არსებობს მრავალი განმარტება იმისა, თუ რას შეიძლება ეწოდოს „ბინძური/ჭუჭყიანი ხელის პრობლემა “(Dirty Hand Problem) .მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილი არის აზრი , რომ საჯარო მორალი უტილიტარული ან კონსეკვენციალისტურია საკუთარი ბუნებით. ამ აზრის რაციონალურობა, ალბათ, პირველ რიგში მაგალითების განხილვითაა უპრიანი. თუ კონკრეტულ შემთხვევებს განვიხილავთ, შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ საჯარო თანამდებობის პირი შესაძლოა იძულებული იყოს საკუთარი თანამდებობრიობრვი მოვალეობის შესრულების ხარჯზე ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც მიუღებელია ისეთი მორალური კატეგორიებისათვის, რომლებიც ადამიანთა ყველა ფენასა თუ წრეზე და ზოგადად ადამიანზე ვრცელდება. ადამიანთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ არსებობს უნაკალური მორალური კატეგორიები, რომლებიც ყველა ადამიანზე ვრცელდებ , ყველა დროსა თუ სიტუაციაში, ე. წ. "ჭუჭყიანი ხელის პრობლემ" კი იმას გულისხმობს , რომ კონკრეტულ სიტუაციაში ადამიანი უარს ამბობს, ასეთი ზოგადი მორალური ქმედების შესრულებაზე, მისი აზრით, სწორი და გამართლებული თანამდებობრივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ხშირად კონკრეტული საჯარო მოხელეები საკუთარი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური ორგანიზაციის ან ინსტიტუციის ინტერესებიდან გამოდიან და უმთავრეს მნიშვნელობას სწორედ იმას ანიჭებენ, თუ რა ქმედება იქნება ამ გარემოსათვის (Political Community) კონკრეტულ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება. მაიკლ უოლცერი წერს, რომ მმართველი პირი ხშირად ისეთი პოლიტიკურ-მორალური დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რომლის დროსაც მას ყოველი გადაწყვეტილება ამორალური ეჩვენება. ამ დროს ის აირჩევს ისეთს, რომელიც მის პოლიტიკურ ინტერესებს ნაკლებ ზარალს უქადის.ნუტალიტარისტული თვალსაზრისით შეიძლება ეს ნაბიჯი გამართლებული იყოს, მაგრამ ის შეიძლება ადამიანს შინაგანად მიუღებელი ქმედების განცდას უტოვებდეს (Walzer 1973: 161).
ცნობილი სოციოლოგი მაქს ვებერი წერს , რომ პოლიტიკოსის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება პროპორციულობის, ზომიერების აღქმაა. მისი აზრი, პოლიტიკოსს უნდა შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილებებით დილემებს შორის ლავირება და იმის დადგენა შორდება თუ არა მისი გადაწყვეტილება მისსავე ფასეულობათა სისტემას. ვებერი წერს, რომ ამ უნარს ადამიანური თვისებები სიმშვიდე და გაწონასწრებულობა უდევს საფუძვლად. თუმცა, ამავდროულად, ხასიათის სიმტკიცე და უშიშარი ბუნებაც საკუთარ როლს თამაშობს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი გადაწყვეტილების ცივი გონებით განსჯა, ანუ გრძნობებისგან დისტანცირება და შემდეგ პრაგმატული ანალიზი. მაგრამ რაოდენ რთულია ერთ ადამიანში გრძნობათა და ცივი გონების გადაწყვეტილების ბალანსი?! სულის და გონების კარნახის დაბალანსება კარგი პოლიტიკოსისათვის გადამწყვეტი მნიშნვნელობის ფაქტორია, ვინაიდან, ვებერის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილება თავში ხდება და არა სულსა თუ გულში.
„ჭუჭყიანი ხელის პრობლემის" ასე დანახვა, ჯერალდ გაუსის თქმით ეწინაარმდეგება და უარყოფს ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება ერთადერთია და მისგან განსხვავებული ქმედება ყოველთვის უარესია , უარესი შედეგის მომტანია და მორალზე დაფუძნებული გადაწყვეტილება არ შეიძლება მცდარი იყოს , მიუხედავად გარე ფაქტორებისა (Gaus 2003: 173). კონსეკვენციალისტური თვალთახედვით სწორი, მომგებიანი, ეკონომიკურად ან პოლიტიკურად მიზანშეწონილი და მორალურად გამართლებული გადაწყვეტილება ერთმანეთს გარკვეულ სიტუაციებში შესაძლებელია ემიჯნებოდეს.
გიორგი ვეკუა
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, მომზადებულია კურსის "შესავალი სამართლის ფილოსოფიაში" ფარგლებში და შეიძლება არ ემთხვეოდეს უნივერსიტეტის პოზიციას.