ადამიანთა პოზიციებს, მათ ცხოვრებისეულ მსოფლმხედველობასა და ქცევათა თავისებუერებებს ხშირად განსაზღვრავს განსხვავებული მორალურ-ეთიკური თეორიები. ყოველი ინდივიდი საკუთარი სუბიექტური შეხედულებებისამებრ ირჩევს მისთვის მეტად სამართლიან გზამკვლევს, გარკვეული ტიპის კომპასს, რომელიც ცხოვრების განსხვავებულ სიტუაციებში გეზს გავუსაზღვრავს მას. თეორიათა სიმრავლიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ შეთანხმება და კონსენსუსის მიღწევა ხშირად უჭირთ თეორიტიკოსებს. ერთ-ერთი ასეთი თეორია არის კონსეკვენსიალიზმი; იგი ეყრდნობა მოსაზრებას, რომ შედეგი განსაზვღავს მოქმედების სისწორესა და სამართლიანობას, მის ეთიკურ თუ არაეთიკურ ბუნებას. პიტერ სინგერის ნაშრომში „შიმშილი, სიმდიდრე და მორალური ვალდებულებები“ სვამს რამდენიმე მთავარი, ცენტრალური შეკითხვაა - მაინც, რამდენს მოითხოვს ჩვენგან მორალი? ის საკუთარი არსით განუსაზღვრელია, მკვეთრად სუბიექტური თუ ინტერსუბიეტქური, ყველასათვის საერთო შინაგანი ხმა. სინგერი ავითარებს მსჯელობას, რომლის მიხედვითად ცხადყოფს, რომ ყოველი ჩვენგანი არის სიტუაციაში, რომლითაც შეუძლია სხვისი არსებობა შეამსუბუქოს, საერთო მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესოს, საკუთარი ინტერესებისა და მდგომარეობის გარკვეულწილადი შეწირვით. მისთვის ნათელია, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია ნებისმიერ ფასად, გარდა იმისა, თუ არ ეწინააღმდეგება მის მნიშვნელოვან მორალურ ღირებულებებს, გააკვეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს ცუდი. მისი აზრით, მხოლოდ ამ უტილიტარისტული პრინციპითაა შესაძლებელი თავიდან ავირიდოთ ისეთი ცხადი უბედურებები, როგორებიცაა შიმშილი, მასობრივი მკვლელობები, გაუსაძლისი, ღირსებისშემლახავი სიღატაკე და უუნარობა.
ნებისმიერი ტიპის რეალობაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც მეტი შესაძლებლობა აქვთ დაეხმარონ სხვა, მეტად მარგინალიზებულ ჯგუფებს. ეთიკურ-მორალური პრიზმა, რომელთა საშუალებითაც მათ ხშირად უყურებენ, ავალდებულებს ასეთ ადამიანებს გაიღონ მეტი, რათა გადაარჩინონ და იხსნან მეტი. ხშირად ასეთი ადამიანები უსაზღვრო ძალაუფლებისა და ფულის მქონენი არიან, უტილიტარიზმის პრინციპი, რომელიც შეიძლება ითქვას, მათემატიკური სიზუსტით ცდილობს გამოითვალოს ბედნიერების მაქსიმიზაცია, მათგან მოითხოვს მათი რესურსების იმგვარად განაწილებას, რომელიც რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოჰგვრის შვებას და შეუმსუბუქებს რეალობას, თანაც მათი ცხოვრების ხარისხს არაფერი აკლდება. ასე ამ ეთიკურ-მორალური თეორიის მომხრეთა პრინციპული განსხვავებაა ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც საკუთარი ცხოვრების დონისა და ინტერესების დავიწროვება მოუწევს სხვის დასახმარებლად და მეტი ძალაუფლებისა და სიმდიდრის მქონე ადამიანებს შორის. ხშირად წავაწყდებით მსჯელობებს იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანის ცხოვრების დრამატულად შეცვლა შეუძლია ამა თუ იმ ადამიანის ქონების სულ მცირე პროცენტს. ისიც ვიცით, რომ ქველმოქმედებაში ფულის დახარჯვა მდიდრებისათვის საკმაოდ პრესტიჟულია, თუმცა მანძილისა და სიახლოვის საკითხი აქაც იჩენს თავს: რთულია აღიქვა შედეგი და პროცესი, რომელიც შენს წინ არ მიმდინარეობს. ასეა თუ ისე, მდიდართა მიერ სოლიდური დახმარების გაცემის შემდეგაც ვიცით, რომ მათ კიდევ და კიდევ შეუძლიათ მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხსნა, რაც არა მკაცრი უტილიტარიზმის მოთხოვნაა (რომ გახადო სხვა ადამიანის ცხოვრება უკეთესი), არამედ უშუალოდ სინგერის შერბილებული თეორიის, რომლის მიხედვითაც რაიმე ცუდის აცილებაა ჩვენი ვალდებულება და არა - ასატანის გაუმჯობესება.
მიუხედავად იმისა, როგორია მორალურ-ეთიკური პრინციპები, ობიექტურ რეალობასთან მეტად ახლოსაა მოსაზრება, რომ ქველმოქმედება და სხვისი დახმარების სურვილი მხოლოდ შესაძლებელია იყოს საკუთარი უშუალო ნებელობით გამოწვეული და არა უშუალო, გარეგანი ზეწოლით. არ არსებობს ლიმიტი, რომელიც ითვალისწინებს ქველმოქმედების საბოლოო საფეხურს მილიარდერებისთვის, შესაბამისად ამ პრინციპის მიდევნა გამოიწვევს არა გაუსაძლის პირობებში ცხოვრების პრაქტიკის მოსპობას და ამოძირკვას, არამედ დროებით „გადადებას“, რაც არასამართლიანი და არაგონივრულია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.