Კანტისთვის, მორალური ვალდებულების წყარო არის პიროვნების ღირსება და ავტონომიური მორალური საწყისის თვითდისციპლინური თვისება. ამ მიზეზის გამო, კანტიანური ეთიკა არ არის ღვთიური ბრძანების ეთიკა. Მორალური ვალდებულება კანტისთვის აღმოცენდება პიროვნებაში თავისუფლად ე.ი. Ყოველგვარი ღვთიური სასჯელისა და გარეშე იძულების შიშისგან განცალკევებით.
Თუმცა, კანტს სჯერა, რომ სუბიექტისთვის არ უნდა იყოს ბუნებრივი, მისაღები მოვლენა იმ ვალდებულების თავიდან აცილება ან მიტოვება, რომელიც მან, თავისუფალი ნების ძალით, საკუთარ თავზე აიღო. Კანტი ამ თავისუფლების პარადოქსს, რომელიც ამასთანავე დაკავშირებულია გარდაუვალ მოვალეობასთან, გადაჭრის ავტონომიის კონცეფციით, რომლიდანაც გამომდინარეობს შემდეგი: ინდივიდი/ინდივიდთა ჯგუფი ემორჩილება რაციონალური მორალის კანონს, რომელსაც თავადვე გამოსცემს. Ღვთაებრივი განკარგულების, როგორც მორალური ვალდებულების დამდგენი წყაროს, გამორიცხვის შემდეგ, კანტისთვის გადამწყვეტი იყო ალტერნატიული ახსნის ჩამოყალიბება მისი თეორიისათვის. Მან ეს კატეგორიული იმპერატივით მოახერხა.
*კატეგორიული იმპერატივი - ბრძანება, რომელსაც უნდა მიყვე, მიუხედავად საკუთარი სურვილისა. Მორალური ვალდებულებები მომდინარეობს წმინდა გონებიდან.
Კანტი ფიქრობდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა მორალური - მორალის კანონი ვალდებულებითია ყველა ჩვენგანისთვის. Მისი შეხედულებით, არ გვჭირდება რელიგია, რათა ვიცოდეთ, რა არის ეს კანონი, რადგან არასწორისა და სწორის გარჩევის ცოდნა შესაძლებელია ინტელექტის წყალობით.
კატეგორიული იმპერატივი არის მეთოდი, რომელიც გამოცდის მორალურ წესებსა და მაქსიმებს, რომლებზე დაყრდნობითაც ცხოვრობენ და მოქმედებენ ადამიანები. Ის წესები, რომლებიც “აბარებენ გამოცდას” კატეგორიულ იმპერატივში მორალურად მისაღები ან სავალდებულო ხასიათისაა, ხოლო ის წესები, რომლებიც ვერ “გადიან გამოცდას” - იკრძალება. Საჯარო უფლების კონცეფცია არის კატეგორიული იმპერატივის მორგება საჯარო და პოლიტიკურ კონტექსტებთან, მათ შორისა არის საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობებიც. Ამგვარად, კანტიანური საერთაშორისო ეთიკა დღესაც ეფუძნება კატეგორიულ იმპერატივს, თუმცა მხოლოდ იმპლიციტურად.
Რა არის თავად კანტის განმარტებით კატეგორიული იმპერატივი, ფილოსოფოსმა შემოგვთავაზა ოთხი ფორმულირება. მათგან ორი ყველაზე პოპულარულია:
1.”მხოლოდ იმ წესის მიხედვით იმოქმედე, რომელსაც, რომ შეგეძლოს, საყოველთაო წესად აქცევდი.”
Აღნიშნული Ზოგადობის კანონია. Თუკი შესაძლო მორალური წესი მოერგება აღნიშნულ განმარტებას, მის მიხედვით ცხოვრება გამართლებულია, რადგან მისი მისადაგება ყოველთვის შესაძლებელი იქნება მსგავსი სიტუაციებისთვის. Წინააღმდეგ შემთხვევაში წესის ვალიდურობა არ დამტკიცდება. Მაგალითისთვის, წარმოვიდგინოთ, რომ დილით შემთხვევით საფულე სახლში დაგრჩა, ქუჩაში ხილის გამყიდველი შენიშნე, რომელიც მეგობართან ლაპარაკშია გართული, მარტივად შეგიძლია ერთი ბანანის აღება და გზის გაგრძელება. Არის თუ არა შენი საქციელი მორალურად სწორი? Აღნიშნული ქმედება არის ქურდობა. Შენი ქმედებით იწონებ ქურდობას ზოგადად, ამით კი განაზოგადებ ამ ქმედებას: თუ შენ შეიძლება რომ მოიპარო, მაშინ ყველამ ყოველთვის უნდა მოიპაროს. Აღიშნულს მივყავართ შეუსაბამობასთან(კანტი კი ამბობს, რომ მორალური ქმედებები არასოდეს იწვევენ წინააღმდეგობებს): არავინ იტყოდა, რომ ყველამ ყოველთვის უნდა მოიპაროს. Შესაბამისად, ქურდობა არ არის განზოგადებადი. Შეიძლება ვთქვათ, რომ Კანტის აზრით, უსამართლობაა საკუთარი თავისთვის გამონაკლისების დაშვება.
