კანონის დანიშნულების გარკვევა დღითიდღე იძენს აქტუალურობას სამართლებრივ სახელმწიფოებში. მისი ფუნქციური უვნებლობა ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში მტკიცდება იმით, რომ იგი დადგენილი ქცევის ზოგადი წესია, რომელიც საყოველთაო წესრიგის უზრუნველყოფასა და დაცვისკენაა მიმართული. თუმცა კანონში ჩადებული შინაარსი იმდენად შემზღუდველი ხასიათისაა, რომ მის ლეგიტიმურ ფუნქციად სამართლიანობის უზრუნველყოფა საკმაო ეჭვს ბადებს. თუ კანონს ორგანიზაციული სამართლიანობის მამოძრავებელ ძალად განვსაზღვრავთ, პირველ რიგში, ცალსახად უნდა გამოირიცხოს მისი მეშვეობით ისეთი საკითხების რეგულირება, როგორებიცაა: შრომის, განათლების, ვაჭრობისა თუ მრეწველობის ასპექტები, ვინაიდან ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების ორგანიზება კანონის საფუძველზე ეჭვქვეშ აყენებს სამართლიანობის კონცეფციას. ამდენად, უდავოა, რომ კანონი არა სამართლიანობას უზრუნველყოფს, არამედ უსამართლობის გაბატონების პრევენციისკენაა მიმართული.
სამწუხაროდ, კანონი სულაც არ შემოიფარგლება თავისი ფუნქციური დატვირთვით. მეტიც, ხშირ შემთხვევაში იგი იმდენად გამოდის საკუთარი დანიშნულების ჩარჩოებიდან, რომ თავის თავსაც კი უპირისპირდება. შედეგად, კანონი მისივე მიზნის გასანადგურებელ იარაღად იქცა - მან გათელა ის სამართლიანობა, რომლის დაცვის გარანტიც თავადვე უნდა ყოფილიყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კანონის გაუკუღმართების პროცესი სწორედ იქ იწყება, სადაც ამავე კანონის მეშვეობით ძალაუფლება უსინიდსო ადამიანების ხელში ექცევა, რომელთა მოქმედებებიც მიმართულია სხვა ადამიანების თავისუფლებისა და თვითმყოფადოების ექსპლუატაციისკენ. შედეგი კი შემდეგია - კანონმა ამგვარი მოქმედებით სამართლიანობის დაცვა დანაშაულად გამოაცხადა სწორედ მისი აღკვეთის მიზნით.
საგანგებოდ აღსანიშნავია ის საკითხი, რომ ის, რაც ადამიანს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან უფრო მაღალ საფეხურზე აყენებს, არის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური სიცოცხლე. თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ ადამიანი მორალურად არასრულყოფილი არსებაა, სიცოცხლეს არ ძალუძს დამოუკიდებლად არსებობა. სწორედ ამ მიზნით შემოქმედმა დააკისრა ადამიანებს სიცოცხლის გაფრთხილებისა და განვითარების ვალდებულება. როგორც ფრედერიკ გარსიამ აღნიშნა, შემოქმედმა თითოეული ადამიანი არაჩვეულრბირივი ნიჭით დააჯილდობა ზემოთ ცამოთვლილი ვალდებულებების შესასრულებლად, სწორედ ამ მიზნით მოგვაქცია მან ბუნებრიივი რესურსების მრავალფეროვნებაში - ინდივიდები ამ ნიჭს ბუნებრივ რესურსებზე მიმართავენ და გარდაქმნიან მას საჭირო პროდუქტებად შემდგომი გამოყენებისთვის. სწორედ ეს პროცესი განსაზღვრავს ადამიანის ინტელექტუალურ, მორალურ და ფიზიკურ არსებობას.
საინტერესოა ის, თუ როგორ მოქმედებს კანონი ადამიანის ინტელექტუალური და მორალური განვითარების ჭრილში. როდესაც კანონი გარკვეულ რეგულირებებს უდგენს ადმიანებს ნორმების საფუძველზე, დადგენილი რეგულირებები პირდაპირ ანაცვლებს ადამიანის მოქმედებსბს - დადგენილი რეგულაციების შემდგომ ინდივიდებს აღარ აქვთ კამათის, შედარებებისა და დაგეგმვის საჭიროება. ეს კი ადამიანისთვის ინტელექტის გამოყენებას უსარგებლოს ხდის, რაც, თავის მხრივ, მორალურად გაუმართლებელია, ვინაიდან ინტელექტუალური უმოქმედობა აკარგვინებს ინდივიდს საკუთარ თვითმყოფადობასა და თავისუფლებას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე, თავისუფლება და ინტელექტი იმიტომ კი არ არსებობს, რომ ადამიანები კანონშემოქმედებითები არიან, არამედ იმიტომ, რომ სწორედ სიცოცხლისა და ინტელექტის, თავისუფლების არსებობამ განაპირობა რომ ადამიანებმა წინ წამოწიეს თავიანთი კანონები.
სად გადის ზღვარი კანონსა და ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნების არსებობას შორის?
ცალსახაა, რომ ადამიანები იმ უსამართლობის წინააღმდეგ მიდიან, რომლის მსხვერპლნიც თავადვე არიან. ამდენად, როცა კანონი ფუნქციურად თუ ადამიანის თვითმყოფადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ყველა დაზარალებული ჯგუფი თუ ცალკეული ინდივიდი ეცდება, რომ მაქისმალურად მშვიდობიანი გზით ჩაერთოს კანონის შექმნის პროცესში. ამდენად, ამ უკანასკნელებს ორი ალტერნატივა გააჩნიათ: I - ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა და II - მონაწილეობი მიღება ინდივიდის თავისუფლებისა და თვითმყოფადობის განადგურებაში.
მთავარი პრობლემა ისაა, რომ ადამიანებმა თავადვე არ შეუწყონ ხელი საკუთარი თავისუფლებისა და თვითმყოფადობის განადგურებას. სხვა შემთხვევაში უბედურება ეწვევა იმ ერს, როცა თვითმყოფადობის განადგურებაში თავად ადამიანები ჩაერთვებიან და ისინი თავად დაეუფლებიან იმ მიზანს, რომ ისინიც კანონშემოქმედებითები გახდენენ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.