგნში არსებული კეთლი ერთისათვის ბოროტია და პირიქით. ჩვენ, როგროც მკითხველი ამბავს ვეცნობით ნარუტოს პერსპექტივით ამიტომ გვიჭირს ნაგატოს მხარის კარგად აღქმა, თუმცა მას შემდეგ, რაც შევამჩნიე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მხრიდან ეცნობი ამბავს გადავწყვიტე მივბრუნებოდი ამ ამბავსაც და ამჯერად ნაგატოს პერსპექტივით გავეცანი, რამაც გამაანალიზებინა, რომ ნარუტოსა და ნაგატოს შორის განსხვავება არ არსბეობს, ორივე ერთნი არიან ერთი მონეტის ორ მხარესაც კი ვერ ვუწოდებ, რადგან მეტად გვანან ერთ მხარეს. მიუხედავად ამ ყველაფრისა მათ შორის ჩნდება დაპირისპირება, რაც ომამდეც კი მიდის, ეს ყვეალფერი კი მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ამბავს/სიტუაციას აღიქვამენ მხოლოდ თავიანთი მორალური სტანდარტებით და გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებენ საკუთარ მსოფლმხედველობას, საკუთარ მორალსა და საკუთარ აღქმას ვალდებულებებისა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.