2. “Მოიქეცი ისე, რომ კაცობრიობა, როგორც შენი, ისე ყოველი სხვა პიროვნების სახით, შენთვის მუდამ იყოს მიზანი და არასოდეს მხოლოდ საშუალება.”
Აღნიშნული დოქტრინა მორალური კანონის დამტკიცების სტანდარტად აწესებს პიროვნულ ღირსებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა შედეგის მიღწევა მოითხოვს ადამიანთა “გამოყენებას”. Მისაღებია მხოლოდ ის კანონი, რომელიც იცავს(უნარჩუნებს) ადამიანის თავისუფლებას მისი ნიჭის, სამუშაო ძალის, ან რესურსების “გამოყენების" დროს.
Ჩვენ საგნებს ყოველთვის ვიყენებთ, როგორც საშუალებას: როდესაც ჭიქა, რომლიდანაც ვსვამთ ყავას, გატყდება, მას აღარ გამოვიყენებთ. Თუმცა ადამიანებს ასე არ უნდა მოვექცეთ. Ამის მიზეზი კანტისთვის არის ის, რომ ჩვენ საკუთარ თავში სრულქმნილები ვართ. Არ ვარსებობთ მხოლოდ, როგორც სხვების გამოსაყენებელი საგნები, ვართ რაციოალურები და ავტონომიურები, გვაქვს საკუთარი მიზნები, რომელთა მიღწევასაც ვცდილობთ. Უფრო გასაგებად, ყავის ჭიქები არსებობენ მათთვის, ვინც ყავას სვამს, ხოლო ადამიანები არსებობენ საკუთარი თავისთვის.
Წარმოვიდგინოთ ასეთი კანონი: “ჩემთვის დასაშვებია მეზობლის მოტყუება, თუკი ამით მივიღებ პირად სარგებელს.” ტყუილის მისაღებობის დაშვება, თუკი ვალიდური იქნებოდა, გულისხმობს იმას, რომ ჩემს მეზობელსაც უნდა შეეძლოს ჩემი მოტყება სარგებლის მისაღებად. Კანტი ამას უარყოფს, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება კატეგორიული იმპერატივის პირველ ფორმულირებას. არ შეიძლება მისი მისადაგება ყველა სიტუაციისთვის. Თუკი მოტყუება საზოგადოდ დაშვებული ქმედება იქნება, მაშინ ჩემი ქვეყნის მტერს ექნება უფლება მოატყუოს ჩემს მთავრობას, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მოატყუოს თავის ეროვნულ მტერს, რათა მოიპოვოს უპირატესობა მასზე.
Კატეგორიული იმპერატივის ორივე განმარტებით, ნათელია ინტერნაციონალიზმის ან კოსმოპოლიტიზმის უპირატესობა შეზღუდულ ნაციონალიზმზე. Ადამიანი არ უნდა მოექცეს სხვას, განურჩევლად მათი საცხოვრებელი ქვეყნისა, მხოლოდ როგორც საშუალებას. Აღნიშნული მიუთითებს კატეგორიული იმპერატივის შიდა და საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობას. Საჯარო უფლების კონცეფციაში კანტი მოიაზრებდა, რომ ნებისმიერი ქმედება სწორია, თუკი მას შეუძლია თანაარსებობა თითოეული პიროვნების თავისუფლებასთან უნივესალური(ზოგადი) კანონის მიხედვით, ე.ი. Მისი მტკიცებით, კანონები და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ისინი არ არღვევენ უნივერსალურ(კატეგორიული იმპერატივის პირველი განმარტება) კანონს.
Კანტი წინაწსარ განსაზღვრავდა მისი ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეთა არგუმენტს, რომ მთავრობისთვის მინიჭებულ იძულების უფლებასთან კატეგორიული იმპერატივი წინააღმდეგობაში მოდის. Კანტის პასუხი კი არის, რომ საჯარო უფლებები არ მოითხოვს იძულებას თავისთავად. Სინამდვილეში, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა შეაჩეროს თავისუფლების აღკვეთა - მთავრობა ვალდებულია ხელი შეუშალოს თავისუფლების დარღვევის აქტებს. Ასეთი მიმართება არსებობს კატეგორიულ იმპერატივსა და საჯარო უფლებას შორის, რომელიც კანტიანური ეთიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სადავო განხილვის თემაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.