ENG GEO

Search form

Სუბიექტური და ობიექტური კონსეკვენციალიზმი - ვიგრძნობ ოდესმე თავს უდანაშაულოდ?

Ადამიანთა მთელი ცხოვრება გადაწყვეტილებები და მათგან გამომდინარე შედეგებია.  Მაშინაც კი, როცა არჩევანს არ ვაკეთებთ, გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელიც არამარტო ჩვენზე, არამედ სხვებზეც ახდენს გავლენას. Ყველაფერი უფრო მარტივი იქნებოდა, მთელი ჩვენი არსება წარსული შედეგებისგან რომ არ შედგებოდეს, თუმცა ჩვენი სწორი და არასწორი გადაწყვეტილებების მორალური წნეხი მუდმივად თან გვდევს. Სწორედ ამიტომ კონსეკვენციალიზმი, რომელიც ქმედებებს მათი შედეგის მიხედვით აფასებს, სვამს კითხვას - როდის არის ჩვენი გადაწყვეტილება მორალურად გამართლებული? Შეიძლება თუ არა, საშინელი შედეგის მიუხედავად, ჩვენი გადაწყვეტილება მორალურად სწორი იყოს, თუ მე ვარ დამნაშავე? 

Სუბიექტური და ობიექტური კონსეკვენციალიზმი სწორედ ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას. Სუბიექტური კონსეკვენციალიზმი ადამიანს შანსს აძლევს, გაამართლოს მისი ქმედებიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები. Უფრო კონკრეტულად კი, სუბიექტური კონსეკვენციალიზმის მიხედვით თუ ადამიანი, რომლის ქმედებასაც უარყოფითი შედეგები მოჰყვა, მოქმედებდა კეთილი განზრახვებით და გულწრფელად ეგონა, რომ სწორად იქცეოდა ვინაიდან მას უბრალოდ სრული ინფორმაცია არ გააჩნდა,  შეიძლება გამართლებული იყოს. Ასეთ შემთხვევაში სუბიექტური კონსეკვენციალიზმი ადამიანს მორალურ ვალდებულებას ხსნის და მათ უდანაშაულოდ აღიარებს მაშინ, როცა ობიექტური კონსეკვენციალიზმი არ აღიარებს განზრახვას, უყურებს მხოლოდ უარყოფით შედეგს და ქმედებას უბრალოდ არასწორს უწოდებს, რადგან ამ იდეისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც გავითვალისწინეთ, არამედ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაგვეთვალისწინებინა. 

Ორივე მიდგომა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ორივე საკმაოდ ბევრი სისუსტით, ამავე დროს დადებითი მხარით ხასიათდება. Კერძოდ კი, სუბიექტური კონსეკვენციალიზმის მიხედვით, შეიძლება თუ არა გავამართლოთ ყველაზე საშინელი მოქმედებაც კი მხოლოდ იმიტომ, რომ სუბიექტს არ გააჩნდა სრული ინფორმაცია? Მეორე მხრივ, შესაძლებელია ყველა პოტენციური შედეგი გავითვალისწინოთ ყველა ნაბიჯის გადადგმამდე?

Ამასთან ერთად, სუბიექტური კონსეკვენციალიზმი ინდივიდზე კონცენტრირდება, მის სისუსტებს აღიარებს და მორალურ წნეხს ხსნის, ობიექტური კი ფიქრისკენ და დაკვირვებულობისკენ მოგვიწოდებს, ვინაიდან მხოლოდ შედეგია ძირითადი. 

 

Ჩემი აზრით, ადამიანები საკმაოდ ხშირად უშვებენ შეცდომებს სხვადასხვა ფაქტორის გამო, იყოს ეს ემოციები, იმპულსები, დაუფიქრებლობა და სხვა. Მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვაცნობიერებ ამ სისუსტეებს, ჩემი აზრით, სუბიექტური კონსეკვენციალიზმი ადამიანთა თვითდამშვიდებასა და მორალური თავისუფლების მინიჭებაზეა კონცენტრირებული. Ის მათ ამართლებს, საშუალებას აძლევს თავი კარგად იგრძნონ, სინდისი გაისუფთავონ და ცხოვრება ჩვეულებრივ გააგრძელონ. Ესაა იდეა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი განზრახვები გვქონდა და ჩვენი აზრით მორალურად სწორად მოვიქეცით, ყველანაირი ქმედების გამართლება შეიძლება, რაც არ უნდა საშინელი იყოს მისი შედეგები. Მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, ჩვენი მიზანი რეალური შედეგებია და არა ჩანაფიქრი. Თუმცა ობიექტური კონსეკვენციალიზმი საკმაოდ მკაცრად განსჯის ადამიანებს, აიძულებს ყველაფერი იწინასწარმეტყველონ, არ ორიენტირდება ადამიანის განზრახვებსა და გრძნობებზე, ის ადამიანს მოუწოდებს გაითვალისწინოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა და უარყოფითი შედეგები მხოლოდ თავის თავზე აიღოს, მაშინ, როცა სუბიექტური ჩვენი პირადი “მეს” გამართლების საშუალებას გვაძლევს. 

Სუბიექტური კონსეკვენციალიზმის მიხედვით, ყველა ადამიანი სწორია მორალურად, მაგალითად სტალინი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ კარგ საქმეს აკეთებდა. Ჩემი აზრით, Მორალურ შვებას მაშინ იმსახურებს ადამიანი, როდესაც სწორად მოიქცევა და შედეგებიც ამაზე იმეტყველებს. Ჩემი აზრით, რაც არ უნდა რთული იყოს, არ შეიძლება პასუხისმგებლობის არიდების გზები ვეძებოთ. Რაც არ უნდა კარგი იყოს უარყოფითი შედეგების არიდების საშუალება, საჭიროა იმ ქმედებებზე დაფიქრება, რომლებიც მთელ ჩვენ ცხოვრებას მოიცავენ და განსაზღვრავენ. Მიუხედავად იმისა, რომ აწმყოში ყველაფრის განსაზღვრა და გათვალისწინება შეუძლებელია, ზოგჯერ ვერ გავქცევით დანაშაულს, ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილება უბრალოდ არასწორი იყო. 

Საბოლოო ჯამში, ორივე მოსაზრება ადამიანური მორალის სისწორის შესახებ საკმაოდ კომპლექსურია, ორივეში ვხვდებით აშკარა სირთულეებს და დადებით მხარეებსაც, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესს არცერთი ამარტივებს. Ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტური კონსეკვენციალიზმი გარკვეულწილად იმედსა და საკუთარი თავის პატიების საშუალებას გვაძლევს, ობიექტური კონსეკვენციალიზმი საკუთარი თავისთვის თვალის გასწორების საშუალებაა.

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.